U21. ავსტრიის საერთაშორისო ტურნირი: გაბელიამ "ფეიენოორდის" ექს-ფორვარდი აპოლონ ლემონჯავაც ათამაშა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკვე მესამე დღეა, ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტთან ახლოს მდებარე დაბა ბლაიბერგში იმყოფება. გუშინ ოთარ გაბელიას გაწვრთნილებმა საერთაშორისო ოთხთა ტურნირ “ალპე ადრიაზე” პირველი შეხვედრა ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართეს.

გაბელიამ მეტოქეს სამი თავდამსხმელი დაუპირისპირა. როგორც გუნდის მენეჯერმა ლევან რამიშვილმა გვაცნობა, ანგარიში მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ისრაელის ნაკრების ფეხბურთელმა ტემაჰ ზიონმა გახსნა, 62-ე წუთზე კი ზამირ ვესმა უპირატესობა გაზარდა - 2:0. 70-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ჩვენი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა გააძევა, მაგრამ კაცნაკლულ ქართველებს მეტი აღარ გაუშვიათ.

ჩვენს ნაკრებს მატჩისწინა საღამოს შეუერთდა მოლდოვური „ოლიმპიას“ ნახევარმცველი დავით კაკულია, მაგრამ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა და გაბელიამ ისრაელთან ამიტომ არ ათამაშა.

წინასწარ გამოცხადებულ სიას დაემატა აპოლონ ლემონჯავა, რომელზეც იანვარში ვწერდით. 19 წლის ლემონჯავა თავდამსხმელია, 6 წლიდან მოსკოვის “სპარტაკის” სკოლაში ვარჯიშობდა, შარშან კი “ფეიენოორდის” დუბლშემადგენლობაში 20 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ჰოლანდიური კლუბიდან სასამართლო გარჩევების შედეგად წასულმა ფეხბურთელმა ნახევარი ევროპა მოიარა და ერთ წელიწადში გასინჯეს ”პარტიზანში”, “შალკეში”, “ატალანტაში”, “ბორდოში”, “ვიტესში”, “მარსელში”, “ალანიაში”.

იტალიურ ინტერნეტ-პორტალ “კალჩო ლაინზე” 2010 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებული ინფომაციაა, ბერგამოს ”ატალანტას” ლემონჯავას აყვანა სურს და სავიზო პრობლემებს აგვარებსო - ეტყობა, ვერ მოაგვარეს. ბოლოს აპოლონი უგუნდოდ იყო და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

აპოლონი რუსებთან ინტერვიუში კი ამბობდა, რუსეთის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობო, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს ახალგაზრდულის ფორმა მოირგო.

ტურნირის მეორე შეხვედრაში რუმინეთმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა.

U21. ავსტრიის საერთაშორისო ტურნირი

საქართველო 0:2 ისრაელი

საქართველო: ზარქუა - კაკუბავა, კობახიძე (46. კანდელაკი), ხოჭოლავა, ი. კვეკვესკირი (46. ოთარაშვილი) - ძალამიძე (46. თარხნიშვილი), ნ. კვეკვესკირი (46. ლემონჯავა), ოქრიაშვილი (46. აფაქიძე) - ჭანტურია (46. შარაშენიძე), შეყილაძე (46. თექთურმანიძე), ქობალია (46. ილურიძე).

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე