"ატლანტა ჰოუქსის" თავკაცმა ლარი დრიუმ "ჩიკაგოსთან" მატჩში, ქართველ ცენტრს, ზაზა ფაჩულიას 5 მეტრი მანძილიდან გაცუდებული ტყორცნა არ შეარჩინა
გუშინ "ატლანტამ" "ფილადელფიასთანაც" წააგო... თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის გაცილებით საინტერესო მატჩისწინა ამბავია, რომელიც ზაზა ფაჩულიასა და მწვრთნელ ლარი დრიუს ურთიერთობას ეხება.

ფილედელფიაში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე "ატლანტამ" შინ "ჩიკაგოსთან" წააგო. შეხვედრა ქართულ არხზე გადაიცა და მისი ხილვის საშუალება კალათბურთის გულშემატკივარს ჰქონდა.

მატჩის ბედი მე-17 წუთისთვის გადაწყვეტილი იყო, ამიტომ საფინალო სირენამდე 8:12 წუთით ადრე ზაზა ფაჩულიამ საკუთარ თავს უფლება მისცა, "ჩიკაგოს" კალათის მიმართულებით 5 მეტრის მანძილიდან ესროლა (იმ მომენტისთვის "ატლანტა" 64:109-ს აგებდა). ბურთი მიზანს ასცდა და ლარი დრიუმ ქართველი დაუყოვნებლივ ჯოშ პაუელით შეცვალა. მწვრთენლის ასეთ მოქმედებას ქართველ გულშემატკივრებში მოჰყვა გაღიზიანება და ცხადია, არც თავად ზაზა დარჩენილა კმაყოფილი. საქართველოს ნაკრების მატჩებშიც არაერთხელ დავრწმუნებულვართ, რომ ფაჩულიას მხოლოდ ფარქვეშიდან არ შეუძლია ჩაგდება - საშუალო დისტანციიდანაც კარგად ისვრის.

ზაზას უკმაყოფილება არც მწვრთნელს დაუტოვებია უყურადღებოდ და არც გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტ კენ სიგურას. აი, რა დაწერა ამერიკელმა კორესპონდენტმა:

"ჩიკაგოელებთან მატჩის შემდეგ მწვრთნელი ზაზა ფაჩულიას შეხვდა და სირენამდე 8:12 წუთით ადრე მომხდარ ეპიზოდზე ელაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სხვაობა 45 ქულას შეადგენდა, მწვრთნელი თვლის - ზაზას არ უნდა ესროლა.

"ერთადერთი, რასაც კალათბურთელებს ვერ ვაპატიებ, გუნდის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაა", - განაცხადა ლარი დრიუმ.

ფაჩულიას კომენტარი უფრო მოკლე იყო:

"შეტყობინება მივიღე, ახლა წინ ვიხედები."

ვისაც "ატლანტას" მატჩები უნახავს, დაგვეთანხმება, რომ ლარი დრიუს ფავორიტი კალათბურთელები ზოგჯერ არაერთ ისეთ ტყორცნას ასრულებენ, გუნდის ინტერესებს რომ ეწინააღმდეგება, მაგრამ მათ არავინ ცვლის... ამ ამბავთან დაკავშირებით მახსენდება 2002 წლის დეკემბერში ორმაგი დუბლის შესრულების შემდეგ ვლადიმერ სტეფანიას ნათქვამი:

"მხოლოდ დაცვაში თამაში როდი მეხერხება, შემიძლია სამწამიანი ზონიდან და საშუალო დისტანციიდან ჩაგდებაც..." - ასეთი კომენტარი ვოვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკელმა ჟურნალისტმა გაიკვირვა, სროლა კარგად შეგძლებიაო. სამწუხაროდ, მწვრთნელი სტეფანიას მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულებას ავალებდა, ისევე როგორც ზაზა ფაჩულიას...

დავუბრუნდეთ "ფილადელფიასთან" გამართულ ბოლო მატჩს. "ატლანტამ" სამი პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა, მესამე მეოთხედის ბოლოს ფაჩულიამ საკუთარ ფარზე ბურთი მოხსნა და ჯოშ სმიტმა სწრაფი შეტევით თანაგუნდელთა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (80:71). ამის შემდეგ...

- არ ვიცი რა დაგვემართა, თითქოს საწვავი გამოგველია, - თქვა ელ ჰორფორდმა, რომლის გუნდმა 80:71 დაწინაურების შემდეგ "ფილადელფიასგან" უპასუხო 14 ქულა მიიღო. ამ ეპიზოდში ზაზაც მოედანზე იყო, თუმცა მასპინძლები ვერც მან შეაჩერა. თამაშის იშტაზე მოსულმა "ფილადელფიამ" მეოთხე პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა და, როგორც გითხარით, 105:100 იმარჯვა.

"საწვავის გამოლევასთან" შეიძლება კავშირი ჰქონდეს ერთ გარემოებას - "ატლანტამ" მხოლოდ 7 კაცით ითამაშა...

ზაზა ფაჩულიამ 17:32 წუთში 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 7 მოხსნა მიამატა. 33 ქულით გამოირჩა ჯოშ სმიტი. ხოლო "ფილადელფიას" კალათბურთელებმა გუნდური კალათბურთის მანიშნებლად ქულები თანაბრად გადაინაწილეს - ერთბაშად 7-მა მოთამაშემ გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. სულ ათმა ითამაშა.

ფილადელფია-ატლანტა 105:100

ზაზა ფაჩულია: 17:32 წუთი, 4 ქულა (4-დან 2 ორქულიანი), 7 მოხსნა, 1 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

01:14 ზაზამ სმიტი შეცვალა

00:33 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

II პერიოდი

11:43 ორქულიანი: 2ქ (30:30)

08:12 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

07:51 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

07:49 ორქულიანი: 4ქ (38:38)

05:58 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

05:04 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

01:27 მოხსნა: შეტ-1, დაც-5

00:35 ფოლი: 1

00:35 შეცდომა: 1

III პერიოდი

02:04 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:28 მოხსნა: შეტ-1, დაც-6

IV პერიოდი

11:36 ორქულიანი: არაზუსტი

11:02 შეცდომა: 2

09:53 ორქულიანი: არაზუსტი

09:46 სმიტმა ზაზა შეცვალა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა