უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარი სპიდმა ინგლისთან შეხვედრაში ნაკრების ახალ კაპიტნად 20 წლის აარონ რემსი დაასახელა.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარი სპიდმა ინგლისთან შეხვედრაში ნაკრების ახალ კაპიტნად 20 წლის აარონ რემსი დაასახელა. ალბათ გახსოვთ, რომ ამ უკანასკნელს 2010 წლის 27 თებერვალს "სტოკ სიტი"-"არსენალის" მატჩში ფეხის ღია მოტეხილობა მიაყენეს. რემსის მას მერე ნაკრებში აღარ უთამაშია. თავის დროზე ის ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა და სიმართლე ითქვას, არც ახლაა გვიან მისგან დიდი ფეხბურთელის გამოთლა. "აარონი კაპიტანი იქნება. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ გათვლა ხანგრძლივ დროზე უნდა გამეკეთებინა. საამისოდ 2-3 კანდიდატურა მყავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი რემსიზე შევაჩერე. მე მას უკვე ველაპარაკე და მისი ახალი უფლება-მოვალეობები გავაცანი. მოხარული ვარ, რომ მან ღირსეულად მიიღო ახალი გამოწვევა. გარწმუნებთ, ეს გადაწყვეტილება ნაკრების სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე," - განუცხადა სპიდმა "ასოშიეიტედ პრესს".

პირსი ახალგაზრდულში მუშაობას გააგრძელებს

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტიუარტ პირსი ბედნიერია. მას ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მოქმედი კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება შესთავაზა. სტიუარტს მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება. 48 წლის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით დაჯდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რადგან თავისი სამუშაოთი ძალზე კმაყოფილია და საფეხბურთო ასოციაციის მიერ მისთვის შეთავაზებული პირობებიც მთლიანად აკმაყოფილებს.

ევრა, პრობლემათა გასაღები

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველი პატრის ევრა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველად გამოიძახეს ეროვნულ გუნდში. ამის მიზეზი კი მისი დისკვალიფიკაცია იყო. ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას წარსულში ჩადენილი შეცდომების დავიწყება სურს: "დიდი ხანია დროა, ეს გვერდი გადავფურცლოთ და დავიწყებას მივცეთ. იმედი მაქვს, მე საფრანგეთის ნაკრებისთვის პრობლემათა გასაღები გავხდები და არა განვითარებისთვის კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოება. კლუბში ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რათა სანაკრებო მიწვევა დამემსახურებინა. ადამიანებს, რომლებიც კარგად მიცნობენ, ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შეპარვიათ და ასეთებმა იცოდნენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავიღებდი".

ლევან ბიბილაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა