გერმანიის ჩემპიონატის ტურის მიმოხილვა

გრანდებმა მოულოდნელი კონკურენტი მიიღეს "ჰანოვერის" სახით.

"დორტმუნდს" ჯერაც არ გაუშვია გოლი და პირველია ამ სეზონში, რომელმაც ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

"ბაიერნმა" ისევ არ წააგო, როცა თომას მიულერმა გოლი გაიტანა. ეს სერია 75 შეხვედრას უდრის.

ბაიერნი-მაინცი

"ბაიერნში" ისევ არასტაბილური სიტუაციაა და ამჯერად, ყველაზე განსახილველი თემა გახდა რობერტ ლევანდოვსკის სურვილი - მომავალ ზაფხულს "რეალს" შეუერთდეს, მაგრამ შაბათის მატჩზე ამ ჭორებს გავლენა არ მოუხდენია და "მაინცთან" შეხვედრის ბედი უკვე პირველ ტაიმში გარკვეული იყო.

საფინალო სასტვენისთვის "ბაიერნის" წინა ხაზის ყველა მოთამაშეს შესრულებული ჰქონდა თუნდაც ერთი დარტყმა "მაინცის" კარში. თავისი გოლი გაიტანა თომას მიულერმა, რომელმაც საკუთარი სათამაშო დროის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, არიენ რობენმა კი 2015 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, შეძლო გოლის გატანა მარჯვენა ფეხით.

და, რა თქმა უნდა, უგოლოდ არ დარჩა ლევანდოვსკი, მით უმეტეს, რომ პოლონელისთვის ეს იყო ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი "ბაიერნის" შემადგენლობაში. ფორვარდმა დუბლი შეასრულა, მაგრამ მატჩის გმირი მაინც ჯოშუა კიმიხი იყო, რომელმაც სამი საგოლე პასი მიითვალა. უკანასკნელად, "ბაიერნის" მცველს ამგვარი ჰეთ-თრიკი შვიდი წლის წინ ჰქონდა, როცა პრანიჩმა შეძლო სამ გოლში მონაწილეობა.

ლაიპციგი-გლადბახი

თუ მიუნხენში ინტრიგა არ ყოფილა, ლაიპციგში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა ორი თითქმის თანაბარი კლასის გუნდს შორის, რომლებიც ბოლომდე გამოაცხადებენ პრეტენზიას ევროთასების საგზურზე. როგორც ჩანს, "ლაიპციგს" უჭირს შარშანდელ სეზონში მოპოვებული პოზიციების შენარჩუნება დამატებითი საჩემპიონთალიგო დატვირთვის გამო.

ერთი მხრივ, გუნდი კარგია შეტევაში, ხოლო ვერნერმა შარშანდელი სამი გოლის შემდეგ ისევ გაუტანა "გლადბახს", მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრი აუხსნელი შეცდომაა დაცვაში. მაგალითად, ბერნარდმა რამდენიმე წუთის ინტერვალით შედეგიანი პასი შეასრულა და საკუთარ კარში პენალტის ორგანიზება შეძლო. გარდა ამისა, მასპინძლებმა შტინდლს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს, როცა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაკარგეს ბურთი.

ასევე გუნდი დააღალატა "ლივერპულის" მომავალმა მოთამაშემ, კეიტამ, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და არ მისცა თავის გუნდს საშუალება, დაწეოდა ცხრილში ორი საათით ადრე წინ წასულ "შალკეს".

დორტმუნდი-კიოლნი

"ჰანოვერი" მხოლოდ ორი დღე იყო ლიდერის რანგში. "დორტმუნდმა" არ დაინდო "კიოლნი" და ზედიზედ მეოთხე მარცხი აგემა მას, თანაც ისე, რომ ოთხი ტურის შემდეგ "თხებს" მეორე ყველაზე ცუდი სტარტი გამოუვიდათ ბუნდესლიგის ისტორიაში - 0 ქულა და ბურთების სხვაობა - "მინუს 11" (1963-64 წლების სეზონში, "კარლსრუეს" ბურთების სხვაობა "მინუს 13" ჰქონდა).

დუბლები შეასრულეს მაქსიმილიან ფილიპმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. ამ უკანასკნელს ამჟამინდელი ბუნდესლიგის ყველა გუნდისთვის ჰქონდა გოლი გატანილი, გარდა "კიოლნისა" და გაბონელმა ეს გაუგებრობაც მოაგვარა.

აღსანიშნავია, რომ "კიოლნმა" პირველად წააგო "დორტმუნდთან" პეტერ შტიოგერის მთავარი მწვრთნელობის დროს. ახალ სეზონში ავსტრიელი სპეციალისტი სამუშაოს დაკარგვის პირველი კანდიდატი გახდა.

ფაქტები გერმანიიდან

რვა დარტყმა დასჭირდა ოგუსტენს ბუნდესლიგაში პირველი გოლის გასატანად.

"ლაიპციგმა" ამ ჩემპიონატში პირველად გაიტანა პირველ ტაიმში.

ბრიილ ემბოლო 336-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა "შალკეს" შემადგენლობაში.

"შალკემ" ორივე გოლი კუთხურიდან გაიტანა, არადა, გასულ სეზონში კუთხურიდან ჯამში ორი გოლი ჰქონდა გატანილი.

მარტინ ჰარნიკს შარშან, "შტუტგარტში" მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა მთელი სეზონის განმავლობაში, ამჯერად კი მის ანგარიშზე უკვე სამი გოლია ოთხ ტურში.

"ჰანოვერი" 16 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება და ეს არის საუკეთესო მოქმედი სერია გერმანულ პროფესიულ კლუბებს შორის.

ოთხ მატჩში ექვსი ქულა - საუკეთესო სტარტია "აუგსბურგის" ისტორიაში.

"აინტრახტის" ბოლო რვა გოლი რვა სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა.

"გლადბახს" ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (3 მოგება, 6 ფრე).

21 წლის, 6 თვისა და 10 დღის ტიმო ვერნერს 38 გოლი დაუგროვდა ბუნდესლიგაში. ისტორიაში ამაზე ახალგაზრდა ასაკში მხოლოდ სამ მოთამაშეს გაუტანია უფრო მეტი.

კევინ ფოლანდმა პირველი დუბლი შეასრულა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ.

ძმებმა - ლარს და სვენ ბენდერებმა პირველად ითამაშეს ერთად 3061 დღის შემდეგ.

ჰოფენჰაიმელი ანდრეი კრამარიჩი ოთხი ტურია გოლის ან შედეგიანი პასის გარეშე არ ტოვებს მოედანს (2 გოლი+2 გადაცემა).

"დორტმუნდი" 40 მატჩია შინ არ მარცხდება.

ჰანოვერი-ჰამბურგი 2:0

გოლები: 1:0 ჰარნიკი (50), 2:0 ბებუ (82)

ჰანოვერი: ტშაუნერი - კორბი, ს. სანე, ფელიპე (14. ბებუ), ოშტრჩოლეკი - ანტონი, შვეგლერი - ჰარნიკი (84. ჰიუბერი), ბაკალორცი, ქარამანი (78. კლაუსი) - ფიულკრუგი.

ბაიერნი-მაინცი 4:0

გოლები: 1:0 მიულერი (11), 2:0 რობენი (23), 3:0 ლევანდოვსკი (50), 4:0 ლევანდოვსკი (77)

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი (62. ზიულე), ჰუმელსი, რაფინია - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (72. რუდი) - რობენი (62. რიბერი), მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

აინტრახტი-აუგსბურგი 1:2

გოლები: 0:1 მაქსი (21), 0:2 კაიუბი (77), 1:2 იოვიჩი (79)

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 1:0

გოლი: 1:0 აკოლო (42)

ვერდერი-შალკე 1:2

გოლები: 1:0 ლ. სანე (20), 1:1 ველიკოვიჩი (22-საკ. კარში), 1:2 გორეტცკა (83)

შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - დ. კალიჯური, სტამბული (46. ბენტალები), გორეტცკა, ოშჩიპკა - ჰარიტი (80. ემბოლო), კონოპლიანკა (61. დი სანტო) - ბურგშტალერი.

ლაიპციგი-გლადბახი 2:2

გოლები: 1:0 ვერნერი (17), 1:1 ტ. აზარი (25-პენ), 2:1 ოგუსტენი (31), 2:2 შტინდლი (61)

ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ილსკანერი, უპამეკანო, ბერნარდო - ლემერი, კეიტა - კამპლი (76. ბრუმა), ფორსბერგი (85. პოულსენი) - ვერნერი, ოგუსტენი (58. დემე).

გაძევება: კეიტა (84. ლაიპციგი)

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 1:1

გოლები: 1:0 ვაგნერი (6), 1:1 ესვაინი (55)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ნორდტვეიტი, ფოგტი, ჰიუბნერი - კადერჟაბეკი (74. პასლაკი), ცუბერი (82. ნ. შულცი) - გაიგერი - დემირბაი, ამირი - კრამარიჩი, ვაგნერი (61. უტი).

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 4:0

გოლები: 1:0 ფოლანდი (21), 2:0 არანგისი (29), 3:0 ფოლანდი (34), 4:0 ბრანდტი (86)

ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი (63. ჰენრიხსი), რეტსოსი, ს. ბენდერი, ვენდელი - კორი (79. ბაუმგარტლინგერი), არანგისი - ბელარაბი (71. მეჰმედი), ბრანდტი - ჰავერცი - ფოლანდი.

დორტმუნდი-კიოლნი 5:0

გოლები: 1:0 ფილიპი (2), 2:0 პაპასტატოპულოსი (45+2), 3:0 ობამეიანგი (59-პენ), 4:0 ობამეიანგი (60), 5:0 ფილიპი (69)

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ზაგადუ - შაჰინი (67. ვაიგლი) - გონსალო კასტრო, დაუდი - იარმოლენკო (66. პულიშიჩი), ობამეიანგი (85. ისაკი), ფილიპი.

ბომბარდირები: 5 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), 4 - ვერნერი (ლაიპციგი), ობამეიანგი (დორტმუნდი), ფინბოგასონი (აუგსბურგი); 3 - ლეკი (ჰერტა), უტი (ჰოფენჰაიმი), ჰარნიკი (ჰანოვერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია