მთავარი სალაპარაკო თემა ყველასთვის ცნობილია - "რეალის" ბოლო საშინაო მარცხი "ბეტისთან" და კატასტროფული ბალანსი "სანტიაგო ბერნაბეუზე"

მთავარი სალაპარაკო თემა ყველასთვის ცნობილია - "რეალის" ბოლო საშინაო მარცხი "ბეტისთან" და კატასტროფული ბალანსი "სანტიაგო ბერნაბეუზე". საქმე ისაა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდს მიმდინარე ლა ლიგაში შინ ჯერაც არ მოუგია.

ხვალ "სამეფო კლუბი" წყალწაღებულ "ალავესს" სტუმრობს და აქაც თუ "რამე" მოხდა, შესაძლოა, ზიდანის სკამმა რყევას ვეღარ გაუძლოს. თუმცა ამის ალბათობა მცირეა, თვით იმისდა მიუხედავად, რომ "ესტადიო მენდისოროტცაზე" ვერ ითამაშებენ ტრავმირებული ქარიმ ბენზემა და მარსელო.

"რეალის" არასტაბილურობის ფონზე ბრწყინავს "ბარსელონა", რომელსაც 5 ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი აქვს. თვალს ჭრის ბურთების ბალანსიც - 17:2. წესით, ერნესტო ვალვერდეს ბიჭებს პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ "ჟირონასთან" კატალონიურ დერბიშიც.

მართალია, ტრავმირებულია "ბარსას" ახალწვეული უსმან დემბელე და ეს თითქოს უნდა ასუსტებდეს შეტევით პოტენციალს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, ბრწყინვალე ფორმაშია ლიონელ მესი, რომელსაც 5 მატჩის შემდეგ 9 გოლი აქვს გატანილი, ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენიც "რეალს", ერთად აღებული.

ესპანეთში კიდევ ორი თამაშია, რომელიც გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს - მადრიდსა და სან სებასტიანში ერთმანეთს ის გუნდები ხვდებიან, ცხრილში II-V ადგილები რომ უკავიათ.

ტური იხსნება "ვანდაზე", სადაც "ატლეტიკო" ზედიზედ 4 მატჩის მომგებ "სევილიას" იღებს. სტუმართა საწუხარი ნოლიტოს ტრავმაა, დიეგო სიმეონეს კი უძლიერესი შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

"რეალთან" საშინაო მარცხის (1:3) შემდეგ მიწაზე დანარცხებული "სოსიედადი" მასპინძლობს "ვალენსიას", რომელიც ჯერჯერობით წაუგებელია. მასპინძელს არ ეყოლება ტრავმირებული მცველი ინიგო მარტინესის სახით.

ფაქტები

"რეალმა" ვერ მოიგო ბოლო 3 საშინაო მატჩი (2 ფრე, 1 მარცხი), რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2011 წლის აპრილის შემდეგ.

2016 წლის 26 აპრილის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "რეალმა" ვერ გაიტანა გოლი. ამ სერიამ 512 მატჩი მოიცვა.

ლა ლიგის ისტორიაში "ალავესი" პირველი გუნდია, ვინც სეზონის ხუთივე სასტარტო მატჩი წააგო ისე, რომ გოლიც არ გაუტანია.

"სევილია" დაუმარცხებელია ბოლო 6 მატჩში და არ უთამაშია ფრედ ბოლო 4 მატჩში.

"ატლეტიკოს" არ წაუგია უკანასკნელი 9 დაპირისპირება.

"სევილიამ" "ატლეტიკოსთან" ბოლო საგარეო მატჩი 2008 წლის 28 სექტემბერს მოიგო (1:0).

"ვალენსიამ" "სოსიედადს" სტუმრად ბოლოს 2010 წლის 19 დეკემბერს მოუგო (2:1).

"ვალენსიასა" და "სოსიედადს" შორის უკანასკნელი 12 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ.

23 სექტემბერი, შაბათი

ატლეტიკო-სევილია

ალავესი-რეალი

მალაგა-ბილბაო

ჟირონა-ბარსელონა

24 სექტემბერი, კვირა

ესპანიოლი-დეპორტივო

ხეტაფე-ვილიარეალი

ლას პალმასი-ლეგანიესი

ეიბარი-სელტა

სოსიედადი-ვალენსია

25 სექტემბერი, ორშაბათი

ბეტისი-ლევანტე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წარმატებები ბარსას!
მესი საუკეთესოა ნეიმართან ერთადაც და მის გარეშეც.
ნოდო
არასტაბილურობა არაფერ შუაშია სპონსორი ყავს ტოტალიზატორი და იმ ორი საშინაო მატჩში დაკარგული ქულებით იშოვა მილიონები რამდენი ადამიანი დაწერდა ბილეტში იმ ორ თამაშების ნაკლებს ან რეალის ერთ გოლზე ნაკლებს? მილიარდში ერთი :დ რეალის ფანები შემედავებიან 1.6 რო ქონდა წინა კვირას ცალი ფეხით მოიგო რადგან არ იყო დათვირთული ის ფსონი პირიქით ზემოთ იწევდა :დ
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს