გასულ სეზონში ქართველების ბუდედ მონათლული მახაჩყალის "ანჟიში" ახლა ოთხი ქართველი დარჩა: დავით კვირკველია, ნუკრი რევიშვილი, ზურაბ არზიანი და გიორგი ილურიძე...

გასულ სეზონში ქართველების ბუდედ მონათლული მახაჩყალის "ანჟიში" ახლა ოთხი ქართველი დარჩა: დავით კვირკველია, ნუკრი რევიშვილი, ზურაბ არზიანი და გიორგი ილურიძე.

გოჩა ხოჯავა და გიორგი ნავალოვსკი ახლახანს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადავიდნენ, დაღესტანიდან რუსეთის პრემიერლიგის პირველი ეტაპის შემდეგ წასული რეზო ბარაბაძის ამბავი კი უცნობი რჩებოდა.

მას ჯერ კიდევ ზამთარში სურდა მახაჩყალის დატოვება, რადგან რუსეთის მოქალაქეობის არქონა გამუდმებულად პრობლემებს უქმნიდა. ყოველთვე სამუშაო ვიზის განახლება და თბილისში რუსეთის საკონსულოსთან ერთთვიანი ლოდინი სჭირდებოდა. ამის გამო, ფორმიდან ამოვარდა და "ანჟის" ხელმძღვანელობას გათავისუფლება სთხოვა.

გუშინ ინტერნეტ-გაზეთ "სისოკერის" რედაქტორმა მირონ გოიხმანმა გვაცნობა, რომ მისი ინფორმაციით, ბარაბაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგელ "კარლსრუეში" ტესტირებაზე მიიწვიეს და უკვე კლუბში ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ "კარლსრუეს" კაპიტანი ქართველი ალექსანდრე იაშვილია.

ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ბარაბაძე გერმანიაში არ იმყოფება, ამჟამად თბილისშია და ინდივიდუალურად ემზადება. თუმცა, სწორედ "კალრსრუესთვის" ემზადება, პარალელურად კი, მისი მენეჯერი კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

როგორც შევიტყვეთ, რეზო რუსეთში დაბრუნებას გამორიცხავს, რადგან სავიზო პრობლემებმა დაღალა. გერმანული კლუბის გარდა, რამდენიმე საინტერესო კლუბიც იწვევს, თუმცა, "კარლსრუეს" ვარიანტს ყველაზე რეალურად თვლის – ტრანსფერის საკითხი მალე უნდა გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ 2007/08 სეზონში ბარაბაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბში, იენის "კარლ ცაისში" უკვე ირიცხებოდა. მაშინ კლუბში სერიოზული სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, იენა მალე დატოვა და მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდა.

კახა ქირია
ისე საჩხერეს კოხტა პატარა თანამედროვე სტადიონი როგორ არ უნდა ქონდეს.ბ-ნო ბიძინა რას იტყვით ჰა!იქნებ დავფიქრებულიყავით.დიდ საჩუქარს კი გაუკეთებდით მშობლიურ მხარეს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"