საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხორვატია-საქართველოს მომავალ მატჩზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით სირაძე ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება. ცხადია, საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარს თავდამსხმელების ეიმედება: ლადო დვალიშვილი და ალექსანდრე იაშვილი კლუბებში საკმაოდ შედეგიანად თამაშობენ, ნალჩიკის “სპარტაკის” ფორვარდი სირაძე კი ნაკრებში მნიშვნელოვანი გოლების ბოლო წუთებზე გატანას დაეჩვია.

ამასწინდელ ინტერვიუში დათომ გვითხრა, რომ თამაშამდე მეტოქეთა მცველებზე ინფორმაციებს ეცნობოდა. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობს 26 მარტის მატჩზე “ბოლო წუთის” კაცი.

- ხორვატიის ნაკრების მცველთა თამაში თუ შეისწავლე?

- ჯერ არც ვიცით, მოედანზე ვინ გამოვა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ძლიერი მეტოქეა და ძლიერი მცველებიც ჰყავს. მათზე და მთლიანად ნაკრებზე წარმოდგენა ისედაც მქონდა, რადგან ხორვატთა თამაშები ბევრჯერ მინახავს.

- მათ შორის რომელ მცველს გამოარჩევდი?

- შიმუნიჩი დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფლანგებზეც ძლიერები ჰყავთ. საერთოდ, ყველა რგოლში კარგად დაკომპლექტებული ნაკრებია.

- რუსეთის პრემიერლიგის ორ ტურში ნალჩიკის “სპარტაკში” მხოლოდ ერთხელ გათამაშეს და ისიც შეცვლაზე. მიზეზი რა იყო?

- სომხეთის ნაკრებთან კუნთი რომ დავიჭიმე, ამის გამო მთელი ერთი კვირა გამიცდა და საკონტროლო შეხვედრებიც გამოვტოვე. მერე ჩემპიონატიც დაიწყო და ვერ ვითამაშე, “სპარტაკმა” კი პირველი ტურში მოიგო. ასეთ დროს მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან და მწვრთნელის მესმის.

მეორე ტურში ეშტრეკოვმა შეცვლაზე მათამაშა, თუმცა, ვიცი, რომ მენდობა და მჯერა, შემდეგ ტურებში ძირითადში დამაყენებს. ახლა კარგად ვარ, კუნთი აღარ მაწუხებს და ფორმაში შევდივარ.

- ხორვატიის ძლიერ ნაკრებს ბევრი გრანდი გაუმწარებია. გულახდილად თქვი, ასეთი მეტოქის არ გეშინია?

- ნაღდად არ მეშინია. პირიქით, მეც და სხვებიც ძალიან მონდომებულები ვართ, გულშემატკივარი რომ გავახაროთ. მიზნის მიღწევაში სავსე სტადიონი დაგვეხმარება და, იმედია, ხალხი მოვა.

- ჩვენც გვაქვს იმედი, რომ გაიტან და ამ სიამოვნებას ბოლო წუთისთვის არ “შეინახავ”.

- ჯერ ისიც არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, ხორვატია მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულშია, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. ისე, ბოლო წუთზე რომ გავიტანო, ცუდი იქნება?

levani kaxetil
ბერდზებმაც სწორედ ამ დუნდური ტამაshის წყალობიტ წამოიგეს ქულა ზაგრებიდან' ისეტ წნეხshი მოაქციეს'ლამის მოუგეს კიდეც; ბეწვზე გადარchნენ ხორვატები.ზუსტად ასე უნდა მოვიქცეტ' სული უნდა ამოვხადოტ სიბილიტ' და მკაცრი პრესინგიტ shეცდომა დავაshვებინოტ; სწორედ აქ უნდა მოვცხოტ კეფაshი.
Giorgipirweli
მართლა ძალიან სწრაფი და აწყობილი გუნდია. ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს ნაკრებს. ბევრი სირბილი და ერთმანეთის დაზღვევა მოუწევთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ჩვენ სტადიონზე მივიდეთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ - ერთი მაგრა ვუქომაგოთ!
levani kaxetil
მტავარია გუნდი არ აირიოს' დზალიან სწრაფები და ტექნიკურები არიან ეს ოხრები;ნებისყოფა გამოვიchინოტ და არ მოვდუნდეტ [ქარტული სენია ეს]; დანარchენი კი ქეცბაიამ იცის. ისე სხვისი არ ვიცი და მე წარმატების იმედი მაქვს.ბოლოს ბოლოს დასაკარგავიც არაფერი გვაქვს.
d
გისურვებ მოგებას და რომელ წუთზე შეაგდებ, რა მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება დემეს მხარდაჭერას: ბანერის მაქსიმალური ფასია $10 _ კვადრატული მეტრი. 3მ X2მ ეღირება მაქსიმუმ _ $60, ანუ დაახლოებით 100 ლარი. 1 დღეში კეთდება. გვინდა სურათის ელექტრო ვერსია. ხვალ რო შევიკრიბოთ სურათით და ფულიც შევაგროვოთ, ბანერს მოვასწრებთ თამაშამდე. დრო ცოტაა. "ქართული სპორტის ქომაგთა ორგანიზაცია" სამწუხაროდ, ჯერ არ გვეხმაურება. იქნებ, დაგვეხმაროს "ქართული ფეხბურთი" და კიდე თუ ვინმე გახსენდებათ. ამ ხალხთან საკონტაქტოდ თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია, გთხოვთ გამოაქვეყნოთ. თუ მიგესვლებათ, შეეხმიანეთ. გთხოვთ, იაქტიუროთ სოციალურ ქსელებშიც და იქნებ მივაწვდინოთ ხმა. ველით გამოხმაურებებს. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს, სიმართლეს და ყველა კაი კაცს! დავირაზმოთ?
giga
შენ რომ ბოლო წუთზე გაიტანო მთელი სტადიონი იყვირებს სირაძეს ოღონდ ისე არა მარინა ბერიძე რომ უყვიროდა იმ გოგოგს :D:D:D:D:D:D
aleko
ოღონდ შენ ეგ ქენი და როცა გაგიხარდება მაშინ გაიტანე არაა პრობლემა )))))
gio93
დავით შენ რო ეგ ქნა ხალხი გაგაღმერთებს მალტასთან რო ამბავი იყო მთელი სტადიონი რო ყვიროდა სირაძეს ეხლა რაღა იქნება
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა