სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირში საქართველოს რვა წარმომადგენელი მონაწილეობდა
მსოფლიოს საუკეთესო კარატისტები მონაწილეობდნენ სტამბოლში A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირში. არც არის გასაკვირი, რადგან ეს სახეობა ოლიმპიური გახდა და 2020 წელს ტოკიოში ქალ-ვაჟთა 3-3 წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად სალიცენზიო ქულების დაგროვებაა საჭირო. სწორედ ამან გამოიწვია ხალხმრავლობა თურქულ ბატალიებში, რომლებშიც საქართველოს რვა წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

ჩვენებურთაგან განსაკუთრებით მსოფლიოს ექსჩემპიონი გოგიტა არქანია (+84 კგ) გამოირჩა. ორი კვირის წინათ მან გერმანულ ლაიპციგში დაიკავა პირველი ადგილი. სტამბოლის მძიმეწონოსანთა ტურნირში გოგიტამ ექვს მეტოქეს აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

თავიდან ზედიზედ დაჯაბნა რუმინელი მარიან დიმიტრუ (4:0) და ფრანგი ჰოსეინ დაიხი (7:0), მერე ჰოლანდიელ რობ ტიმერმანსთან პაექრობა ფრედ დაასრულა (2:2), მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით, როგორც უფრო აქტიური, მეოთხედფინალში არქანია გავიდა. იქ ირანელ მაჰდი აშური გარმჯანს აჯობა - 1:0, ნახევარფინალური პაექრობა ხორვატ ანჯელო კვესიჩთან უქულოდ დაასრულა. არბიტრებმა უპირატესობა ისევ ჩვენებურს მიანიჭეს. გადამწყვეტ პაექრობაში არქანიამ აშკარად დაჯაბნა სალენ აბაზარი (ირანი, 5:0) და ოქროს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილებზე ანჯელო კვესიჩი და დანიილ მოლნარი (უნგრეთი) გავიდნენ.

მსოფლიო რეიტინგში გოგიტა არქანია ამჟამად 1925 ქულით მეორე ადგილზეა. მას ირანელი საჯად განჯზადენი (2225 ქულა) უსწრებს. 1500 ქულით მესამეა ტიტულოვანი გერმანელი ჯონათან ჰორნე.

სტამბოლში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ტყებუჩავამ ორ მეტოქეს სძლია - იური ბალაკინსა (რუსეთი, 5:0) და საუდ ალბაშერს (საუდის არაბეთი, 3:2), მაგრამ მესამე წრეში კაისარ ალპისბეისთან (ყაზახეთი) წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

67 კილოში მისი ბედი სამმა ჩვენებურმა გაიზიარა: ვიტალი კუჩერენკომ ბელორუს ჰეორჰი მაკარაუს მოუგო (2:0), მაგრამ მაროკოელ აბდესალამ ამეკნასთან ვერაფერს გახდა (1:9).

აბდესალამის თანამემამულე აბდელიდან ბოუდისთან პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა (0:5) დავით პატარიძე.

თურქ ალი ილმაზთან შეხვედრა ფრედ (0:0) დაასრულა ირაკლი ტყებუჩავამ, მაგრამ მსაჯებმა ჩვენებური უფრო აქტიურად მიიჩნიეს. მეორე წრეში კი მოჰამად ბოვანდშაჰრიარს (ირანი, 0:1) ვერ გასცდა.

75 კილოში თამაზ გოჩელაშვილმა ბრირ ჯაბარი (ერაყი, 3;0) ჩამოიშორა გზიდან, მაგრამ მეორე წრეში ხორვატიული ბარიერი ვერ გადალახა - ენეს გარიბოვიჩთან 0:3 დამარცხდა.

ხორვატი გადაეღობა გზაზე ამ წონაში ჰენრი ვეკუასაც. მართალია, ივან მარტინიჩთან მისი ორთაბრძოლა ფრედ (1:1) დასრულდა, მაგრამ ამჯერად არბიტრების სიმპათია ხორვატის მხარეს იყო.

ქალებში ერთი წარმომადგენელი გვყავდა - თამარ თურმანიძე. იგი 61 კილოში ასპარეზობდა. მან ზედიზედ ორ მეტოქეს აჯობა - ზეჰრა კანდემირსა (თურქეთი, 0:0) და ფახრისადათ მოოჩანს (ირანი, 1:0), მესამე წრეში კი იაპონელ იუკი კუჯუროსთან დათმო პაექრობა - 0:8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
არქანიას გამარჯვებით - ქართველი სპორტსმენებისთვის 2020 წლის ოლიმპიადა დასრულდა
კარატე. ოლიმპიადა: მედლებიც, სალიცენზიო ქულებიც
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
მინსკი 2019: ქართველი კარატისტი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!
კარატე: გოგიტა არქანიამ პრემიერლიგის საერთაშორისო ტურნირში ოქრო მოიპოვა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მინსკი 2019. კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ქართველმა კარატისტებმა სტამბოლში საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი მოიპოვეს
წარმატება ყატარში საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
ჩემპიონს მედლამდე ნაბიჯი არ ეყო - გოგიტა არქანია პარიზში ბრინჯაოს ვერ შესწვდა
სტამბულიდან სასკოლო ოლიმპიადის მონაწილეები დაბრუნდნენ
ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონატზე კარატეში გოგიტა არქანიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა