რუსეთის დედაქალაქში, შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ოლეგ იაძის შეგირდებმა 4 ოქრო და 1 ვერცხლი დაისაკუთრეს
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში გუშინ დამთავრებულ შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იჭიდავეს. ოლეგ იაძის შეგირდებმა იქ 4 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს.

ჩემპიონები უშანგი კუზანაშვილი (57), ზურაბ ნოზაძე (74), ნიკოლოზ კუცია (82) და მინდია ბოდაველი (90) გახდნენ, გიორგი ტაბატაძე (62) კი მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ თავიდან მოსკოვში ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ტაბატაძის წაყვანა არ იგეგმებოდა, მაგრამ მწვრთნელებმა ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, გამოცდილებას მიიღებსო. ასევე შევნიშნავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა კუზანაშვილმა პირველად იჭიდავა ახალ წონაში. შედეგიდან გამომდინარე, მან ადაპტაცია წარმატებით გაიარა.

ჩვენი ნაკრები მოსკოვში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება - ხვალ და ზეგ იქ სამბოს დამაარსებელ ხარლამპიევის სახელობის მსოფლიოს სუპერთასი იმართება და მასში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენები 12-16 მაისს სოფიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

ფოტოზე: უშანგი კუზანაშვილი

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა