გიორგი ცივაძე ჩიმკენტის (ყაზახეთი) 25 000-იან საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა
საფრანგეთის 25 000-იანი საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა შეჯიბრების პირველ წრეში მეექვსე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ იოლად აჯობა კვალიფიკაციიდან აღზევებულ ოლივია ნიკოლსს (დიდი ბრიტანეთი) - 6:1, 6:3. საამისოდ მას საათი და 23 წუთი დასჭირდა.

მეტოქეებმა 3-3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს, შაფათავას ანგარიშზეა 2 ეისი, ბრიტანელისა - ერთი. ბრეიკპოინტების გამოყენებაში ორივეს არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა: სოფიომ 12-დან ექვსჯერ, ოლივიამ კი 6-დან ერთხელ მიაღწია მიზანს.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელ ელიქსენ ლეჩემს შეხვდება. ამ უკანასკნელმა სტარტზე 61 წუთში ჩამოიშორა გზიდან თანამემამულე მილენ ჰალემი - 6:1, 6:0.

წყვილებში შაფათავამ და ბრიტანელმა ემილი სმიტმა, რომლებსაც განთესვით მეოთხე ნომერი აქვთ, საათსა და 24 წუთში ტამარა კორპატჩი (გერმანია) და ჯესიკა პონსე (საფრანგეთი) სამ სეტში დაჯაბნეს - 3:6, 6:3, 10:4. ქართველმა და მისმა მეწყვილემ მატჩის განმავლობაში ორი ეისი მიითვალეს, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვეს (მეტოქემ - ორი) და 8-დან მხოლოდ 2 ბრეიკპოინტი გამოიყენეს (გერმანულ-ფრანგულმა დუეტმა - 4-დან ორი).

შაფათავა და სმიტი ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ ვერა ლაპკოსა (ბელორუსი) და კამელია ლისტერთან (შვედეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

თანამემამულეს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბა გიორგი ცივაძემ, რომელიც ჩიმკენტის (ყაზახეთი) 25 000-იან საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.

ერთეულთა მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-4 ნომრად განთესილ ჰამად სავფატთან (ეგვიპტე) 44 წუთში დამარცხდა: პირველი ხელი 3:6 დათმო, მეორეს 0:2-ს აგებდა, ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება რომ ვერ შეძლო.

მანამდე ცივაძემ წყვილებში ნიგმატ შოფაიზიევთან (უზბეკეთი) ერთად მეოთხედფინალში მოსინჯა ძალები, მაგრამ პირველ ნომრად განთესილ გაბორ ბორშოშსა (უნგრეთი) და ვლადიმირ მანაფოვთან (უკრაინა) ვერაფერს გახდა - 66 წუთში 6:7, 4:6 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: ართვინში ქართული დუელი ვერ დასრულდა
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს