"მომავლის ბორჯღალოსნები" დიდ ბრიტანეთში მომდევნო შეხვედრას 28 მარტს, ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ
დიდი ბრიტანეთის არმიის მორაგბეთა ნაკრებმა წლეულს შინაურ პაექრობებში სამ გამარჯვებას მიაღწია: ჯერ კემბრიჯელ და ოქსფორდელ სტუდენტებს სძლია, შესაბამისად, 34:8 და 24:8, შემდეგ კი „უოჩესტერ უორიორსი“ დაამარცხა - 24:5. მეოთხე შეხვედრა კუნძულელმა არმიელებმა ქართველ მორაგბეებთან გამართეს.

ინგლისში საქართველოს A ნაკრების გამგზავრება იყო დაგეგმილი, მაგრამ სათანადო შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა, ამიტომ მწვრთნელებმა - ლევან მაისაშვილმა და ნიკოლოზ ჭავჭავაძემ სათადარიგოებს უხმეს, თან რუსეთთან მატჩის მონაწილენი - ირაკლი ჩხიკვაძე, ჯაბა ბრეგვაძე, და ვიტო კოლელიშვილი დაიმატეს და „მომავლის საქართველოს“ სახელით ესტუმრნენ გლოსტერის „კინგსჰოლმ სთედიუმს“.

ბრიტანულ არმიასთან დაპირისპირებაშიც არ შედრკნენ „ბორჯღალოსნები“, მეტიც - პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით (20:0) მოიგეს. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა 17 ქულას მოუყარეს თავი, სტუმრებმა კი მონაგარს 10 ქულა შემატეს და საბოლოოდ 30:17 გაიმარჯვეს (ლელო: ასეიშვილი (2), შკინინი (1), ბრეგვაძე (1), 2-2 ჯარიმა და გარდასახვა - ყიასაშვილი).

ჩვენმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გელა შალამბერიძე, ლაშა აზალაძე, ლაშა თავართქილაძე, ზვიად მაისურაძე, გიორგი კაჭარავა, ირაკლი ღვინჯილია, გიორგი ჯიმშელაძე, გიორგი შკინინი, კარლენ ასეიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, რეზო ბელქანია, გიორგი მენაბდიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ხმალაძე, რევაზ გიგაური, ირაკლი ჩხიკვაძე, ელიზბარ ყუფარაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაჩუკი გუჯარაიძე, სანდრო ნიჟარაძე, გოდერძი ჯოგლიძე, გიგა კორკელია, ირაკლი ყიასაშვილი, დავით დაუშვილი.

„მომავლის ბორჯღალოსნები“ მომდევნო შეხვედრას 28 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ.

სატესტო გამოხმაურება ვიდეოგალერეა
სატესტო გამოხმაურება ვიდეოგალერეა
სატესტო კომენტარი ვიდეოგალერეა
სატესტო კომენტარი ვიდეოგალერეა
omar korgazakhia
ჩვენც მადლიერი ვართ თქვენი ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის :) გმადლობთ, რომ შენიშვნებს ითვალისწინებთ...
omar korgazakhia
პირველ რიგში ნამდვილად არ მესმის ამ სტატიის ერთადერთ სურათად რატომ გაქვთ ამერიკის ნაკრების მოთამაშის ემერიქის სურათი, რა შუაშია ეს კაცი ამ თამაშთან... თამაში ნამდვილად 30-17 დამთავრდა, მაგრამ 20-ს, რომ დავუმატოთ 13, 30 ნამდვილად არ გამოდის... შემადგენლობასთან დაკავშირებული შენიშვნა ზემოთ უკვე აღინიშნა... ძალიან გთხოვთ მომავალში საქმისადმი ასეთი უდიერ დამოკიდებულება გამოასწოროთ, რადგან ეს მკითხველის აბუჩად აგდებაა... თქვენი არა კომპეტენტურობით გუშემატკივარს ნუ სეიყვანთ შეცდომაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი კატასტროფული არ გიწერიათ მაგრამ თვითონ ფაქთი უდიერი დამოკიდებულებისა არის შემაშფოთებელი... თუ არ იცით რაიმე იკითხეთ არაა სირცხვილი, ხოლო თუ გეზარებათ ამას ჯობს საერთოდ ნუ დაწერთ...
ლევან ხომერიკი
ბ-ნო ლევან, რომ წერთ ამ შემადგენლობით ითამაშაო, 24-ვე კაცი ერთდროულად იყო მოედანზე? მაგ შემადგენლობით არიან ბრიტანეთში ჩასულები თორემ მაგას კი არ უთამაშია აი ამ შემადგენლობამ დაიწყო: 1. ასეიშვილი 2. ბელქანია 3. ყუფარაძე 4. შალამბერიძე 5. აზალაძე 6. კოლელიშვილი 7. თავართქილაძე 8. მაისურაძე 9. კაჭარავა 10. ხმალაძე 11. შკინინი 12. გიგაური 13. ჯიმშელაძე 14. ჩხიკვაძე 15. ყიასაშვილი
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა