24 წლის ფეხბურთელი კარიერას ალბანეთის ჩემპიონატში აგრძელებს
24 წლის სოსო ჩახვაშვილი კარიერას ალბანეთის ჩემპიონატში აგრძელებს. მან იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, ტირანას "პარტიზანთან" გააფორმა კონტრაქტი, რომელიც გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა. დროებით ის იქაური პირველი ლიგის ბინადარ "კორაბიში" ითამაშებს და იანვარში ისევ "პარტიზანს" დაუბრუნდება...

ჩახვაშვილს აქამდე საქართველოში, ირანის უმაღლეს ლიგასა და სომხურ "მიკაში" უთამაშია. სოსო ბოლოს საქართველოში, გორის "დილაში" თამაშობდა. მერე კი როგორღაც ისე მოხდა, რომ ის ჩვენი თვალთახედვის არეალიდან დაიკარგა.

თავის დროზე ალბანეთის ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელებს უთამაშიათ, ახლა კი იქ ჩვენებურთაგან აღარავინ დარჩა. მოკლედ, ჩახვაშვილი საინტერესო ადგილას აღმოჩნდა. დანარჩენს თავად ფეხბურთელი მოგვიყვება, ვისაც ალბანეთში დავუკავშირდით...

"ხელშეკრულება გავაფორმე საუკეთესო ალბანელ აგენტთან. მისი მეშვეობით მოვაწერე ხელი კონტრაქტს ალბანეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, ტირანას "პარტიზანთან". მოგეხსენებათ, ბოლო ნახევარი სეზონი გამიცდა და მეტი სათამაშო დრო რომ მქონოდა, დროებით ალბანეთის პირველი ლიგის ბინადარ "კორაბიში" ვთამაშობ. ეს კლუბი წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში იყო, მაგრამ გავარდა და მიზნად ისევ უძლიერესთა რიგებში დაბრუნება აქვს.

...რვა თუ ცხრა ფეხბურთელი გვყავს ნათხოვარი წამყვანი ალბანური კლუბებიდან - "შკენდერბეუდან", "ტირანადან", "კუკეშიდან"... საკლუბო ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. გვყავს ფიზმომზადების იტალიელი მწვრთნელი. მაკედონიაში ვიყავით შეკრებაზე, ვითამაშეთ ოთხი ამხანაგური შეხვედრა. ორი გოლი გავიტანე. ორი მატჩი სრულად ვითამაშე, ორიც - ერთი ტაიმი.

...ტირანას "პარტიზანთან" 1+1 სისტემით გავაფორმე ხელშეკრულება. "კორაბიში" იჯარის წესით ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ 90 წუთი ვითამაშო. დრო "პარტიზანშიც" მექნებოდა, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც აქ მაქვს. აგენტმა ასე მირჩია. მთავარი მწვრთნელი ალბანელია, ჩვენს ფიზმომზადებაზე კი, უკვე ვთქვი, იტალიელი სპეციალისტი ზრუნავს. უკვე პრეზენტაციაც მქონდა. მახარებს, ჩემზე დიდ იმედებს რომ ამყარებენ. ნდობას ვგრძნობ.

...მთლიანობაში რომ ავიღოთ, აქ ძალიან კარგი საფეხბურთო გარემოა. ძალიან კარგად შუქდება როგორც უმაღლესი ლიგის, ისე პირველი ლიგის გათამაშება. თუნდაც ჩვენი გუნდი და პირველი ლიგა რომ ავიღოთ, ალბანეთის კვალობაზე არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს.

...ალბანური საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე მეტყველებს თუნდაც "შკენდერბეუს" მაგალითი, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით თამაშობს ევროთასებზე. აგერ, ევროპალიგის ჯგუფშიც ასპარეზობს ეს გუნდი.

...აგენტმა მითხრა, მთავარია, ბევრი სათამაშო დრო გქონდეს და ჩვენ ძალიან სერიოზული კავშირები გვაქვს სერია B-ს კლუბებთანო. მეც ვუთხარი აგენტს, რომ "პარტიზანში" 20 წუთით თამაშს მირჩევნია, "კორაბიში" 90 წუთი ვითამაშო. ამხანაგური თამაში გვქონდა. ქალაქში ფანტასტიკურად უყვართ ფეხბურთი. სტადიონი ბოლომდე სავსე იყო, რვა თუ ცხრა ათასი კაცი მოვიდა. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი ისაა, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.

...პირველი მატჩი ვითამაშეთ უკვე ამ უქმეებზე. 1:4 წავაგეთ. ყვითელი ბარათი მივიღე მეოთხე წუთზე. ძელს გავარტყი დაახლოებით 25 მეტრიდან. ჩვენი ერთადერთი გოლი კი მე გავიტანე. კუთხური მოვაწოდეთ. ჩვენმა მცველმა თავი დაარტყა ბურთს. ორთაბრძოლაში ვიყავი მოწინააღმდეგის ფეხბურთელთან. მუხლი დავახვედრე ბურთს და გავიტანე. ზოგიერთი საიტი ავტოგოლს წერს, ზოგიერთი მე მასახელებს ავტორად, მაგრამ გოლი მე გავიტანე აშკარად. გოლი რომ შევაგდე, 1:3 გახდა. მსაჯს ვკითხე, რა ნომერი ჩაწერე-მეთქი და 19 ნომერიო, ჩემზე მითხრა.

...90 წუთი მომეცა თავის გამოსაჩენად. იანვარში "პარტიზანში" დავბრუნდები. ამ გუნდთან ერთად უკვე ვიყავი ავსტრიულ შეკრებაზე. 6 შეხვედრაში 4 გოლი გავიტანე, მაგრამ უკვე ვიცოდი, იჯარა რომ მექნებოდა იანვრამდე. ასე რომ, დიდი მოტივაციით ვარ. რაც მთავარია, გუნდში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო. უაღრესად მეგობრული გარემოა შექმნილი", - გვითხრა სოსო ჩახვაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისელი
სოსო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია. რაც მთავარია მოწოდებით სპორტსმენია, ნამდვილი პროფესიონალი. წარმატებები სოსოს !
გორ
წარმატებები ამ ბიჭს მაგრამ გორში რომ იყო ფეხბურთელს კიარა თამადას ჰგავდა. იმედია შევა ფორმაში და წარმატებას მიაღწევს ალბანეთში
gizog
დიდი წარმატებები სოსოს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად