"დინამო" "ხუვენტუტთან" 20 ქულით დამარცხდა
კი ითქვა, რომ თბილისის "დინამო" არ აპირებდა მარცხთან შეგუებას და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შეეცდებოდა ბადალონაში "ხუვენტუტთან" ვითარების სასიკეთოდ შეცვლას, თუმცა ნათელი გახლდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან, ძალიან გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი პერიოდი 23:16 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი "დინამომ" 20:10 მოიგო და შესვენებაზე ტაბლოზე 33:36 ენთო. მერე და მერე კი "ხუვენტუტმა" იძალა, მესამე მეოთხედი 23:16, ხოლო მეოთხე გამანადგურებელი ანგარიშით 30:14 მოიგო და საბოლოოდ 86:66 გაიმარჯვა.

ამჯერად მხოლოდ 10 წუთი ითამაშა პირველ შეხვედრაში თავგამოჩენილმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და თავის გუნდს ოდენ 2 ქულით შეეწია. სამაგიეროდ კარგად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც 14:29 წუთში 17 ქულა შესძინა თავის გუნდს.

ასე და ამრიგად, ორი შეხვედრის ჯამში ესპანელებმა 32 ქულით დაგჯაბნეს.

"სამწუხაროდ განმეორებით შეხვედრაშიც დავმარცხდით ანგარიშით 66:86. მეოთხე პერიოდში თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც აისახა თამაშის შედეგზე. ეს პირველი გასვლა იყო ევროპულ სარბიელზე და ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით",- ასეთი წერილი გაავრცელა "დინამომ" თავის ფეისბუქის გვერდზე.

"დინამო" ახლა ასპარეზობას რანგით დაბალ, ფიბას თასზე გააგრძელებს.

სოსო
მამუკა,კალათბურთის ფანი კი არა კალათბურთში გარკვეული ხარ და ფაჩულიაზე ამას ამტკიცებ?ყოჩაღ,ძალიან,ძალიან გარკვეული ყოფილხარ,ამას არაფრის მაქნისი ცინცაძეც დაამატე,რომელსაც თამაში არ უნდოდა და სრული სურათი დაიხატება.კარგი რაა ხალხო,რას ლაპარაკობთ,რას სწერთ.არ დაიღალეთ ამდენი უმადურობით?კარგი და ტქვათ ყველაფერში მართლები ხართ,ერ ათამაშეს ზაზა და გიორგი,ხუთი კაცი გაქაჩავდა?გიომ კოჭნაღრძობმა ითამაშა,ზაზამ ტრავმის შემდეგ უვარჯიშებელმა და გუნდთან შეუთამაშებელმა,ზაზას სტატისტიკა ნახეთ,ასეთ სიტუაციაშიც კი ერთერთი გამორჩეული იყო ცენტრებში.ადამიანი რომ თავს აკლავს საქმეს და შენ წყალს გადაასხავ,ეწყინება ადამიანს,ეწყინება და ღირსეული ადამიანი სიტყვის უთქმელად წავა.გიო და ზაზა წავიდნენ.ახლა შემოდგომაზე ნახავთ ვინ და რა დააკლდა გუნდს მათი წასვლით და რაც გუნდის მიმართ გინება და კრიტიკა წავა,ამ ბიჭების მაგინებლებმა თქვენი მისამართით გადაიმისამართეთ.რაც შეეხება ცქიტიშვილს,მას ნამდვილად შეეძლო ნაკრებისათვის დახმარება,მაგრამ ასაკის მომიზეზებით უარი თქვა და ამით ზუროსმა მასთან ლაპარაკი დაამთავრა.
შოთა გუგეშაშვილი
ეხლა ვიცი კალატბურტის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება ხეცურიანი ვტხომ ბესო ლიპარტელიანი დააბრუნოს რაიმე ტანამდებობაზე ფედერაციაში
vaxo
პირველი თამაშის შემდეგ რატომ არ შემოგვძახე ასე ომახიანად ? DDDDDDDDD
vaxo
კაპუსტინი, ტიუბინი, ბოროდაჩოვი, მილოვიდოვი, დერიუგინი დაააააა გელაააააა დარსაძეეეეეეეე !!! ოო, რა ეროვნული სული ტრიალებდა სპორტის სასახლეში...
მ ი მ ი ნ ო
რომელ "დინამო"–ზე ლაპარაკობთ, უცხოელებით რომ არის გაძეკილი?! თუ ქართველები არ ითამაშებენ, რაში მაიტერესებს მოიგებს თუ წააგებს. "დინამო" იყო კომუნისტების დროს, ქართველებით სავსე...
47
პირველ რიგში მოსაშორებელია ფედერაციის პრეზიდენტი თავისი გუნდით ასაკობრივი მენეჯერ-მწრთვნელები
მამუკა
ლევან, ვინც უბრალოდ "ფანი" არ არის და კალათბურთში ერკვევა, ხვდება, რომ ნიკა ცქიტიშვილი კარგა ხანია თუნდაც საშუალო დონის ევროპულ კალათბურთს ვეღარ თამაშობს, თანაც ძალზე არასტაბილურია. 2016 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ახლადდანიშნულ ზუროსს პირდაპირ განუცხადა, რომ სანაკრებო დატვირთვებს ვერ გაუძლებდა და ერჩივნა მხოლოდ კლუბში(არაბეთში თამაშობს) გაეგრძელებინა კარიერა. ასე რომ, მოლოდინი, თითქოს ნიკა ცქიტიშვილი "დინამო"-ს რაიმე ღირებულით დაეხმარებოდა, სრული აბსურდი იყო. ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ უსაგნო ამბიციების მქონე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებებს ვერაფერში ეხმარებიან და პირიქით, ხელს უშლიან. ამის მაგალითი ზაზა ფაჩულიაა, რომლის თამაშმა და საქციელმა მართლა ძლიერ მოტივირებული, გამარჯვებულის ფსიქოლოგიის და ნახევარფინალში გასვლის შანსის მქონე გუნდი ჯგუფში ჩატოვა. მთავარმა მწვრთნელმა ვერ გარისკა ზაზა ფაჩულიას ნაკრებიდან გაშვება, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერს მას დააბრალებდნენ და ნბა-ს ჩემპიონის ნაკრებში არ აყვანას არ აპატიებდნენ. ახლა მთავარია, ნაკრები, რომელიც ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთვება და ფიბა-ს თასზე მოასპარეზე "დინამო" არსებული რესურსით მაქსიმალურად მოემზადონ და კარგი შედეგი აჩვენონ. მხარდამჭერა მათ, წარმატებებს ვუსურვებ.
შაკო
ცქიტიშვილს ტრავმა აწუხებდა და ვერ ითამაშა და საერთოდ დინამოს ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა და მე უარესს მოველოდი ორივე თამაშში, გამოჩნდა, რომ შეგვძლებია. წარმატებები დინამოს ფიბა ევროპის თასზე 1-2 კარგი ლეგიონერი + ჩვენები და მართლა კარგი და ძლიერი გუნდი იქნება
888
ნიკა კი არა ნახევარი NBA,რომ დავიმატოთ ამ ჩამპალ ქვეყანაში და სტრუქტურაში ვერავინ გვიშველის.
gizog
უცებ არაფერი კეთდება, ახლა მთავარია კარგად მოემზადონ ფიბას თასზე სათამაშოდ. იმედი ვიქონიოთ იქაც ასეთი გადაულახავი ზღუდე არ შეხვდებათ და ორი თამაში, თუ კიდევ ითამაშეს ბიჭებმა ერთად უკვე სხვა გუნდი გახდება. გული არ გაიტეხოთ ბიჭებო. Forca დინამო, Forca!!!
ლევანი
აბა ცქიტიშვილის თავგამოდებულო ფანებო სად ხართ?
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ნიკა ცქიტიშვილი: არ ვიცი, ნაკრებში რატომ არ მიძახებენ
ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებიან
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]