სავარაუდოდ, კახა კალაძე ხორვატებთან ითამაშებს, ჯანო ანანიძე კი გამოირიცხა
გუშინ ეროვნულმა ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებით: რამდენიმედღიან გაურკვევლობას წერტილი დაესვა - სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე ხორვატიასთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ეს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვითხრა. შეკრებაზე ჩამოსულმა ანანიძემ ვარჯიში ვერ მოახერხა.

მოსკოვის “სპარტაკისა” და ჩვენი ნაკრების პლეიმეიკერი რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში “როსტოვთან” საგარეო მატჩის დროს დაშავდა - კოჭის მყესი გაუწყდა. მართალია, არავის უთქვამს, მაგრამ იყო ეჭვი, რომ მოსკოვის “სპარტაკს” ფეხბურთელის გამოშვება არ სურდა. ამის საფუძველს კი გუნდის ვებგვერდზე გავრცელებული აბსურდული ინფორმაცია ქმნიდა - კოჭის მყესი გაუწყდა და “აიაქსთან” ევროპის ლიგის მატჩს 99 პროცენტით გამოტოვებსო. ამ დროს კოჭის მყესის გაწყვეტის დროს ფეხბურთელის თამაში ერთი პროცენტითაც გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვერც დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე ითამაშებს. ეროვნულ ნაკრებს ხორვატიასთან ცენტრალური მცველი მალხაზ ასათიანიც ვერ დაეხმარება, რომელიც დეკემბრის შემდეგ უგუნდოა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ასე რომ, ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას უკანა ხაზში პრობლემები მოეძალა.

სამაგიეროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 26 მარტს ეროვნულ ნაკრებს მოედანზე კვლავ კახა კალაძე გაიყვანს. კახამ “ჯენოაში” სერია A -ს ბოლო ტურის შეხვედრა კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა. თუმცა გუშინ კალაძემ ეროვნულ ნაკრებში სრული დატვირთვით ივარჯიშა და ორკარაშიც მონაწილეობდა.

“კუნთი ოდნავ მაწუხებს, მაგრამ თავს უკეთ ვგრნობ. სრული დატვირთვით დღეს პირველად ვივარჯიშე. ჯერ გარკვეული არ არის, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ამის იმედი მაქვს”, - გვითხრა კალაძემ.

ანანიძეს თუ არ ჩავთვლით, გუშინ საღამოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველის ნაცვლად, ქეცბაიამ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე გამოიძახა. კოშკაძე ნაკრების ბაზაზე გუშინ დილით გამოცხადდა, საღამოს კი ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, "დინამოს" ნახევარმცველი ისრაელში წამსვლელ ფეხბურთელთა შორისაც მოიაზრება.

ვარჯიშის შემდეგ ქეცბაიამ ფეხბურთელები “ა” და “ბ” გუნდად გაყო და ორკარა ათამაშა. ვფიქრობ, ამ შემადგენლობიდან მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან რა შემადგენლობით ითამაშებს - ცხადია, პირობითად მთავარ გუნდს პირობითად სათადარიგოებიდან კობიაშვილი დაემატება.

“ა”: რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - ხიზანიშვილი, დაუშვილი - გელაშვილი, იაშვილი, გოგუა - დვალიშვილი.

“ბ”: ლორია - ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია - კანკავა, კობიაშვილი - გურული, მოდებაძე, მარცვალაძე - სირაძე.

აღსანიშნავია, რომ 23 ფეხბურთელი თამაშობდა, ანუ ერთი ზედმეტი იყო. ნეიტრალურ, მწვანე ფორმაში გამოწყობილი კოშკაძე შეტევებში ორივე გუნდს ეხმარებოდა. ამასობაში მეკარე როინ კვასხვაძეს მამუკა აბუსერიძე ავარჯიშებდა.

“ამხელა ზონა თავისუფალია და გაიხსენით, წინ გაიქეცით, ვიღაც გამოგეკიდებათ და ზონა გათავისუფლდება”, - მოუწოდებდა ქეცბაია ფეხბურთელებს.

ორკარა კი “ა”-ს გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში (ტაიმი ჩვეულებრივზე ბევრად ხანმოკლე იყო) ნიკა გელაშვილის ფლანგური ჩაწოდება გიორგი ლორიას კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ალექსანდრე იაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.

bb king
მოკლედ ბიჭებო არ დავიზაროთ, ბანერი იქნება, მაგრამ მთავარია ხალხმა სტადიონზე არ დაიზაროს დემეს გამხნევება და თანადგომა. ასეთი კარგი შანსი აღარ მოგვეცემა ერთად რომ პროტესტი გამოვხატოთ. მიწერეთ ყველას ფეისბუქზეც და სხვაგანაც ვინც მოდის თამაშზე, ჰიმნიდან პირველ წუთზე აგვყვნენ. "დე-მე-ტრა-ძე" მარტო კომენტარებით ეგ სამე ვერ გაკეთდება, დაიბნევა ხალხი თამაშის წინ და ყურებას დაიწყებს აქეთ-იქით. მიწერეთ და გააფრთხიეთ ყველა, რომ იცოდნენ. უცნობებიც და ნაცნობებიც სტადიონზე.
Sasha
მე მგონი ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა მთელ გუნდს რომ მსოპლიოს დაენახა ნამდვილი ქართული სული და თანადგომა და უსამართლობასთან გამკლავება დარწმუნებული ვარ ხორვატები ამას გაიგებდნენ და გვერდით დაგვიდგებოდნენ
deme-deme
26 მარტს უეფას ეგიდით გასამართი მატჩის დროს( საქართველო-ხორვატია ) მატჩის დროით 30 წუთზე ხალხის ნაწილს რომელსაც უყვარს გიორგი დემეტრაძე და პატივს სცემს მასს 1 წუთის განმავლობაში ჩვენთან ერთად წამოდგეს ფეხზე და ისკანდიროს მისი გვარი აი ასე: დე-მე-ტრა-ძე დე-მე-ტრა-ძე და ა.შ მაშასადამე გულშემატკივრების მთელი რიგი არმია იმედია არ დაიშურებს ოვაციებს გიორგი დედემტრაძესთვის და გიოს ამ ჟესტით ძალზედ დააფასებენ ის ნამდვილად გამორჩეული იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში :)
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"