მოსალოდნელი ტრანსფერი, მანჩესტერში "ლევერკუზენის" მეკარეზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ და "ფარმაცევტებს" ზაფხულში მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ
მანჩესტერში რენეზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ

რენე ადლერი გერმანიის ნაკრებში გამოძახებული კი იყო (მეორე მეკარედ), მაგრამ ტრავმის გამო იძულებული გახდა, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვისთვის უარი შეეთვალა - "ლევერკუზენის" 26 წლის კიპერი "შალკესთან" მატჩში (2:0 "ბაიერის" სასარგებლოდ) დაშავდა. "ბილდის" ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ "ლევერკუზენისა" და "შალკეს" მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეების მწვრთნელი ერიკ სტეელე ესწრებოდა - სერ ალექს ფერგიუსონს მისთვის ადლერზე და "შალკეს" მეკარე მანუელ ნოიერზე (რომელიც გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეა) დაკვირვება დაუვალებია.

ნოიერიცა და ადლერიც "მანჩესტერში" გადასვლის კანდიდატებად მიიჩნევიან და "ბილდის" ინფორმაციით, "იუნაიტედი" "ლევერკუზენის" მეკარეს ანიჭებს უპირატესობას. ტრანსფერის განხორციელებას ხელს უწყობს ადლერის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2012 წლამდე აქვს და რომელშიც ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, რენეს 2011 წლის ზაფხულში თავის საყვარელ კლუბში გადასვლა 24 მილიონ ევროს შეუძლია. ადლერის საყვარელი გუნდი კი "მანჩესტერია". რატომ? რენეს არაერთხელ უთქვამს, ბავშვობაში ჩემი საყვარელი მეკარე პეტერ შმაიხელი იყო, რის გამოც ყოველთვის "მანჩესტერს" ვქომაგობდიო.

"ლევერკუზენის" ხელმძღვანელებს კი ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ. "არ მიკვირს, რომ ადლერს "მანჩესტერელები" აკვირდებიან, ის ხომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ჩვენ რენესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვინდა. მისი გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის," - ეს "ბაიერის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.

გუნდის მენეჯერი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი კი პირდაპირ აღიარებს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაინტერესება სერიოზული გახდება და კონკრეტულ წინადადებაში გადაიზრდება, "ფარმაცევტებს" რენეს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

"ადლერთან პირველი მოლაპარაკებები გავმართეთ და ჯერჯერობით შეთანხმებისგან ძალიან შორს ვართ. "მანჩესტერი" კი მისი უსაყვარლესი კლუბია და კონტრაქტში მართლაც დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, წელს ჩვენგან "იუნაიტედში" გადასვლა 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია. ასე რომ, თუ ინგლისური გრანდი შემოგვიტევს, ჩვენ ფაქტობრივად უძლურები ვიქნებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება," - ამბობს ჰოლცჰოიზერი.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა