"სონი ერიქსონ ოუფენის" ტურნირის მეორე წრეში 21 წლის ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი მარია ხოსე მარტინეს სანჩესია
21 წლის ანა ტატიშვილისთვის მაიამი იღბლიანი ქალაქია. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენებური იქვე, ბოკა რატონში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ანამ WTA-ს პირველი ტურნირიც მაიამიში ითამაშა ჯერ კიდევ 2005 წელს. აქამდე ანას საუკეთესო მიღწევა ჩოგბურთში პრაღის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლაა (2010 წ.), თუმცა "სონი ერიქსონ ოუფენი" გაცილებით პრესტიჟული ტურნირია, ის პრემიერ კატეგორიის შეჯიბრებაა და საპრიზო ფონდიც თითქმის 5 მილიონი დოლარი აქვს.

აი, ასეთი ტურნირის პირველი წრე დაძლია მსოფლიოს 125-ე ჩოგანმა ქართველმა, რომელმაც გზიდან ბელარუსი ოლგა გოვორცოვა (87) ჩამოიცილა - 6:3, 5:7, 6:3. მას გოვორცოვასთან წაგებული ჰქონდა, ამიტომაც ერთგვარი შურისძიებაც შედგა. ამერიკული მედია ამ შეხვედრას დღის ერთ-ერთ ყველაზე თვალსასეირო მატჩს უწოდებს. ტატიშვილმა კარგად დაიძვრინა თავი მე-2 სეტში ჩავარდნისგან და სეზონში WTA-ს მე-7 მატჩი მოიგო (საკვალიფიკაციოების ჩათვლით).

ანამ ბრწყინვალედ დაიწყო, აწოდებდა უზადო სიზუსტით (82%) და პირველ სეტში სამჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება. მოკლედ, პირველ სეტში ქართველის უპირატესობას აშკარა ეთქმოდა. მეორე უკვე გოვორცოვას კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენებურმა გათანაბრება შეძლო და ზუსტად გადამწყვეტ მომენტში, 5:5-ზე ისევ დაკარგა გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, რითაც შეხვედრის ფავორიტმა ისარგებლა და მესამე სეტი დაიბევა. ანას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამჯერად ფსიქოლოგიურად არ გატყდა (როგორც სჩვევია ხოლმე) და დაძაბულ ბრძოლაში მაინც იზეიმა გამარჯვება. ამით მან 11 ათასი დოლარიც გაინაღდა და 50 სარეიტინგო ქულაც.

მეორე წრეში ტატიშვილის მეტოქე 28 წლის მარია ხოსე მარტინეს სანჩესია, 29-ე ნომრად განთესილი ესპანელი, რომელიც მსოფლიოს 33-ე ჩოგანია. რეიტინგში ამხელა უპირატესობას ემატება ისიც, რომ მარტინესი პირველი წრიდან თავისუფალი იყო (მაიამიში განთესილები მე-2 წრიდან ერთვებიან ბრძოლებში). ქართველს ერთადერთხელ უთამაშია მარტინესის წინააღმდეგ, მაგრამ ეს 2008 წელს იყო, როცა გამოუცდელი ტატიშვილი (მაშინ 18 წლის იყო) ბოგოტაში 4:6, 4:6 დამარცხდა. თუ ეს მატჩიც მოიგო, ანა 80 სარეიტინგო ქულას და, სავარაუდოდ, მე-2 ნომრად განთესილ კიმ კლაისტერსთან (ბელგია) თამაშის უფლებას დაიბევებს.

ტატიშვილს რეიტინგში 540 ქულა აქვს, მოწინავე ასეულის ბოლო წევრ სანდრა ზაჰლალოვას კი - 661. ანუ, უხეში გათვლით, ანას ასეულამდე 120 ქულა აკლია, 80 უკვე გაინაღდა (კვალიფიკაციის მოგებისთვის - 30, მეორე წრეში გასვლისთვის - 50), თანაც, შარშან ამ დროს ტატიშვილს დიდად არ უყოჩაღია და კლასიფიკაციაში ბევრიც არაფერი დააკლდება. ჩვენი გამოთვლით, თუ ანა მარტინესთან წააგებს 112-ე იქნება მსოფლიო კლასიფიკაციაში, გამარჯვების შემთხვევაში - 104-ე. აი, თუ კლაისტერსაც მოუგო... თუმცა მოვლენებს ასე წინ ნუ გავუსწრებთ, მით უფრო, რომ ჯერ ხომ თავად კლაისტერსაც არ მოუგია მე-2 წრის მატჩი.

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს