თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩს უცხოური მედია ეხმიანება
29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის", თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია "იმედი" წარმოადგენს.

- "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა

თბილისში გასამართი მატჩით უცხოური გამოცემებიც არიან დაინტერესებულნი. ყველაზე დიდ ინტერესს ფრანჩესკო ტოტის მოედანზე დაბრუნება იწვევს. თუ რას წერენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, იხილეთ სტატიაში:

zbirna.com: "29 სექტემბერს "მილანის", კიევის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, კახა კალაძის მიერ ორგანიზებული მატჩი გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს მსოფლიოს ვარსკვლავთა გუნდი დაუპირისპირება, რომელთა ხერხემალი სერია A-ს ვარსკვლავებისგან შედგება. თამაშში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო. შემოსული თანხა მოხმარდება ბორჯომ-ხარაგაულის ტყის აღდგენას".

Gazzetta dello Sport: "მილანი"- "რომა" თბილისში! ფაქტობრივად, იტალიურ დაპირისპირებას "დინამო არენაზე" 55 000 ადამიანი დაესწრება. "ჯალო-როსონერის" კერპებს - პაულო მალდინისა და ფრანჩესკო ტოტის ერთ გუნდში ვიხილავთ. იტალიელი ფეხბურთელები მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშებენ. რა თქმა უნდა, მატჩში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი "როსონერი" კახა კალაძე".

foxsports: "საქართველოს დედაქალაქში ყველაფერი მზად არის დიდი მატჩის დასახვედრად, "მილანისა" და "რომას" დროშების დამცველები ერთიანდებიან დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ. ორი დიდი კაპიტანი - პაულო მალდინი და ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ახლახანს 4 წლის გახდა, 55 000 გულშემატკივრის წინაშე მონაწილეობას მიიღებს ვარსკვლავთა მატჩში. ეს ღონისძიება დაეხმარება საქართველოს ბორჯომის ტყის აღდგენაში, რომელიც ამ ზაფხულს ნაწილობრივ დაიწვა. ღონისძიების წარმომადგენლებმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამონახეს საუკეთესო გზა, რომ დახმარებოდნენ საკუთარ ქვეყანას".

goal.com: "მე-7 ტურში "მილანისა" და "რომას" დაპირისპირებამდე, "როსონერისა" და "ჯალოროსის" ყურადღება თბილისისკენაა მიმართული, სადაც მათი ლეგენდები ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღსადგენად გამართულ საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მოედანს უბრუნდება დიდი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ჩამოკიდებულ ბუცებს ერთი ღამით კვლავ ჩაიცვამს".

tuttoasroma.it: "ფრანჩესკო ტოტის არ უყვარს "კარბონარა", რადგან "მძიმე" საკვებად მიიჩნევს, მაგრამ თუ ის გასინჯავს ხინკალს, ეს მისთვის იქნება კალორიების ბომბი. ტოტი დათანხმდა, ეთამაშა კახა კალაძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საქველმოქმედო მატჩში. თბილისის სასტუმროში მისვლისას, შესაძლოა, მას მოეწონოს ერეკლე წულაძის თანამედროვე ქანდაკება, რომელიც ფოიეშია განთავსებული და 28 000 ევრო ღირს. მაგრამ ტოტისთვის უმჯობესი ხინკლის ყიდვა იქნება, რადგან ის მხოლოდ 35-40 ცენტი ღირს.

რაც შეეხება თბილისს, ამინდი ცვალებადია, კავკასიური ცივი კლიმატი კი ამ დღეს მოღრუბლულობასა და საშუალოდ 10 გრადუს ტემპერატურას გვპირდება. ყველაზე პოპულარული ქუჩა თბილისში არის "რუსთაველი", სადაც ძალიან ბევრი სასტუმროა, კაფეები კი ლამაზი ინტერიერით არის გაფორმებული. იქ ხალხი ცხელ შოკოლადს მიირთმევს, ქუჩაში კი ყველა საუბრობს კახა კალაძეზე, რომელიც მერის არჩევნებზე იყრის კენჭს".

alexandre
ღმერთმა ხელი მოგიმართოს იმ ფილადელფიაში. მე კი აქ, ჩემ საქართველოში მირჩევნია. და ჩემნაირი ძალიან ბევრია.
jiji
ეგ ყველაფერი ჰო, მაგრამ ფეხზე რომ გკიდია აქაურობა, მაგას რად უნდოდა ამხელა კომენტარი? წადი, წადი..! მომიკითხავს შენი ფილადელფია და შენი ქართველობაც..! კიდევ კარგი აგვიხსენი, როგორები ვართ ქართველები! ხელის დაბანა არ დაგავიწყდეს, პილატე ბატონო!
ვახტანგი
ანუ რა არის იცით, ბიზნესმენებმა გადარიცხეს ფედერაციაში 400 ათას ევრომდე , რათა ამ მატჩის ორგანიზება მომხდარიყო და მატჩიდან სულ რაღაც 403 ათასი ლარი შემოვიდა, საერთოდ არ ჩატარებულიყო ეს მატჩი და ისე გადარიცხულიყო ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკში ის 400 ათასი ევრო, 800 ათასი ლარით მოგებაში ვრჩებოდით, უბრალოდ მართლა არ შეიძლება ხალხს პირში ატყუო , თქვენ მაინც არ გჯერათ მაგისი მაგრამ ჰა, რაც გინდათ ის ქენით, თქვენ იდარდეთ ხალხნო, 2 კვირით ვარ თბილისში ჩამოსული, მე კი წავალ უკან ფილადელფიაში და თქვენ ღარიბმა ხალხმა ჭამეთ აქ ერთმანეთი მილიონრების გამო ^_^ აბა წარმატებები
giorgi
ხო აბა რა, ეხლა იმ ფულს აიღებს რაც ქველმოქმედებისთვისაა და პიარში დახარჯავს
jemala
ტოტი რა ახალგაზრდა ყოფილა... სულ რაღაც 4 წლისაა... აშკარად პერსპექტიული ფეხბურთელია :D :D :D
aba ra giTxra
13 ივლისის ტრაგედიისას ტალახში ამოსვრილი ფიზიკურად მომუშავე კალაძე არ გახსოვს? თუ არ გახსოვს, გამოდი ნაცუა მელია, კუდი გიჩანს.
Tqveni aferisti dedac....
13 ivlisis tragediis dros rato ar chaatara eseti machi kaladzem??? Exla meroba unda da magitom.... Sircxviliaaa

ზალიან მაგარია ტუნდაც მასე, ზოგს მეძობელს რომ სთხოვე სადმე გამოყევიო არ მცალიაო გეტყვის, ხოდა ეს კი უმაგრესია როცა გაფასებენ და მარტო ფეხბურთი არ გაკავშრებს რა, და რაც შეეხება ფულს ეხლა არ თქვატ ფული გულისთვის იფრინეს ამდენი და სხვა შემოტავზაებები არ აქვთო! კარგიიიით ვა?
giorgi
კავკასიური ცივი კლიმატიო, არადა რა ცივი 1 კვირის წინ მდინარეში ვიცურავე.
დათო
ვარსკვლავები კალაძისთვის...:)
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ინციდენტი: "დინამო-არენაზე" ფანი შევარდა და ტოტის ჩაეხუტა [VIDEO]
რას ჰყვება 11 წლის ქომაგი, რომელიც მოედანზე მალდინის სანახავად შეიჭრა [VIDEO]
კახი კალაძესა და საფეხბურთო ვარსკვლავების ემოციური შეხვედრა[VIDEO]
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები უკვე თბილისში არიან
თბილისში ჩამოსულმა მალდინიმ და კაფუმ კომენტარები გააკეთეს [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა