"ბარსა" კონკურენტებს გაექცა
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სატრანსფერო სეზონში ხელმოცარული "ბარსელონა" სეზონს საუკეთესოდ დაიწყებდა - 6-დან 6 გამარჯვება - ასეთია ერნესტო ვალვერდეს გუნდის მიღწევა და "ბარსა" "რეალს" 7 ქულით უსწრებს.

ატლეტიკო-სევილია

"ატლეტიკომ" "ვანდაზე" "სევილია" დაამარცხა და მის ნაცვლად გადავიდა მე-2 ადგილზე. გოლები იანიკ ფერეირა-კარასკომ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს. თუ ანდალუსიელებმა სეზონში პირველი მარცხი იგემეს, "ატლეტიკო" ჯერაც დაუმარცხებელია.

ფაქტები

"ატლეტიკომ" პრიმერაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

გაბიმ (ატლეტიკო) პრიმერაში მე-400 მატჩი ითამაშა.

ედუარდო ბერიცო (სევილია) პირველი 8 მატჩის შემდეგ დამარცხდა. ეს "სევილიას" თავკაცებისთვის საუკეთესო შედეგია.

ჟირონა-ბარსელონა

კატალონიურ დერბიში, "ბარსას" მასპინძელთა ორი ავტოგოლი დაეხმარა 3 ქულის მოპოვებაში, ერთიც ლუის სუარესის ანგარიშზეა.

რობერტ ფერნანდესი ("ბარსელონას" დირექტორი): "რეალს" 7 ქულით ვუსწრებთ, ეს არასაკმარისია. პრიმერა გრძელი პირველობაა. წინ კიდევ მრავალი ტურნირია, სანაკრებო მატჩები... მოკლედ, ქულებს ყველა დაკარგავს და ჩემპიონის ვინაობასაც მხოლოდ ბოლოს შევიტყობთ".

ფაქტები

2013 წლის მერე "ბარსელონამ" ზედიზედ 13 ტურში პირველად იმარჯვა.

ლუის სუარესი ესპანეთში 25 კლუბს შეხვდა და 24-ს გაუტანა.

"ბარსელონას" 20 გოლიდან 9 მესის ანგარიშზეა, 3 კი - ავტოგოლი.

"ბარსა" და "ჟირონა" ერთმანეთს 1949 წლის მერე პირველად შეხვდნენ. მაშინ "ბარსამ" კოპაზე 9:0 იმარჯვა.

ალავესი-რეალი

ლუის სუბელდიას ნაცვლად "ალავესში" იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი დაინიშნა, რომელიც ყველას ალბანეთის ნაკრებიდან გვახსოვს, თუმცა "რეალთან" ბასკურ კლუბს ვერც მან უშველა - აუტსაიდერი 1:2 დამარცხდა, ამის მიზეზი კი დანი სებალიოსია, რომელმაც "სამეფო კლუბში" დუბლი მიითვალა. "სწორედ ასეთ დებიუტზე ვოცნებობდი სასტარტო შემადგენლობაში", - განაცხადა თამაშის შემდეგ სებალიოსმა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "კმაყოფილი ვარ, რადგან მიზანს მივაღწიეთ. არავის გამოვყოფ, ყველამ კარგად ითამაშა. ყოველ სამ დღეში ერთხელ გამარჯვებებს დიდი ენერგიები მიაქვს. სებალიოსი მაღალ დონეზე სათამაშოდ უკვე მზად არის. დანის უყვარს სხვებისგან სწავლა.

რონალდო? როცა მას გოლი ვერ გააქვს, ეგრევე ამ კითხვას მისვამთ, მაგრამ რონალდო ყოველთვის მშვიდადაა. მას გოლის გატანა მუდამ სურს, დღეს კი ამის შანსებიც ჰქონდა".

ფაქტები

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი მოხსნა - ზედიზედ 33 საგარეო მატჩში (პრიმერაში) შეძლო გატანა.

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 12 საგარეი მატჩში (პრიმერაში) იმარჯვა.

კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში 18-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარში ისე, რომ გოლი არ გაუტანია.

რონალდომ მესამედ მოახერხა კარიერაში ერთ მატჩში ორჯერ ძელისთვის ბურთის გარტყმა.

"ალავესმა" პირველი გოლის გასატანად 490 წუთი იცადა ამ სეზონში.

დანი სებალიოსმა პირველ მატჩში (სასტარტო შემადგენლობაში) "ბეტისის" მაისურით დუბლი შეასრულა და მან იგივე გაიმეორა "რეალშიც".

სხვა ფაქტები

პიონე სისტო (სელტა) ბოლო 5 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ ტაიმში სამი საგოლე პასი მიითვალა. ბოლოს ტაიმში სამი საგოლე პასი სესკ ფაბრეგასმა (ბარსელონა) მიითვალა.

"მალაგამ" სეზონში პირველი ქულა მას მერე მოიპოვა, რაც 1:3 მარცხდებოდა და მოედანზე 10 კაცით დარჩა.

"რეალ სოსიედადმა" ზედიზედ სამ ტურში წააგო, 2012 წლის მერე კლუბის უცუდესი სერიაა.

კარლოს სოლერის (ვალენსია) ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე პასია ამ სეზონში - 4.

"ხეტაფემ" პრიმერაში 4-გოლიანი სხვაობით 2015 წლის მერე პირველად მოიგო.

ანხელ როდრიგესმა (ხეტაფე) ზედიზედ ორ ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.

ჟერარდ მორენომ "ესპანიოლის" მაისურით 22 გოლი გაიტანა. რაც ის "ესპანიოლშია", ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

ატლეტიკო-სევილია 2:0

გოლები: 1:0 ფერეირა-კარასკო (46), 2:0 გრიზმანი (69)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო (81. გამეირო) - ვიეტო (57. ა. კორეა), გრიზმანი (72. თომასი)

სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო (77. კრონ-დელი), კარისო, ლონგლე, კაროლე - ბანეგა, ნ'ზონზი, ფ. ვასკესი - ხესუს ნავასი, მურიელი (68. ბენ იედერი), სარაბია (58. ხ. კორეა)

ალავესი-რეალი 1:2

გოლები: 0:1 სებალიოსი (10), 1:1 მ. გარსია (40), 1:2 სებალიოსი (43)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - სებალიოსი (72. მ. ლორენტე), კაზემირო, ისკო (90. მაიორალი) - ლ. ვასკესი, რონალდო, ასენსიო

მალაგა-ბილბაო 3:3

გოლები: 0:1 ადურისი (4-პენ), 1:1 როლანი (35), 1:2 ვილიამსი (51), 1:3 ვილიამსი (70), 2:3 ბაისე (81), 3:3 როლანი (84)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - ვესგა, სან ხოსე (88. აკეჩე) - ვილიამსი, მუნიაინი, კორდობა (70. სუსაეტა) - ადურისი (75. რაულ გარსია)

გაძევება: კუზმანოვიჩი (52. მალაგა)

ჟირონა-ბარსელონა 0:3

გოლები: 0:1 ადაი (17 ს.კ.), 0:2 ირაისოსი (48 ს.კ.), 0:3 ლ. სუარესი (69)

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, ალბა - პაულინიო (67. ბუსკეტსი), რაკიტიჩი - ა. ვიდალი (81. ანდრე გომეში), მესი, ინიესტა (80. დ. სუარესი) - ლ. სუარესი

ესპანიოლი-დეპორტივო 4:1

გოლები: 1:0 ლეო ბაპტიშტაო (5), 2:0 არიბასი (22 ს.კ.), 2:1 ბორხესი (53), 3:1 მორენო (72-პენ), 4:2 მორენო (90)

ხეტაფე-ვილიარეალი 4:0

გოლები: 1:0 ა. როდრიგესი (54), 2:0 მოლინა (64), 3:0 ბერგარა (67), 4:0 ა. როდრიგესი (92)

ლას პალმასი-ლეგანესი 0:2

გოლები: 0:1 ბოვიე (47), 0:2 ერასო (96)

ეიბარი-სელტა 0:4

გოლები: 0:1 გაბრიელი (17), 0:2 სისტო (23), 0:3 პ. ერნანდესი (39), 0:4 ვასი (72)

სოსიედადი-ვალენსია 2:3

გოლები: 0:1 როდრიგო (26), 1:1 ელუსტონდო (33), 1:2 ვიდალი (55), 2:2 ოიარზაბალი (59), 2:3 ძაძა (85)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, ელუსტონდო, ზუბელდია, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო (82. პარდო), ილიარამენდი, ზურუტუზა - ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე (72. კანალესი), ხუანმი (46. იანუზაი)

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ნ. ვიდალი, გარაი, გაბრიელი, გაია (75. ლატორე) - სოლერი (75. ა. პერეირა), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო (75. მინა), ძაძა

გაძევება: ზუბელდია (68), კონდოგბია (79)

ორშაბათი, 25 სექტემბერი

ბეტისი-ლევანტე 23:00

ბომბარდირები: 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 5 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 4 - მაქსი გომესი (სელტა).

მომდევნო ტური

29 სექტემბერი:

სელტა-ჟირონა;

30 სექტემბერი:

დეპორტივო-ხეტაფე, სევილია-მალაგა, ლევანტე-ალავესი, ლეგანესი-ატლეტიკო;

1 ოქტომბერი:

რეალ სოსიედადი-ბეტისი, ბარსელონა-ლას პალმასი, ვალენსია-ბილბაო, ვილიარეალი-ეიბარი, რეალი-ესპანიოლი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
სებალიოსის ადგილზე,ყოველი ტურის შემდეგ კლუბს გამოვიცვლიდი.
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"