ბულგარეთის ქალაქ ალბენაში, ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოდიან ქართველი სპორტსმენები
ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გრძელდება ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით გამოდიან ქართველი სპორტსმენები.

21 სექტემბერს, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხობელმა ბაკურ ჩიქოვანმა, რომელსაც აქამდე ორი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მეოთხედფინალურ პაექრობაში შოტლანდიელ ლინჩ რეესს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, რითაც, სულ მცირე, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

52 კილოში გორელმა მამუკა აბულაძემ ფინელ ელიას ოკონენს პირველი წუთიდანვე საშინელი დღე აყარა და შეხვედრის რეფერიმ ქართველის აშკარა უპირატესობის გამო მესამე წუთზე პაექრობა გააჩერა. მეოთხედფინალში დღეს აბულაძე მოლდოველ ადრიან ბუცას გაუწევს მეტოქეობას.

მეოთხედფინალში გავიდა 60 კილოში ფოთელი ლადო ლომაია. ზღვისპირელმა მოკრივემ დაძაბულ მერვედფინალურ პაექრობაში ბელორუსი ივან მელნიკავი დაამარცხა - 3:2. დღეს, მეოთხედფინალში რუს სინო სობიროვთან გაარკვევს ურთიერთობას.

გუშინ 80 კილოში ყვარლელმა იოსებ ჭუნიაშვილმა ბელორუს იაჰორ ლაშკოუსთან წააგო - 2:3. დღეს კიდევ ერთი ქართველი გავა რინგზე - 46 კილოში რუსთაველი ლუკა კუბლაშვილი მეოთხედფინალურ ბრძოლას ირლანდიელ ჯუდი გალახერთან გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემო
ბაკურ წარმატებები.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე