ლა ლიგის მაჩანჩალა კლუბ "ერკულესს" ახალი თავკაცი ჰყავს - ესპანური მედია პროგნოზებში მწარედ შეცდა

ლა ლიგის მაჩანჩალა კლუბ "ერკულესს" ახალი თავკაცი ჰყავს - ესპანური მედია პროგნოზებში მწარედ შეცდა - ესტებან ვიგოს სავარძელი არგენტინელ მარსელო ბიელსას არ ჩაუბარებია - ალიკანტეური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე სერბი მიროსლავ ჯუკიჩი გაწვრთნის.

ესტებან ვიგო ლა ლიგაში ერთადერთი კაცია, რომელმაც ამ სეზონში "ბარსელონას" დამარცხება მოახერხა, მაგრამ მან მაინც ვერ შეინარჩუნა თანამდებობა, რადგან ბოლოს ვალენსიის მხარის კლუბი ძალიან ცუდად თამაშობდა და ცხრილის ფსკერზე დაეშვა.

მიროსლავ ჯუკიჩი 45 წლისაა, ის 2008 წელს სერბეთის ნაკრების თავკაცობიდან გაანთავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა 8 თვის განმავლობაში ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო. მანამდე ის სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს და "პარტიზანს" თავკაცობდა. ბოლოს ჯუკიჩი ბელგიაში მუშაობდა, მაგრამ 2009 წელს "მუსკრონი", სადაც ის ირჯებოდა, ნაწილებად დაიშალა და ჯუკიჩიც უმუშევარი დარჩა. გაცილებით ცნობილია მისი საფეხბურთო კარიერა. ის საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი იყო, თუმცა ესპანეთში ყველას უფრო იმის გამო ახსოვს, რომ 1993-94 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა, რომელიც "დეპორტივოს" პირველ ტიტულს მოუპოვებდა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა