შევჩენკო მილანურ დერბიზე...

სერია A-ს მომდევნო ტურში გასამართი მილანური დერბის შესახებ იტალიაში უკვე ძალიან ბევრმა საფეხბურთო მოღვაწემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. თუმცა, არა მარტო იტალიაში - '"გაძეტა დელო სპორტის"'ჟურნალისტები კიევში ანდრეი შევჩენკოს შეეხმიანენ და მისი კომენტარიც მოისმინეს. სანამ სიტყვას "როსონერის" ყოფილ ფეხბურთელს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ ანდრეი 6 წლის განმავლობაში ასპარეზობდა "შავ-წითელთა" რიგებში და "ინტერის" კარში არაერთი გოლი აქვს გატანილი:

"ბოლო ტურებში, "მილანმა" არაერთი ქულა დაკარგა და საგრძნობლად გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა. ბევრი თვლის, რომ "როსონერის" კრიზისი დაეწყო, თუმცა პირადად მე, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. "ბარისთან" და "პალერმოსთან" შეხვედრებში მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს აშკარად არ გაუმართლათ და ვინც ამ თამაშებს უყურა, აუცილებლად დამეთანხმება. "მილანს" ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დერბიში გამარჯვება მოიპოვოს და კვლავ ხუთი ქულით გაუსწროს უმთავრეს მეტოქეს. ქულებშიც არაა საქმე, "როსონერი" დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს და სავარაუდოდ, ჩემპიონიც გახდება. იმედია, ასეც მოხდება, ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მილანურ დერბიში "როსონერის" ვუგულშემატკივრებ".

მილანური დერბის შესახებ იტალიელი ჟურნალისტები ალეშანდრე პატოსაც დაეკითხნენ, თუმცა ახალი და განსაკუთრებული ბრაზილიელს არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, კაკასთან სატელეფონო საუბრის შესახებ გვაუწყა და შემდეგი დაამატა: "კაკა ჩემი ახლო მეგობარია, თუმცა ხშირად არ გვიწევს ურთიერთობა. ამას წინათ, ტელეფონზე ვესაუბრე და მისი "მილანში" შესაძლო დაბრუნების თემა განვიხილეთ. მადრიდში თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ ისიც მკაფიოდ მითხრა, რომ "როსონერიში" დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. მოვუყევი "მილანელოში" არსებული ატმოსფეროს შესახებ და ნოსტალგია მოეძალა, რამაც იმედი კიდევ უფრო გამიღვივა. იმედია, "მილანის" მესვეურები სერიოზულად ფიქრობენ რიკარდოს დაბრუნებას და თუ მართლაც ასეა, დიდია შანსი, ზაფხულში კაკა შემოგვიერთდეს. ეს დიდი საჩუქარი იქნება ჩემთვის და ვიცი, რომ ზუსტად ამ აზრზეა გუნდის თითოეული ფეხბურთელი".

არ წყდება საუბრები ანდრეა პირლოს "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგების შესახებ. გამოცდილ ნახევარმცველს 30 ივნისს უმთავრდება "მილანთან" ხელშეკრულების ვადა და ჯერჯერობით, მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არადა, უკვე მარტის ბოლოა და სეზონის დასრულებამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. ამ ყველაფერს კი იქითკენ მივყვავართ, რომ იტალიის ნაკრების შუახაზელის "ვეკია სენიორაში" გადაბარგება საკმაოდ რეალურია. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტურინული კლუბის მესვეურები ანდრეას პირადი კონტრაქტის დეტალებს უთანხმებენ, თუმცა ჯერჯერობით ეს საქმე მთლად კარგად ვერ გამოსდით - "იუვეს" მესვეურები სეზონში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ, პირლო კი 5 მილიონს ითხოვს. თავად ფეხბურთელი მასმედიასთან ურთიერთობას ერიდება, ტურინელები კი პირლოს შესახებ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან.

savicha
კაკა თვითონ დაბრუნდება სადც უნდა. ეხლა დაბრუნებაზე თუა ლაპარაკი, დაბრუნება დემეს უნდა!
iraki
გაუმარჯოს მილანს
iraki
გაუმარჯოს მილანს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"