წარსულში ცნობილმა შოტლანდელმა პილოტმა ახალი სეზონის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა
წარსულში ცნობილმა შოტლანდელმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა ჟურნალ "ავტოსპორტის" მკითხველებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები ახალი სეზონის შესახებ: წესების ცვლილებებზე, ტიტულის პრეტენდენტებზე... აგრეთვე იმაზე, რომ "მერსედესსაც" შეუძლია საჩემპიონო ბრძოლაში ჩართვა.

წელს ყველაზე მეტი ლაპარაკი იქნება საბურავებზე. "პირელის" ახალი საბურავები მოგვცემს იმას, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ყველაზე მეტად უნდოდა: არაპროგნოზირებად რბოლებს. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მიხდებოდა ისეთ სიტუაციებთან გამკლავება, როგორიცაა მოულოდნელი წვიმა ან ასფალტის მაქსიმალურ ტემპერატურამდე გახურება. საბურავის მდგომარეობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული - განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ რთულია ტრასასთან მოჭიდების დონის შესახებ მსჯელობა. ასეთ დროს შეიძლება ბევრი სიურპრიზი მოხდეს. ზოგიერთი პილოტი ჩიოდა საბურავების ხარისხის გამო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს სეზონის შემადგენელი ნაწილია. თანაც ყველა თანაბარ სიტუაციაში იმყოფება.

შარშანდელთან შედარებით სიჩქარეში სხვაობა უდიდესი იქნება. KERS-ის სისტემის დაბრუნება და მოძრავი ანტიფრთა პილოტებს აიძულებს უფრო ყურადღებით იცქირონ უკანა ხედვის სარკეში. KERS-ის შემთხვევაში თავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სისტემა - დააჭიროთ ხელი ღილაკს იმ მომენტში, როცა მეტოქე გიტევთ. უკანა ანტიფრთის შემთხვევაში კი დაუცველი რჩებით შეტევაზე გადმოსული პილოტის წინააღმდეგ.

მაგრამ, ხომ გახსოვთ, რა მოხდა შარშან ვალენსიაში მარკ უებერისა და ჰეიკი კოვალაინენის ინციდენტისას? სისწრაფეში დიდი სხვაობა ძალიან მაშინებს.

არსებობს თუ არა ისეთი რამ, რაც სებასტიან ფეტელსა და "რედ ბულს" ხელს შეუშლის ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში? ახალი ბოლიდი შესანიშნავად გამოიყურება, სებაც იმ დონეზე იმყოფება, როგორც მსოფლიოს ჩემპიონს შეჰფერის. მე კვლავინდებურად მივიჩნევ მას ფეხზე მყარად მდგარ, ენერგიით აღსავსე ახალგაზრდად, რომელიც მზად არის დაიცვას თავისი ტიტული და მაჟორულ ნოტაზე გააგრძელოს ჯერჯერობით მოკლე, მაგრამ უკვე შთამბეჭდავი კარიერა.

რაც შეეხება მარკ უებერს, მას მხოლოდ კვალიფიკაციაზე მეათედი წამის გაბათილება სჭირდება - ასეთია სხვაობა სტარტზე პოულსა და მეორე ადგილს შორის. შეიძლება თუ არა სასტარტო პოზიცია ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს ამ სეზონში? სავარაუდოდ ასეა, მაგრამ სწორედ კვალიფიკაციაში ტემპი იყო გასულ სეზონში "რედ ბულის" პილოტების ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი.

"ფერარი" მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი დაარსების დღიდან გამოდის და შარშანდელი შედეგი მოულოდნელობა არ ყოფილა: "სკუდერიას" ტრიუმფის მომენტებიც ჰქონდა და სამწუხარო ჩავარდნებიც. ეს ყველაზე მძლავრი საჯინიბოა. შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს ეს, მაგრამ "ფერარი" ფორმულა 1-ის განუყოფელი ნაწილია და ფერნანდო ალონსოს მეთაურობით ის "რედ ბულის" მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

"მაკლარენს" იმდენად დიდი ძალა და რესურსი აქვს, რომ შეუძლია წინ იაროს სხვებისგან განსხვავებული გზით. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წელია ამ საჯინიბოს განვითარების უსწრაფესი ტემპი ჰქონდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბრიტანელები 1998 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ კონსტრუქტორთა თასის მოგებას. მართალია, რამდენიმე წლის წინ ლუის ჰემილტონმა ტიტული მოიგო, მაგრამ აშკარაა, რომ "მაკლარენის" მექანიზმი ბოლომდე მყობრად ვერ მუშაობს.

"მაკლარენი" ის გუნდია, რომელიც წარმატებას არის მოწყურებული, ასე რომ დადგა ტრიუმფით ტკბობის დრო და არა იმაზე ჩივილი: "რა ახლოს ვიყავით ტიტულთან".

ბევრი რამ შეიცვალა "მერსედესში" იმისთვის, რომ ბოლიდი მაქსიმალურად ყოფილიყო ადაპტირებული მიხაელ შუმახერის პილოტირების სტილთან. როცა "ჰონდა"-"ბრაუნი"-"მერსედესის" ევოლუციას უყურებ, რთული მისახვედრია რატომ წააგო ამ გუნდმა უფრო მეტი, ვიდრე სხვა რომელიმე საქარხნო გუნდმა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს პრობლემა საჯინიბოს ხელმძღვანელებმა გულთან ახლოს მიიტანეს და მდგომარეობის გამოსწორება გადაწყვიტეს.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ სეზონში მათ გამოსვლაზე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორი შედეგები ექნება მიხაელს ნიკო როსბერგთან შედარებით. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - ამ გუნდმა იცის, როგორ უნდა მოიგოს ტიტულები. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ "მერსედესს" ძალუძს დაუბრუნდეს საჩემპიონო ბრძოლას, მაგრამ, როგორც ჩანს, თავიდან ის ცოტათი უკან იქნება ლიდერებთან შედარებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, "მერსედესს", ისევე როგორც სხვა გუნდებსა და გულშემატკივრებს წინ საინტერესო სეზონი ელით.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ