ვარსკვლავი და ცოტა პოლიტიკა
1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რაი სოუზა ვიეირა დე ოლივია ანუ უბრალოდ რაიმ, საკუთარ ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გროზნოში ვიზიტის დეტალებზე დაწერა და საკუთარ გადაწყვეტილებას დიდი სისულელე უწოდა. შეგახსენებთ, რომ ის და სხვა ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელები ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაპატიჟა. აი, რას წერს რაი საკუთარ საიტზე:

- მე დავესწარი ღონისძიებას, რომელიც აშკარად პოლიტიკურ-პოპულისტურ ხასიათს ატარებდა. წარმოდგენა არ მქონდა იმ განზრახვაზე რასაც ჩვენი ვიზიტი ისახავდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილება ფინანსური მოტივებით არ იყო ნაკარნახები, რადგან ამ ვიზიტს ჩემი ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად არ შეუცვლია. გეტყვით, რომ ზუსტად ამდენს მიხდიან სან პაულუს უნივერსიტეტში ორსაათიანი ლექციისთვის. მეტსაც გეტყვით, ეს ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც ადამიანის უფლებათა პროექტებში მონაწილეობისთვის ვიღებ.

ვიზიტამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ ამხანაგური შეხვედრა ჩეჩნეთში უნდა გამართულიყო. ეს ცოტა უცნაური იყო, რადგან მშვენივრად ვიცი, რა სისხლის მღვრელი ომი მიდიოდა ჩეჩნებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ დაგვამშვიდეს და გვითხრეს, რომ ბოლო ხანს სიტუაცია შეუდარებლად მშვიდი იყო. გროზნოში ჩავედით თუ არა წაგვიყვანეს თეატრის რეკონსტრუირებულ შენობაში. შეგვხვდნენ ეროვნული ცეკვებითა და მუსიკით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ახლოს მიგვიშვეს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხალხი ნელ-ნელა ცდილობს ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს. თუმცა ქუჩაში მაინც იგრძნობა უცნაური დაძაბულობა. ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით იმ ადამიანების გრანდიოზულ პლაკატებს, რომლებიც რესპუბლიკას მართავენ. უცნაური კიდევ ის არის, რომ ქუჩაში ძალიან ცოტა ხალხი დადის. მხოლოდ გვიან გავიგე, რომ ომის დროს ქალაქის 98 % მიწასთან ყოფილა გასწორებული. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც დღემდე იმ კოშმარული მოგონებებით ცხოვრობენ. არცთუ ყურმოკვრით გამიგია, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სერიოზულ პრეტენზიებს უყენებენ. რაც იქ ვნახე მე ბევრმა რამემ გამაოცა, თუმცა ძნელია ასე ერთი თვალის შევლებით სერიოზულად მსჯელობა იქაურ სიტუაციაზე. მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ გავიაზრე, თუ რამხელა რისკზე წავედი და გამიჩნდა სურვილი ყველას და ყველაფერს დავმალვოდი. მათ შორის საკუთარ თავსაც.

ჯერ კიდევ თამაშამდე გვთხოვეს, რომ ნახევარი ძალით გვეთამაშა. შეხვედრას ნახევრად კომიკური ხასიათი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს მეტოქეს გუნდში გულიტი და მათეუსი ჰყავდა, ისინი ჩვენთან თანაბრად თამაშს ვერ შეძლებდნენ. ამას ძალიან მარტივი მიზეზი ჰქონდა, მეტოქის შემადგენლობაში რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გამოდიოდა, რომელსაც ფეხბურთი მოყვარულის დონეზე თუ ექნებოდა ნათამაშები. ალალად ვამბობ, გროზნოში ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა სისულელე იყო. ჩემი ამ ნაბიჯიდან ორი დასკვნა გამოვიტანე, პირველი - რუსეთში და კერძოდ ჩეჩნეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დიდი ყურადღებით უნდა მივადევნო თვალი და რაც მთავარია, ამიერიდან ბევრად უფრო მეტად უნდა დავფიქრდე სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

ლევან ბიბილაშვილი

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში