თუ როგორ ფორმაშია მათე ვაწაძე და რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში მისგან, ინტერვიუში გაიგებთ.

დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მათე ვაწაძე, რომელმაც "სილკებორგის" შემადგენლობაში, ბოლო ორ თამაშში სამი გოლი გაიტანა.

ლეგიონი: ვაწაძის დუბლი, სხირტლაძისა და ზარანდიას გოლები და პასები [VIDEO]

მათე ვაწაძის გოლმა, სილკებორგს მოაგებინა [VIDEO]

ფაქტია, თავდასხმის ხაზში მომენტების რეალიზაცია ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მათეს კარგ ფორმაში ყოფნა კი, რომლის ღირსება საგოლე ალღო და სისწრაფეა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ ფორმაშია "სილკებორგის" ქართველი ფორვარდი და რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში მისგან? Sportall.ge მათე ვაწაძეს ესაუბრა.

- ბოლო პერიოდში არ ჩანდი მოედანზე და გულშემატკივარს აკლდა შენი გოლები. დაბრუნების შემდეგ, მოულოდნელად, ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. დაბრუნდა მათე ვაწაძე? და რას უნდა ველოდოთ შენგან ამ სეზონში?

- გეთანხმებით, კარიერის მხრივ ჩავარდნა მქონდა და მადლობა ღმერთს, მომცა ძალა, ისევ გავიტანო გოლები და ავთამაშდე. ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა დავაგროვო და დაკარგული დრო ავინაზღაურო.

- იყო დიდი პერიოდი უთამაშებლობის და რამდენიმე კლუბიც გამოიცვალე. ეს ტრავმებით იყო გამოწვეული თუ სხვა მიზეზით?

- "ლოკომოტივიდან" როდესაც წამოვედი, ტრავმა მქონდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ლოკომოტივის" თითოეულ წევრს - დიდებულად მიმიღეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავეხმარე. შემდეგ იყო "ვიბორგი". იქ ცუდად დავიწყე - მომენტები მქონდა და ვერ გამოვიყენე, რამდენიმე თამაშის მერე კი აღარ მენდნენ და მეც წასვლაზე დავფიქრდი. ბოლოს "სილკებორგში" გადმოვედი და იმედია, აქ ხელს აღარაფერი შემიშლის. მინდა, რომ ჩემი გულშემატკივარი გავახარო და გუნდს გოლებით დავეხმარო.

- საქართველოს ნაკრებში შენი დაბრუნება გულშემატკივრისთვის სასიხარულო იქნება. რას ფიქრობ, მზად ხარ ნაკრებში სათამაშოდ და ელოდები თუ არა გამოძახებას მომავალ ორ მატჩში?

- დიდი სურვილი მაქვს და მზად ვარ, რა თქმა უნდა. არაფერი მაწუხებს და ვთამაშობ, ხოლო რამდენად არის საჭირო ჩემი გამოძახება, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ნაკრებმა ხარისხიანი თამაში აჩვენა ბოლო მატჩებში და იმედია, შედეგიც მოჰყვება ამ ყველაფერს.

- რა გეგმები აქვს "სილკებორგს", ფიქრობ თუ არა, რომ ევროტურნირებისთვის ბრძოლა შეგიძლიათ?

- მიზანიც სწორედ ეგ არის. დანიაში "ბრონდბიუს" და "კოპენჰაგენს" გამოვარჩევდი. დანარჩენი გუნდები ძირითადად, ერთი დონისაა - ვისაც კარგი დღე აქვს, ის იმარჯვებს და სატურნირო ცხრილში ბოლო ტურამდე დაძაბულობაა. ევროპა ლიგას და გასავარდნ ზონას სულაც 6 ქულა განსაზღვრავს ხოლმე. იმედია, ზედა ექვსეულში ვითამაშებთ და ევროპა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. ჩემი აზრით, ამის რესურსი აქვს ჩვენს გუნდს.

- დავით სხირტლაძესთან ერთად ძალიან კარგი დუეტი შექმენით. რას იტყვი მასზე?

- სხირტლაძეზე შემიძლია ძალიან დიდი ხანი ვისაუბრო. უბრალოდ, მოკლედ გეტყვით, რომ მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის სიამოვნებაა და მე უკეთეს ფეხბურთს მათამაშებს, ვიდრე შემიძლია.

dream team
შენც და სხირტლაძემაც ნუ გადაგვაყოლეთ ეგ 3 გოლი, თასის თამშზე სადაც 6-0 მორჩა მცველიც გაიტანდა გოლს რა არი მაგაში სასწაული მართლა რო გააღმერთეთ უიმეეე. ნაკრები არა ტოპ კლასის გუნდები მოითხოვეთ ორივემ
noe
ბოლო ბოლო ხო უნდა შევეგუოთ იმას რო ფეხბურთელები არ გვყავს. ერთი 10 წელი (იმედია მეტი არა) სულ ტყუილად უნდა ვიაროთ სტადიონზე. რომელი თამაშობს 22 კაციდან ევროპის საშუალო გუნდში მაინც სისტემატურად (კაშია, კვირკველია), დანარჩენი სად ბურთაობენ, რას აკეთებენ. ვინც ნიჭიერია 2 კაპიკს აიღებს და აღარ უნდა ფეხბურთი, ვინც შრომის მოყვარეა იმას ნიჭი და განვითარება არ ყოფნის მაღალ დონეზე სათამაშოდ. ჩვენი გულშემატკივარი ისე არც არი ღირსი კარგი ნაკრების ყოლის, არველაძეს აგინეს და გელაშვილ-დვალიშვილს ტაშს უკრავენ )))
tata
და გამოძახებული ვინც იყო იმათმა რამდენი გოლი გაიტანეს ?! აქ იმაშია საქმე რომ ამ ბიჭებს შანსი უნდა მიეცეთ !
ზურიკო
ეხლა ტალახს ნუ მესვრით. ეს ბიჭი ჩემი შინაურია რომ გაიგოს ვინ ვარ მაგრად გაუტყდება მაგრამ, რა მინდა ვთქვა ერთ გოლს გაიტანენ თვეში ერთხელ აქ მათეზე არაა მარტო საუბარი. და არიქა ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ...
tata
arc wvawadzestvis da arc sxirtladzestvis ar miuciat shansi rom tavi gamoechinat ! sxirtladzis gamodzaxeba iyo mascrad agdeba . sam tamasshi jamshi 5 wuti atamasha mgoni. ashkarad mets imsaxurebs es bichi !
avtp
სხირტლა მართლა იმსახურებს გამოძახებას ვაწაძე ვნახოთ როგორ წარმოაჩენს კიდევ თავს, ქვილითაიას ამ ეტაპზე ვერცერთი ქართველი ფორვარდი ვერ ჯობს
ზურაბი
არველაძე, ჯანაშია და დემეტრაძის მერე ვაწაძე ყველაზე ტექნიკური და გამტანი თავდამსხმელია ჩვენთან თუმცა სულ რაღაც უშლის ხელს და ვერავლენს თავის ნიჭს. გორის დილა ევროპაზე ვინ ათრია 2 სეზონი? რამდენი თამაში მოიგო ვაწაძემ? ნაკრებშიც გაიტანა და თუ ჯანძე მოვიდა, პლიუსია ჩვენი
გიგა
ეს კაცი დიდი ხანია იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას.
ბაჩო გ
იასნა ვაწაძე...
zmo
ეს ჟურნალისტები ასულელებენ ამ ფეხბურთელებს, სადღაც ჭ კლასში ვიღაცა გოლს გაიტანს და არიქა ნაკრებში ჩქარა.. რამდენიც ითამაშეს ნაკრებში ვინ რითი გამოიჩინა თავი საინტერესოა, შემთხვევით ამ ფეხბურთელების პიარში დაინტერესება ხომ არ გაქვთ პირადი ?
bundra
მოვითხოვ, ვაწაძე ნაკრებში სხირტლაძესთან ერთად
რობენი
შედარებაც არ ღირს. ვაწაძე ვაფშე ყველა თავდამსხმელს ჯობია ვინც გვყავს. საკაიფოდაც გააქვს, შანსებს არ ანიავებს და პლიუს ამას თვითონაც შეუძლიათ შეტევის შექმნა
Rusi
Imedia dvalishvilis magivrad vacadzes gamoidzaxebs.
ქუთაისელი
ვაწაძე ჯობია თუ დვალიშვილი?
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
ლობჟანიძის "რანდერსი" სუპერლიგაზე დარჩა, სხირტლაძემ გოლი გაიტანა და "სილკებორგს" ლიგაზე დარჩენის შანსი აქვს[VIDEO]
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
პარუნაშვილის "ესბერგმა" სხირტლაძის "სილკებორგი" დაამარცხა და დანიის სუპერლიგაში გადავიდა
დავით სხირტლაძემ დანიის თასის ფინალში გოლი გაიტანა, მისი "სილკებორგი" კი დამარცხდა [VIDEO]
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
სხირტლაძემ პარუნაშვილის გუნდს პლეი-ოფის მატჩში თერთმეტმეტრიანი ვერ გაუტანა
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემა - "კოპენჰაგენმა" გამარჯვება და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]
მათე ვაწაძე: ეგზოტიკური ქვეყნის ვარიანტი ჩაიშალა. საქართველოში დაბრუნება?...