ტაშკენტში, გიორგი აგზამოვის მე-5 საერთაშორისო მემორიალის მე-6 ტურში ჩვენებური შავი ფიგურებით რუს ევგენი ალექსეევს დაუზავდა
ტაშკენტში უზბეკეთის პირველი დიდოსტატის - გიორგი აგზამოვის მე-5 საერთაშორისო მემორიალის მე-6 ტურში ერთპიროვნული ლიდერი მიხეილ მჭედლიშვილი შავი ფიგურებით რუს ევგენი ალექსეევს დაუზავდა.

ჩვენებურის ამ შეფერხებით ისარგებლეს მისმა უახლოესმა მდევრებმა და მჭედლიშვილს ოთხი კონკურენტი წამოეწია: სომეხმა ტიგრან პეტროსიანმა შავებით ინდონეზიელ ირინე კარიშმა სუკანდარს მოუგო, მურთაზ კაჟგალიევმა (ყაზახეთი) ალექსეი ბარსოვი (უზბეკეთი) დაამარცხა, იური კუზუბოვმა (უკრაინა)-ალსან აიტბაიევი (ყაზახეთი), მაქსიმ ტუროვმა (რუსეთი)-სუსანტო მეგარანტო (ინდონეზია). ოთხქულიანებიდან მხოლოდ ანტონ ფილიპოვი (უზბეკეთი) და მიხაელ როისი (ისრაელი) შეთანხმდნენ ყაიმზე.

ამდენად, 5-5 ქულით მჭედლიშვილთან ერთად პირველ-მეხუთე ადგილებს პეტროსიანი, ტუროვი, კუზუბოვი და კაჟგალიევი იყოფენ. 9 მოჭადრაკეს 4,5-4,5 ქულა აქვს. ლიდერთაგან დღეს მე-7 ტურში ითამაშებენ: პეტროსიანი-ტუროვი, მჭედლიშვილი-კუზუბოვი, მიროშნიჩენკო (4,5)-კაჟგალიევი, ხოროშევი (4,5)-ფილიპოვი (4,5), როისი (4,5)-ეგინი (4,5), ხოლმირზაევი (4,5)-ჯუმაბაიევი (4,5)...

შეგახსენებთ, რომ მემორიალის საპრიზო ფონდია 20 ათასი ამერიკული დოლარი. გამარჯვებული 5000 დოლარით დაჯილდოვდება, მეორე-მეექვსეადგილოსნები, შესაბამისად, 3500, 2500, 2000, 1500 და 1000 დოლარს დაიმსახურებენ.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"