პრემიერლიგის მორიგი ტური დიდი მატჩებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, თავისთავად, ყველა დაპირისპირება საინტერესოა, მით უმეტეს - გრანდების მონაწილეობით

პრემიერლიგის მორიგი ტური დიდი მატჩებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, თავისთავად, ყველა დაპირისპირება საინტერესოა, მით უმეტეს - გრანდების მონაწილეობით.

წინა უქმეების შედეგებით ინგლისის ელიტურ ლიგაში მანჩესტერული ტიტანების დომინაცია გამოიკვეთა. "სიტი" და "იუნაიტედი" აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლებით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ და ლოგიკურად, ანალოგიური ვითარება უნდა შენარჩუნდეს ამ უქმეებზეც.

პეპ გვარდიოლას გუნდი იმ "კრისტალ პალასს" მასპინძლობს, ვისაც ჯერ არათუ ქულა არ აუღია, გოლიც არ გაუტანია. როი ჰოჯსონი, დიდი ალბათობით, თავის ხელს დაატყობს ამ გუნდს, რომელსაც უკვე მეორე მატჩში გაუძღვება, თუმცა გამომცდელი მეტისმეტად მკაცრია და როგორ მოაბამენ თავს "არწივები" საშინაო დავალებას, ამის პროგნოზირება წარმოუდგენელია. თუნდაც ბოლო წლების ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, "ქალაქელებს" ამ გუნდთან პრობლემები, ფაქტობრივად, არ აქვთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას გარეშე სტუმრობს "საუთჰემპტონს", რომელიც მიმდინარე სეზონში "ჩაკეტილ" ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. თამაშის "გახსნის" დიდი მოტრფიალე არც ჟოზე მოურინიოა (მით უმეტეს, საგარეო მატჩებში), ამიტომ "სენტ მერიზე" მეტწილად ბრძოლას ელოდებიან, ვიდრე სანახაობას.

"ტოტენჰემს" ბოლო წლებში უჭირს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ და, წესით, გამონაკლისი არც ხვალინდელი თამაში უნდა იყოს. თანაც, "ჩაქუჩებს" ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვთ.

ადვილი თამაში არ ექნება "ჩელსისაც", მით უფრო, საკადრო პრობლემების ფონზე. ანტონიო კონტეს დისკვალიფიცირებული დავიდ ლუიზისა და ტრავმირებული პედროს გარეშე მოუწევს გამარჯვებაზე ზრუნვა.

"ლესტერი" და "ლივერპული" ბოლო ოთხ დღეში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. სამშაბათს "მელიებმა" "წითლები" ლიგის თასის 1/16 ფინალიდან გააძევეს - 2:0. მაგრამ იურგენ კლოპისთვის პრიორიტეტი მაინც პრემიერლიგაა და შაბათს "კინგ ფაუერზე" უთუოდ რევანშისთვის დაგეშავს ბიჭებს.

ფაქტები

"ვესტ ჰემმა" "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში 14-ჯერ დაამარცხა. ამდენი თამაში "ჩაქუჩებს" არც ერთი სხვა მეტოქისთვის არ მოუგიათ.

გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება "ტოტენჰემის" ასპროცენტიანი შედეგი პირველ სამ საგარეო სასტარტო მატჩში, რაც ამ კლუბის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა.

ჰარი კეინმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, სულ კი 28 ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემის" ფორვარდის ანგარიშზე 19 გოლია.

"მანჩესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასს" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9 მოუგო, მათ შორის, ზედიზედ - ბოლო 4.

პრემიერლიგის ბოლო 17 მატჩში სერხიო აგუერომ 14 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.

პრემიერლიგის 5 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედის" 8 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი, რაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"ჩელსიმ" ბოლო 8 გასვლითი პრემიერლიგური მატჩიდან 7 მოიგო. ამ შვიდიდან, "არისტოკრატებმა" 6-ში მინიმუმ 2-2 გოლი მაინც გაიტანეს.

"ლივერპულმა" "ლესტერთან" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო, თუმცა ეს 2 მარცხი ბოლო 3 მატჩზე მოდის.

თუ "ლესტერმა" მოიგო, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა "მელიები" "ლივერპულს" ზედიზედ სამ საშინაო მატჩში დაამარცხებენ.

თუ "ლივერპული" წააგებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა იურგენ კლოპი პრემიერლიგაში "ლესტერთან" მესამედ დამარცხდება.

ჯეიმი ვარდიმ "ლივერპულის" წინააღმდეგ ბოლო 3 პრემიერლიგურ მატჩში 5 გოლი გაიტანა, აქედან 2 - დუბლი.

23 სექტემბერი, შაბათი

ვესტ ჰემი-ტოტენჰემი

ბარნლი-ჰადერსფილდი

ევერტონი-ბორნმუთი

მანჩესტერ სიტი-კრისტალ პალასი

საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი

სტოკი-ჩელსი

სუონსი-უოტფორდი

ლესტერი-ლივერპული

24 სექტმბერი, კვირა

ბრაიტონი-ნიუკასლი

25 სექტემბერი, ორშაბათი

არსენალი-ვესტ ბრომვიჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა