ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დელ ბოსკე: ფრთხილად, ჩეხეთია!

დელ ბოსკე: ფრთხილად, ჩეხეთია!

ფურია როხა უარყოფითის გამოსასწორებლად

დღეს ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში ჩეხეთს მასპინძლობს. მსოფლიოს ჩემპიონებს, რომლებიც სამი თამაშიდან 9 ქულით ლიდერობენ, I საკლავიფიკაციო ჯგუფს, მეტოქედ ყველაზე სერიოზული მეტოქე ჰყავთ. ამასვე ამბობს მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე.

"ჩეხეთის ნაკრები ჩვენი უმთავრესი კონკურენტია ჯგუფში. ამ გუნდს გამოარჩევს კარგი ტექნიკური და ფიზიკური მზადყოფნა. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსმა მათ შესაშურ ფიზიკურ კონდიციებს. ბოლო წლებში ჩეხეთის ნაკრები ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენი მთავარი გასაჭირი ისაა, რომ ფეხბურთელები ძალიან დატვირთულნი არიან, როგორც საშინაო საკლუბო ტურნირებში, ასევე ევროთასებზე. მათ სეზონში ძალიან ბევრი თამაშის გამართვა უწევთ. არადა, ადამიანთა რესურსები ამოწურვადია. პარასკევს მატჩზე მობილიზირებულნი უნდა გავიდეთ, სხვანაირად კი ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა მან. მართალია, "ფურია როხამ" სამივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, მაგრამ მუნდიალის შემდეგ მაღალი რეპუტაცია არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებში განადგურებებით მცირედით შეირყია.

ამ ნაკრებების ურთიერთობა (თუკი ჩეხეთსლოვაკეთის დროინდელ გუნდსაც ჩავთვლით) საკმაოდ ტრადიციული. ესპანეთი ჩეხეთს (ან ჩეხეთსლოვაკეთს) სულ 13-ჯერ შეხვდა. "ფურია როხას" უარყოფითი ბალანსი აქვს - ხუთი მოიგო, მაგრამ 7 წააგო (1 ფრე). სამაგიეროდ, საშინაო მატჩებში ესპანელებმა ხუთიდან ოთხი დაპირისპირება მოიგეს.

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა, გუნდმა ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო (სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შესწვდა).

ეს თამაში მნიშვნელოვანია დავიდ ვილიასთვის, თუკი "ბარსელონას" ფორვარდი გოლს გაიტანს, ეს მისი 45-ე გოლი იქნება ნაკრების მაისურით და ის "ფურია როხას" ისტორიაში ერთპიროვნული ბომბარდირი გახდება. ახლა კი "ელ გუახე" ამ ტიტულს "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკოს უყოფს, რომელიც "შალკეში" თამაშობს და საერთაშორისო კარიერა დასრულებული აქვს.

დელ ბოსკემ ძირითადად ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით დააკომპლექტა გუნდი. ნაკრებში სულ სამი ლეგიონერია, სამივე ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობს: პეპე რეინა (ლივერპული), ფერნანდო ტორესი (ჩელსი) და დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი).

თამაში "ესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე" ჩატარდება, რომლის გახნის მატჩზე "რეალი" ამხანაგურად გაეჯიბრა "ლევერკუზენს". ამ სტადიონზე პირველი გოლი პეტერ დუბოვსკიმ გაიტანა, რომელიც ჩეხია.

ბოლოს, და ერთადერთხელ, ჩეხებმა ესპანეთში 1988 წელს მოიგეს, მაშინ მალაგაში ჩეხეთსლოვაკეთის ნაკრებმა 2:1 იმარჯვა. 1990 წლის მერე ჩეხებს ესპანელებისთვის არ მოუგიათ.

ჩეხთა ნაკრებში ერთი ფეხბურთელიც არ თამაშობს ლა ლიგაში. პრიმერაში თამაშის გამოცდილება მხოლოდ იაროსლავ პლაშილს აქვს, რომელიც ახლა "ბორდოში" თამაშობს, მანამდე "ოსასუნაში" თამაშობდა.

ბოლოს ეს გუნდები 1997 წელს შეხვდნენ ერთმანეთს - ვალიადოლიდში ხავიერ კლემენტეს გაწვრთნილმა ესპანეთმა 1:0 მოუგო ჩეხეთს. ერთადერთი გოლი ფერნანდო იერომ პირველი ტაიმის მიწურულს პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

ესპანეთი-ჩეხეთი

ესპანეთი (სავარაუდო): კასილიასი - სერხიო რამოსი, პიკე, ალბიოლი, კაპდევილა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა, ვილია, ინიესტა.

ჩეხეთი (სავარაუდო): ჩეხი - პოსპეხი, ჰუბნიკი, ჰუბშმანი, მ. კადლეცი - პლაშილი, პოლაკი, როსიცკი, პუდილი - ნეციდი, ვ. კადლეცი.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

ოთარ კაკაბაძე:  ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"