შარშან, ავსტრიასთან ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების თავკაცმა, იგორ კოკოშკოვმა ოპტიმალური შემადგენლობა ბოლომდე გამოწურა, რათა ოფიციალური შეხვედრების წინ გუნდს ფსიქოლოგიურად კომფორტულად ეგრძნო თავი...

შარშან, ავსტრიასთან ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების თავკაცმა, იგორ კოკოშკოვმა ოპტიმალური შემადგენლობა ბოლომდე გამოწურა, რათა ოფიციალური შეხვედრების წინ გუნდს ფსიქოლოგიურად კომფორტულად ეგრძნო თავი. ყოველი მატჩისას ფსიქოლოგიურ ფაქტორს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც ფიზიკურ მომზადებას. თუმცა, ამ მხრივ, საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინასთან გუშინდელი გამარჯვება იყო.

თუნდაც იმიტომ, რომ ზედა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ ქართველებს საკუთარი თავისთვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ A დივიზიონის გუნდებთან გამარჯვება ხელეწიფებათ. მითუმეტეს, რომ უკრაინელები გასულ სეზონში მეორე ლიგაში გავარდნას ძლივს გადაურჩნენ. თუ ასეთ ნაკრებს ვერ აჯობებ, პოლონეთთან და ბულგარეთთან რისი პრეტენზია უნდა გქონდეს?

ქართველებმა გუშინ 87:84 იმარჯვეს, პოლონეთთან 2 აგვისტოს მატჩის წინ განწყობაც გაიუმჯობესეს და თვითრწმენაც შეემატათ.

ნაკრების ახალწვეული ტორინ გრინი მატჩის უკეთეს სცენარს ვერც ინატრებდა: საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე იგი საკუთარი ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა და უკრაინელებმა მასზე ჯარიმა აიღეს. საქართველოს ნაკრების ახალწვეული საჯარიმოს ხაზთან დადგა და ორივე ტყორცნა გამოიყენა - 84:81. სტუმრებს თამაშის გადარჩენის ერთადერთი შანსი ჰქონდათ - დარჩენილ დროში სამქულიანი უნდა ჩაეგდოთ. მათ ეს მოახერხეს (84:84) და მატჩიც ოვერტაიმში უნდა გაგრძელებულიყო, როცა ტორინ გრინმა ბურთი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადაიტანა, ფარს დაახლოებით 8 მეტრით მიუახლოვდა, გაისროლა და კალათის ბადესთან ერთად გულშემატკივრის გულიც შეარხია - 87:84. ამ ტყორცნით გრინმა მწვრთნელსაც და ქომაგსაც დაუმტკიცა, რომ საქართველოს ნაკრების ღირსია. თვითონაც თვითრწმენა შეემატება, რაც ოფიციალური მატჩების წინ აუცილებელი იყო. ბელარუსთან შეხვედრის მსვლელობისას ერთ-ერთ კოლეგას ვუთხარი, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ გრინი იმ კალათბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ძლიერებთან უკეთესად თამაშობენ, ვიდრე სუსტი გუნდების წინააღმდეგ-მეთქი...

ბელარუსსა და რუმინეთზე უკეთესი რომ იყო, უკრაინამ თბილისის ტურნირის საწყის ორ მატჩში დაამტკიცა. თუმცა, დავინახეთ, რომ ექსტრა კლასის მოთამაშეები მხოლოდ წინა ხაზში ჰყავთ: კირილ ფესენკო "იუტაში" თამაშობს, კიეველი ვიაჩესლავ კრავცოვი ბოლო წლებია NBA-ს სკაუტების მეთვალყურეობის ქვეშაა, ხოლო სერგეი ლიშჩუკი ვალენსიაში თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია. ლიშჩუკმა ბელარუსთან დაგვარწმუნა, რომ გუნდისთვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა, თუმცა ტრავმის გამო ქართველებთან ძალიან ცოტა ითამაშა.

შეხვედრის სცენარი ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო: ქართველმა მეფარეებმა უკრაინელი მაღლები მეტ-ნაკლებად კარგად შებოჭეს, ხოლო მეტოქესთან შედარებით მაღალი კლასის ჩვენმა უკანახაზელებმა სხვაობის გაზრდაზე იწყეს ზრუნვა. ამ საქმეში გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი მიუძღოდა, რომელმაც სამქულიანი დისტანციიდან ნაკრებს არაერთი ქულა მოუტანა, თუმცა რამდენიმეჯერ პერიმეტრის ხაზზე ფეხი დაადგა და ორქულიანი ჩაეთვალა. საბოლოოდ, სერგეი გლადირთან ერთად მატჩის ბომბარდირი სწორედ მარკოიშვილი გახდა - 23-23 ქულა.

მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველებმა 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდათ. ფარქვეშიდან თამაშის შემოტრიალების იმედი რომ გადაეწურათ, უკრაინელებმა აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გადაიტანეს - გლადირმა და გლებოვმა შორეული ტყორცნებით სირენამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. მას შემდეგ თანაბარი თამაში გაჩაღდა. ბოლო წამებზე გამარჯვებული ვინ გამოავლინა, ტორინ გრინზე ლაპარაკისას უკვე მოგახსენეთ.

ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ყველა გუნდს სამახსოვრო ჯილდო გადასცა და გამორჩეული კალათბურთელებიც გამოავლინა:

საუკეთესო გამთამაშებლის პრიზი ტორინ გრინმა მიიღო. #1 ფორვარდი სერგეი გლადირი გახდა, ხოლო საუკეთესო ცენტრისთვის განკუთვნილი ჯილდო ზაზა ფაჩულიას ერგო. შეჯიბრების ბომბარდირი რუმინელი ვლად მოლდოვეანუ გახდა (47 ქულა). საუკეთესო ახალგაზრდა თორნიკე შენგელია იყო...

თბილისის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად მანუჩარ მარკოიშვილი დასახელდა.

საინტერესო კომენტარი მოვისმინეთ უკრაინელთა მწვრთნელის, ვიტალი ჩერნისგან:

- საქართველოს ნიჭიერი ნაკრები ჰყავს. მანუჩარ მარკოიშვილს კარგად ვიცნობ. ძალიან მინდა, მისი მსგავსი კალათბურთელი ახლო მომავალში უკრაინაშიც გამოჩნდეს...

ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონისთვის განკუთვნილი დიდი თასი მშვიდად მიიღო. არც დანარჩენებს გადმოუფრქვევიათ ემოციები... ისინი ენერგიას 2 აგვისტოსთვის ინახავენ. მანამდე დაცვაზე ბევრი სამუშაოა...

თბილისის საერთაშორისო ტურნირი

სპორტის სასახლე. 4 000 მაყურებელი

25 ივლისი

საქართველო-უკრაინა 87:84

22:21, 21:15, 22:20, 22:28

საქართველო: ცინცაძე (5 წ, 1მ, 1ჩ, 1ფ, 1შ), გრინი (30 წთ, 15ქ, 5მ, 5პ, 3ჩ, 1ფ, 3შ), შენგელია (21 წთ, 15ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), სანიკიძე (27 წთ, 6ქ, 5მ, 4პ, 1ჩ, 2დ, 1ფ, 3შ), ფაჩულია (28 წთ, 15ქ, 7მ, 3პ, 2ჩ, 1დ, 4ფ, 2შ); გამყრელიძე (17 წთ, 1ქ, 2მ, 2ჩ, 1ფ, 1შ), შერმადინი (12 წთ, 7ქ, 4მ, 4ფ, 1შ), ტუღუში (4 წთ, 1ფ), მარკოიშვილი (29 წთ, 23ქ, 3მ, 2პ, 2ჩ, 2შ), ჰოსლი (9 წთ, 2ქ, 1მ, 1ფ, 1შ), ცქიტიშვილი (19 წთ, 3ქ, 4მ)

უკრაინა: ზაბირჩენკო (6ქ, 6მ, 4პ), გლებოვი (17ქ), გლადირი (23ქ, 4ჩ), პუსტოზვონოვი (2ქ), ონუფრიევი (5ქ), კრივიჩი (3ქ), ლიშჩუკი (1ქ), აგაფონოვი (4ქ), კრავცოვი (12ქ, 4მ, 5ფ), ფესენკო (8ქ, 5მ, 4პ), ლუკაშოვი (3ქ)

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ვ. პედიევი

ბელარუსი-რუმინეთი 88:78

საბოლოო მდგომარეობა

თ მ წ ქ

1. საქართველო 3 3 0 6

2. უკრაინა 3 2 1 5

3. ბელარუსი 3 1 2 4

4. რუმინეთი 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gigo
Gauhirdeboda!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა