ლევან ქადაგიძემ, რომელსაც ნინო სალუქვაძე ავარჯიშებს, 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში 571 ქულით 36-ე ადგილი დაიკავა
სიდნეიში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე, 10-მეტრიან დისტანციაზე ლევან ქადაგიძემაც ისროლა და 571 ქულით 36-ე ადგილზე გავიდა.

ცხადია, ეს შედეგი ნამდვილად არაა ისეთი მასშტაბური წარმატება, როგორიც გუშინ იქვე ნინო სალუქვაძემ მოიპოვა - შეგახსენებთ, მან მსოფლიოს თასი მოიგო, რითაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურსაც დაეუფლა და მსოფლიოს თასის სუპერფინალისასაც, მაგრამ ესეც საინტერესო მაჩვენებელია. იგი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ქადაგიძის პირად რეკორდს, რომელიც თბილისში დაამყარა, უცხოეთში კი სულაც პირველად გააკეთა ასეთი შედეგი.

ქადაგიძეს პირადად ნინო სალუქვაძე ავარჯიშებს, რომელიც შეგირდის ყველაზე კარგ თვისებად ვარჯიშებზე დამჯერ ხასიათს, სწავლის სურვილს და სწრაფ პროგრესს მიიჩნევს. ამ ტურნირმა მისი შეხედულება დაადასტურა. სამწუხაროდ, ქადაგიძე აქამდე ვერ ახერხებდა რეკორდის გამეორებას და შეჯიბრებებშიც უფრო ცხრილის მეორე ნახევარში იყო-ხოლმე - 50-ეულს დაბლა.

კარგი იქნება, ის თუ სტაბილურად შეძლებს 570-ქულიან ნიშნულზე გადაბიჯებას - მაშინ შეიძლება, მნიშვნელოვან ტურნირებზე ვაჟთა შორისაც გვყავდეს ფინალისტი. ამჯერად ის საგრძნობლად ჩამორჩა საკვალიფიკაციოს გამარჯვებულს, 585-ქულიან იაპონელ ტომოუკი მაცუდას, მაგრამ ფინალში 579-ქულიანებიც გავიდნენ. ერთი სიტყვით, ქადაგიძეს ფინალამდე მარათონული მანძილი უკვე აღარ აშორებს.

შეჯიბრება სწორედ მიწისძვრა და ცუნამგადავლილი, ახლა კი ატომური კატასტროფის წინაშე დარჩენილი იაპონიიდან ჩასულმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მაცუდამ მოიგო. მას შესარჩევში ხომ საუკეთესო შედეგი ჰქონდა და 3 ქულით გაუსწრო მდევრებს. ფინალური ოქტეტიდან მხოლოდ მან გადააბიჯა 100-ქულიან მიჯნას - 100,7 გააკეთა, ჯამში 685,7 დააგროვა და ოქროს ახლოსაც არ გააკარა არავინ.

ვერცხლი უკრაინელმა ევროპის პრიზიორმა ოლეგ ომელჩუკმა მოიპოვა 680.0 ქულით, ბრინჯაოს კი ჩინელი ტიან ჩანგი დაეუფლა 679, 8-ით.

ქადაგიძე და სალუქვაძე 27 მარტს სპორტული იარაღიდან ისვრიან, ტურნირის ბოლო დღეებში კი - 29-30 მარტს მესტენდურთა ჯერია. ჩვენგან სტარტზე დავით ქვათაძე და პავლე ლაკია დადგებიან.

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა