ტურის მიმოხილვა
...ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" დომინირება გრძელდება: 6 ტურის შემდეგ ამ გუნდს "+18" აქვს ბურთების სხვაობა და ეს ბუნდესლიგის რეკორდია...

..."ბაიერნმა" სეზონში მეორე მატჩში დაკარგა ქულები და მხოლოდ მესამე ადგილზეა...

...ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკის ობამეიანგმა გაუსწრო, რომელმაც მეშვიდე "გერმანული" ჰეთ-თრიკი შეასრულა...

ბაიერნი-ვოლფსბურგი

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტური "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" მატჩით გაიხსნა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გერმანიის ჩემპიონი იოლ სამ ქულას აიღებდა. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "ვოლფსბურგი" გახდა პირველი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც მწვრთნელი შეიცვალა - იონკერი "მაინცის" ყოფილმა მწვრთნელმა მარტინ შმიდტმა შეცვალა.

შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდა, რომ შმიდტს თავისი ყოფილი კლუბით ზედიზედ ორჯერ არ ჰქონდა წაგებული "ალიანც-არენაზე". და ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა ეს სერია სამ მატჩამდე გაზარდა. ბოლოს, სტუმრად ზედიზედ სამჯერ "ბაიერნთან" არ წააგო იურგენ კლოპმა, როცა "დორტმუნდში" მუშაობდა.

ზუსტად ორი წლის წინ, 2015 წლის 22 სექტემბერს, რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "ვოლფსბურგს" ერთ ტაიმში ხუთი გოლი გაუტანა. ამჯერად, პოლონელი ერთი ზუსტი პენალტით დაკმაყოფილდა (33-ე წუთზე).

42-ე წუთზე კი არიენ რობენმა ორამდე გაზარდა მასპინძლების უპირატესობა, მაგრამ "ვოლფსბურგმა" შეძლო ქულის გადარჩენა მაქსიმილიან არნოლდისა და დანიელ დიდავის გოლებით. "ბაიერნმა" უკვე მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები.

ფაქტები

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ბოლო 27 პენალტიდან 26 გამოიყენა.

არიენ რობენს "ბაიერნის" შემადგენლობაში 92 გოლი დაუგროვდა, რითაც გაუთანაბრდა კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიან ლეგიონერს - ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს.

"ბაიერნს" არასოდეს წაუგია შინ "ვოლფსბურგთან" და 21-დან 19 მატჩი აქვს მოგებული.

"ვოლფსბურგმა" 2001 წლის შემდეგ პირველად აიღო ქულა მიუნხენში.

"ბაიერნს" შინ ზედიზედ 57 მატჩში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.

ჰოფენჰაიმი-შალკე

ამ ტურში შედგა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელების - 30 წლის იულიან ნაგელსმანისა და 32 წლის დომენიკო ტედესკოს დუელი. მასში მოგებული ნაგელსმანი დარჩა, რითაც მისმა "ჰოფენჰაიმმა" ბუნდესლიგაში შინ წაუგებელი სერია 22 მატჩამდე აიყვანა და თან, საკლუბო რეკორდი დაამყარა, როცა ახალი სეზონის პირველ ოთხ საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

"ჰოფენჰაიმი" ცოტა ხანი ლიდერიც კი იყო, სანამ შაბათის ბოლო მატჩში "დორტმუნდმა" არ ითამაშა "გლადბახის" წინააღდეგ.

ფაქტები

19 წლის გაიგერმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. მან ეს მხოლოდ მეორე ზუსტი დარტყმით მოახერხა.

მხოლოდ კრისტიან პულიშიჩია გაიგერზე უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ამ სეზონში გოლი გაიტანა.

"შალკეს" მცველმა ნალდომ 323-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და გაუსწრო "დორტმუნდის" ლეგენდა დედეს. ახლა მხოლოდ ზე რობერტოს აქვს მასზე მეტი მატჩი (336) ბუნდესლიგაში. ლაპარაკია გერმანიის ჩემპიონატის ბრაზილიელ ლეგიონერებზე.

დორტმუნდი-გლადბახი

ლიდერი ორი საათის შემდეგ შეიცვალა, როცა "ბორუსიების" დერბიში "დორტმუნდმა" "გლადბახი" გაანადგურა. ამ მატჩში ბევრი გოლი რომ გავიდოდა, რთული მისახვედრი არ იყო: შარშან ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩებში ხუთ-ხუთი გოლი გაიტანეს, ორი წლის წინ - ოთხ-ოთხი.

დორტმუნდელებმა ჩემპიონატში პირველი გოლი გაუშვეს, მაგრამ ამის გამო დიდად არ უნაღვლიათ, რადგან თავად ექვსი გაიტანეს. "დორტმუნდი" ზედიზედ ხუთი მატჩია მინიმუმ სამი გოლის გატანას ახერხებს.

ამჯერად, ეს ნორმა უკვე პირველ ტაიმში იყო შესრულებული და ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მაქსიმილიან ფილიპს, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. პირველ ნახევარში მან დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მისცა ობამეიანგს. დორტმუნდელთა ახალწვეულს ბოლო სამ მატჩში 4 გოლი და 2 შედეგიანი პასი დაუგროვდა.

შეუჩერებელია ობამეიანგი, რომელმაც ახალი სეზონის ცხრა ოფიციალურ მატჩში 12 გოლი დააგროვა და გერმანულ კარიერაში რიგით მეშვიდე ჰეთ-თრიკის წყალობით ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკის გაუსწრო.

მოკლედ, შიდა არენაზე "დორტმუნდს" ყველაფერი კარგად აქვს - ექვსი ტურის შემდეგ 16 ქულა აიღო და ბურთების შეფარდება აქვს - 19-1. საწყის ექვს ტურში ასეთი სხვაობა - ბუნდესლიგის რეკორდია!

ფაქტები

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში 850-ე საშინაო მატჩი ჩაატარა და 1800-ე გოლი გაიტანა.

"დორტმუნდს" ზედიზედ ხუთჯერ ჰყავს დამარცხებული შინ "გლადბახი", ბოლო 12 მატჩში კი 11-ჯერ მოუგო საკუთარ მოედანზე ამ გუნდს.

ფილიპმა ბუნდესლიგაში მესამე დუბლი შეასრულა, აქედან ორი - "გლადბახთან" მატჩებზე მოდის.

"დორტმუნდის" მეკარე ბიურკიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

"დორტმუნდის" ნახევარმცველმა ვაიგლმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ამისთვის მას 62 მატჩი დასჭირდა.

ფაქტები სხვა მატჩებიდან

"ლაიპციგის" ფორვარდ ტიმო ვერნერს ამ სეზონში ექვს მატჩში ხუთი გოლი აქვს.

"აინტრახტმა" პირველი მატჩი წააგო სტუმრად.

"შტუტგარტმა" და "აუგსბურგმა" პირველად ითამაშეს ერთმანეთში ფრე.

"აუგსბურგს" ზედიზედ 11 მატჩი არ მოუგია მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსული გუნდებისთვის - 6 წაგება და 5 ფრე.

"შტუტგარტი" დაუმარცხებელია შინ 2017 წელს - 9 მოგება და 3 ფრე.

"მაინცმა" მე-500 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.

"მაინცს" ზედიზედ 18 პენალტი აქვს გატანილი.

"მაინცისა" და "ჰერტას" მატჩის პირველ ტაიმში არც ერთი ზუსტი დარტყმა არ შესრულებულა.

"ლევერკუზენმა" ზედიზედ მეექვსედ მოუგო შინ "ჰამბურგს".

"ჰანოვერმა" თავის ისტორიაში პირველად არ წააგო მატჩი საწყის ექვს ტურში.

ბაიერნი-ვოლფსბურგი 2:2

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (33-პენ), 2:0 რობენი (42), 2:1 არნოლდი (56), 2:2 დიდავი (83)

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი, რაფინია - რუდი, ვიდალი (63. ტოლისო) - რობენი (85. ხამეს როდრიგესი), მიულერი, რიბერი (86. კომანი) - ლევანდოვსკი.

ლაიპციგი-აინტრახტი 2:1

გოლები: 1:0 ოგუსტენი (28), 2:0 ვერნერი (67), 2:1 რებიჩი (77)

ლაიპციგი: გულაში - კროსტერმანი (83. ბერნარდო), ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ილსკანერი, დემე - ზაბიტცერი, ფორსბერგი - ოგუსტენი (73. პოულსენი), ვერნერი (90+3. კაიზერი).

ჰოფენჰაიმი-შალკე 2:0

გოლები: 1:0 გაიგერი (13), 2:0 რუპი (90+3)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ნორდვტეიტი, ჰიუბნერი, ცუბერი (73. შულცი) - ფოგტი - ამირი (29. რუპი), გაიგერი, კრამარიჩი - უტი, გნაბრი (54. ვაგნერი).

შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი - დ. კალიჯური, მაკკენი (74. გორეტცკა), მ. მაიერი (78. ემბოლო), კერერი - ჰარიტი, კონოპლიანკა - დი სანტო (55. ბურგშტალერი).

ვერდერი-ფრაიბურგი 0:0

მაინცი-ჰერტა 1:0

გოლი: 1:0 დე ბლასისი (54-პენ)

გაძევება: იბიშევიჩი (90. ჰერტა)

დორტმუნდი-გლადბახი 6:1

გოლები: 1:0 ფილიპი (28), 2:0 ფილიპი (38), 3:0 ობამეიანგი (45), 4:0 ობამეიანგი (49), 5:0 ობამეიანგი (62), 5:1 შტინდლი (66), 6:1 ვაიგლი.

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი (69. ზაგადუ), პაპასტატოპულოსი (83. ბარტრა), თოფრაქი, ტოლიანი - ვაიგლი - გიოტცე, დაუდი - პულიშიჩი (64. კაგავა), ობამეიანგი, ფილიპი.

ჰანოვერი-კიოლნი 0:0

ჰანოვერი: ტშაუნერი - კორბი, ანტონი, ს. სანე, ოშტრჩოლეკი - შვეგლერი (81. შმიდებახი), ბაკალორცი - ბებუ (89. ბენშოპი), ქარამანი - ჰარნიკი, ფიულკრუგი (78. კლაუსი).

ლევერკუზენი-ჰამბურგი 3:0

გოლები: 1:0 ფოლანდი (20), 2:0 ალარიო (23), 3:0 ფოლანდი (83)

ლევერკუზენი: ლენო - ჰენრიხსი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (84. კორი) - მეჰმედი (68. ბრანდტი), ბეილი - ფოლანდი, ალარიო (85. პოიანპალო).

შტუტგარტი-აუგსბურგი 0:0

ბომბარდირები: 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 4 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მეთიუ ლეკი (ჰერტა), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი).

მომდევნო ტური

29 სექტემბერი:

შალკე-ლევერკუზენი

30 სექტემბერი:

გლადბახი-ჰანოვერი, აინტრახტი-შტუტგარტი, აუგსბურგი-დორტმუნდი, ვოლფსბურგი-მაინცი, ჰამბურგი-ვერდერი

1-ლი ოქტომბერი:

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-ბაიერნი, კიოლნი-ლაიპციგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია