თბილისში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება
თბილისში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება (საპრიზო ფონდი მილიონ 600 ათასი დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 120.000 დოლარს მიიღებს). სხვადასხვა ქვეყნის 128 წარმომადგენლიდან შეჯიბრებას მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა. დღეს კი ფინალისტების ვინაობას შევიტყობთ.

უკვე გაუწყეთ, რომ ნახევარფინალური პაექრობების პირველ ტურში ლევონ არონიანი (სომხეთი) და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ვესლი სო (აშშ) და დინ ლიჟენი (ჩინეთი).

გუშინ, განმეორებითი პარტიისას სომეხ და ფრანგ მოჭადრაკეებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ - რომ ნახეს, წარმატების შანსი არავის ჰქონდა, მე-19 სვლაზე საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სამაგიეროდ, დინ ლიჟენი და ვესლი სო იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე - 58-ე სვლაზე მაშინღა დაშორდნენ ერთმანეთს, როცა დაფაზე მარტო მეფეები დარჩათ.

დღეს ტაიბრეიკები გაიმართება. მეტოქეები ჯერ 25-წუთიან პარტიებს ითამაშებენ, თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით.

გასამარჯვებლად ეს თუ არ იქნება საკმარისი, მერე 10-10-წუთიან (10-10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე) პარტიებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაძლოა, 5-5-წუთიანი ბლიცებიც გახდეს საჭირო და... "არმაგედონიც", როცა მოსაგებად თეთრებს ხუთი, შავებს კი 4 წუთი ეძლევათ. ყაიმი შავებს გაუნათებს გზას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა