უმრავლესობა მომხრეა, მაგრამ სხვები ჩივიან ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი, 30-ე ტური მოგვიანებით გაიმართება და არა 2-3 აპრილს
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი, 30-ე ტური მოგვიანებით გაიმართება და არა 2-3 აპრილს, რადგან ვერაფრით დასრულდა დისპუტი კლუბებს, ლიგასა და ესპანეთის მთავრობას შორის სატელევიზიო კონტრაქტებიდან შემოსული თანხების გადანაწილებაზე. ამის შესახებ საზოგადოებას ესპანეთის პროფესიული ლიგის წარმომადგენლებმა (ლფპ) განუცხადეს.

30-ე ტური ივნისში გაიმართება, რის გამოც ესპანეთში საფეხბურთო სეზონი უსაშველოდ გაიწელება. "ლფპ-ს ბოლო გენერალურ ასამბლეაზე, 11 თებერვალს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ არაფერი შეიცვლებოდა, ჩემპიონატის 30-ე ტური გადაიდებოდა. ლფპ-მ ეს გადაწყვეტილება დღეს ძალაში შეიყვანა, რადგან ჩვენს ორგანიზაციასა და ესპანეთის სპორტის საბჭოს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი საერთოდ ვერ გამოიღო. ეს რაუნდი მხოლოდ მაშინ ჩატარდება, როცა მხარეები დიალოგში რაიმე ხელშესახებ პროგრესს მივაღწევთ", - განაცხადა ლფპ-ის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.

ლიგასა და სახელმწიფოს შორის დავის საგანი ცალკე თემაა, დღევანდელი კანონით ტურის ერთ-ერთი თამაში აუცილებლად უნდა გადაიცეს არაკომერციული ტელევიზიით, რომლის ყურება ქვეყანაში ყველას უნდა შეეძლოს. შესაბამისად, ლიგა და კლუბები ამ თამაშის შემოსავლის ნაწილს (სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებაში სახელმწიფო არაფერს იხდის) კარგავს. ცალკე საკითხია, და უფრო მწვავეც, სატელევიზიო ტრანსლაციებიდან შემოსული მოგების განაწილება კლუბებს შორის, რომელიც მართლა ძალიან უსამართლოა - შემოსავლის უდიდეს ნაწილს "რეალი" და "ბარსელონა" იღებენ, როცა სხვებს ძალიან ცოტა ხვდებათ. ამას ლიგაში იმით ხსნიან, რომ მაყურებელთა უდიდესი ნაწილის დაინტერესება სწორედ ამ გუნდების თამაშების ტრანსლაციაშია. კლუბები კი ამ ორ გრანდს აუჯანყდნენ და ითხოვენ ძველი ხელშეკრულების გადახედვას. მოკლედ, ლა ლიგაში დიდი აურზაურია.

ლფპ-ს გადაწყვეტილება, 30-ე ტურის თამაშები მოგვიანებით გაიმართოს, პრიმერას 20 გუნდიდან 13-მა მოიწონა. მათ შორის არიან "რეალი" და "ბარსელონა". 7 გუნდი კი არა მარტო წინააღმდეგია, არამედ გუშინ მათ მადრიდის სასამართლოში გააპროტესტეს ლფპ-ის გადაწყვეტილება და ტურის დათქმულ ვადებში ჩატარებას მოითხოვენ. მოჯანყე კლუბები, რომლებიც ტურის ჩატარებას ითხოვენ არიან: "სევილია", "ვილიარეალი", "ბილბაო", "რეალ სოსიედადი", "ესპანიოლი", "სპორტინგი" და "სარაგოსა". მაგრამ ლფპ-ს წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას აღარ შეცვლის.

"ჩვენც გვურს, რომ პრიმერას ყველა თამაში ფასიანი საკაბელო არხებით გადაიცემოდეს, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ ასეთი ძალდატანებითი მეთოდების", - განაცხადა "ვილიარეალის" პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა, რომელმაც საზოგადოებას აუწყა ის თარიღიც, როცა ლფპ 30-ე ტურის ჩატარებას აპირებს - 12 ივნისი! არადა, იმ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატი სამი კვირის დასრულებული უნდა იყოს.

როიგს მხარს უბამს მთავრობის წარმომადგენელი, სპორტის დეპარტამენტის გენერალური მდივანი ხაიმე ლისავეცკიც: "ჩვენ ლიგის წარმომადგენლებთან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკება და, გვერწმუნეთ, ჩვენი მხრიდან ბევრი დავთმეთ. ყველაზე მეტად ეს გადაწყვეტილება უბრალო გულშემატკივრებს დააზარალებს, რომლებიც ასე ელიან მორიგ ტურს პრიმერაში. დაზარალდებიან ფეხბურთელებიც, რომელთა დასვენებაზე არავინ ზრუნავს, ტურის გადადება ხომ სეზონს 20 დღით გაახანგრძლივებს. მათ ისედაც მცირე დრო აქვთ დასასვენებლად. ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ლიგის წარმომადგენლებში ჯანსაღი აზრი იმძლავრებს და ტური ჩვეულებრივად, 2-3 აპრილს ჩატარდება", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

"სევილიას" პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდოც წინააღმდეგია ლფპ-ის გადაწყვეტილების: "სამარცხვინოა, რომ ესპანეთში ყველაზე უსამართლო სისტემა მოქმედებს, როცა საქმე შემოსავლის განაწილებას ეხება. მაგრამ ახლა არ იყო ამის დრო, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ისევ და ისევ იმათ დააზარალებს, ვის თავზეც გადადის ლფპ-ს ყველა უსამართლო გადაწყვეტილება, კლუბებსა და მაყურებლებს".

ხიხონის "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პრესიადო კი დაჟინებით ითხოვს, რომ შაბათს, 2 აპრილს "რეალთან" დაგეგმილი მატჩი აუცილებლად შედგეს. მოგეხსენებათ, ასტურიელთა თYავკაცი დასანახავად ვერ იტანს "რეალის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, რომელმაც ის "ბარსელონასთან" თამაშის გარიგება დააბრალა. პრესიადოს ეჩვენება, რომ "რეალმა" მხარი იმიტომ დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელთა გადაღლილობისა და "სპორტინგთან" დაპირისპირების ეშინია. თუკი გავიხსენებთ, როგორი სერიოზულობით უდგება მოურინიო კალენდრის საკითხებს, პრესიადოს ნათქვამში სიმართლის მარცვალს ვხედავთ.

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო