ესპანეთში ფეხბურთმა უკან დაიხია და წინა პლანზე პოლიტიკა გამოვიდა, ამის მიზეზი კი კატალონიის რეფერენდუმია, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ უკანონოდ მიიჩნია

ესპანეთში ფეხბურთმა უკან დაიხია და წინა პლანზე პოლიტიკა გამოვიდა, ამის მიზეზი კი კატალონიის რეფერენდუმია, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ უკანონოდ მიიჩნია. არეულობებში ათასამდე ადამიანი დაშავდა და, ბუნებრივია, ბევრს არ ეფეხბურთებოდა...

განსაკუთრებით, ეს ბარსელონაში იგრძნობოდა, სადაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ერთადერთი გამოსავალი იპოვა - თამაში არ გადადო, მაგრამ "კამპ ნოუზე" (რომელიც, სხვათა შორის, 60 წლის გახდა) ხალხი არ შეუშვა - თამაში "დახურა". აი, ასე ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუგო ლეო მესის დუბლისა და ერთი საგოლე პასის წყალობით "ბარსელონამ" "ლას პალმასს", რომლის ფეხბურთელებმაც სპეციალურად ამ მატჩისთვის მაისურზე ესპანეთის დროშა "დაიხატეს" ერთიანი ესპანეთის მხარდასაჭერად. უმაყურებლო თამაში ცოტა მოსაწყენი გამოდგა - "ბარსამ" კი 7 თამაშიდან ქულათა მაქსიმუმი, 21 დააგროვა.

იხილეთ ვიდეო

სხვათა შორის, ესპანური ფეხბურთის ბოსებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ თამაში არ გადადებულიყო. ფანები კი სწორედ ამას ითხოვდნენ. ჟერარდ პიკე და ფეხბურთელების ნაწილიც ფანების მხარეს იყვნენ. რადგან თამაში არ გადადეს, პროტესტის ნიშნად გადადგა "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი კარლეს ვილარუბი. ბარტომეუმ განაცხადა - თამაში რომ გადაედოთ, "ბარსას" ეს მინუს ექვს ქულად დაუჯდებოდაო.

დიეგო სიმეონეს გუნდის ცუდი შედეგები ევროთასებზე ლა ლიგაშიც გადავიდა - ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "ლეგანესს" ვერ აჯობა - 0:0. ასე რომ, ამ ტურის შემდეგ "სევილიამ" ისევ გადაუსწრო მადრიდულ კლუბს და მეორე ადგილზეა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ვფიქრობ, პირველი ნახევარი საკმაოდ კარგი იყო, 20-25 წუთი მაინც. ამის მერე აშკარად მოვუკელით თამაშს, მეტოქე კი კარგად იცავდა თავს. ერთი ქულა ძალიან ცოტაა. რა მოუვიდა გრიზმანს? ის ძალიან ხშირად გვშველოდა ხოლმე და ჩვენც მივეჩვიეთ. როცა ვერ გააქვს, უკვე ძალიან გვიჭირს. იმედია, სხვა ფორვარდებიც მიეხმარებიან მას. ანტუანი დაიღალა, ამიტომაც გამოვცვალე".

სან სებასტიანში 8-გოლიანი თრილერი ვიხილეთ, რომელშიც მოვლენები უსწრაფესად იცვლებოდა. თითო გოლით გამოიჩინეს თავი ვეტერანებმა - ჩაბი პრიეტომ "რეალ სოსიედადიდან" და ხოაკინ სანჩესმა "ბეტისიდან" - 4:4.

"მესტალიაზე" ხუთგოლიან თრილერში "ვალენსიამ" 3:2 იმარჯვა "ბილბაოსთან". "ღამურების" წარმატება დიდწილად იტალიელი სიმონე ძაძას შედეგიანი თამაშის წყალობაა - მან უკვე 6 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

ქვეყნის ჩემპიონმა წუხელ ისკოს დუბლის წყალობით "ესპანიოლი" 2:0 დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

სხვა ფაქტები

"სელტამ" ამ სეზონში უკვე შეძლო 10 ქულის განიავება (იგებდა და წააგო ან გაუთანაბრეს), რაც ყველაზე მეტია.

ბოლოს პირველ 16 წუთში ოთხი გოლი "სელტა"-"ჟირონას" მატჩამდე (3:3) ლა ლიგაში 2012 წელს ვიხილეთ - "ბარსელონასა" და "რეალ სოსიედადს" შორის (3:1).

"დეპორტივოს" "ხეტაფესთან" პირველ ტაიმში ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ბურთის ფლობაში - 65,8%.

"მალაგას" ამ სეზონში მხოლოდ ქულა აქვს. ეს ამ გუნდის ისტორიაში უცუდესი სტარტია.

"ლეგანესმა" ზედიზედ ხუთი დერბის წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა.

"ალავესმა" სტუმრად "ლევანტესთან" 2 გოლი გაიტანა, რაც მეტია, ვიდრე წინა 6 ტურში.

ამ სეზონში "ატლეტიკომ" პირველ ტაიმში გოლი უკვე შვიდიდან 6 შემთხვევაში ვერ გაიტანა.

იან ობლაკმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში ბოლო 14 ზუსტი დარტყმულიდან 13 მოიგერია.

ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) პირველად ვერ შეძლო კარში დარტყმა.

ტონი სანაბრიამ (ბეტისი) შეძლო გატანა ლა ლიგის ბოლო სამ ტურში.

ანდრეს გუარდადო (ბეტისი) და დავიდ სილვა (სიტი) ევროპის ტოპ-5 ლიგაში ასისტენტთა შორის ლიდერობენ - 6-6 საგოლე პასი.

დიეგო ლორენტემ (რეალ სოსიედადი) ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრებაში, ყველაზე მეტი ლა ლიგის მცველებს შორის.

ლა ლიგაში 4:4 "ვილიარეალი"-"ატლეტიკოს" შემდეგ (2008) პირველად დაფიქსირდა.

სედრიკ ბაკამბუ "ვილიარეალის" მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა დიეგო ფორლანის (ორჯერ), უჩესა და რიკელმეს შემდეგ.

აშრაფ ჰაკიმი გახდა პირველი მაროკოელი, რომელმაც ამ საუკუნეში "რეალის" მაისურით ითამაშა.

ლა ლიგის ამჟამინდელ ფეხბურთელებში ლიონელ მესის 360 გოლი აქვს ჩემპიონატში და ის პირველ ადგილზეა.

არიც ადურისმა (ბილბაო) ლა ლიგაში 150-ე გოლი გაიტანა.

ამ სეზონში სიმონე ძაძამ (ვალენსია) 8-ჯერ დაარტყა კარში ზუსტად და 6 გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" საკუთარი საუკეთესო სტარტი (2013/14) გაიმეორა ლა ლიგაში - 7-დან 7 გამარჯვება.

ლიონელ მესიმ 2017 წელს "ბარსელონას" მაისურით 45 გოლი გაიტანა.

ლიონელ მესიმ "კამპ ნოუზე" მე-100 საგოლე პასი გააკეთა (ყველა შეჯიბრებაში).

სულ მესის ანგარიშზე 139 საგოლე პასია "ბარსელონას" მაისურით, თუმცა სერხიო ბუსკეტსს მან პირველად გაატანინა.

"ბარსელონას" "ლას პალმასთან" ბურთის ფლობის 45% ჰქონდა. შინ მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გუნდს ამაზე დაბალი მაჩვენებელი.

ხავიერ მასკერანო გახდა მეოთხე არაესპანელი, ვინც "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში მე-200 მატჩი ითამაშა (მესის, ალვეშისა და კოკუს შემდეგ).

ლიონელ მესიმ 594-ედ ითამაშა "ბარსელონას" მაისურით. მან გადაასწრო კარლეს პუიოლს. წინ მხოლოდ ჩავი და ინიესტაა.

სელტა-ჟირონა 3:3

გოლები: 1:0 სისტო (8), 1:1 პორტუ (10), 1:2 სტუანი (14), 2:2 მაქსი გომესი (16), 3:2 ვასი (76), 3:3 ხუანპე (86 )

დეპორტივო-ხეტაფე 2:1

გოლები: 0:1 დიედიუ (54), 1:1 ლ. პერესი (66), 2:1 ანდონე (87)

სევილია-მალაგა 2:0

გოლები: 1:0 ბანეგა (68-პენ), 2:0 მურიელი (70)

სევილია (4-3-3): სორია - მერკადო, კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - კრონ-დელი (84. ნ"ზონზი), პისარო, ფ. ვასკესი (58. ბანეგა) - ხესუს ნავასი, მურიელი, ხ. კორეა (69. ნოლიტო)

ლევანტე-ალავესი 0:2

გოლები: 0:1 ელ ჰადადი (33), 0:2 მედრანი (81)

ლეგანესი-ატლეტიკო 0:0

ატლეტიკო (3-5-2): ობლაკი - ხ. ხიმენესი, სავიჩი, გოდინი - ა. კორეა (54. ფერეირა-კარასკო), თომასი, საულ ნიგესი, გაბი, კოკე - ვიეტო (62. ფ. ტორესი), გრიზმანი (67. ვრსალიკო)

სოსიედადი-ბეტისი 4:4

გოლები: 0:1 სანაბრია (6), 1:1 ვილიან ჟოზე (13), 2:1 ოიარზაბალი (26), 2:2 ფედალი (28), 2:3 ხოაკინი (46), 3:3 ჩაბი პრიეტო (57), 3:4 ს. ლეონი (84), 4:4 დ. ლორენტე (86)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, დ. ლორენტე, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო (71. კანალესი), ილიარამენდი, ზურუტუზა - ხუანმი (60. ველა), ვილიან ჟოზე (83. იონ ბაუტისტა), ოიარზაბალი

ბარსელონა-ლას პალმასი 3:0

გოლები: 1:0 ბუსკეტსი (49), 2:0 მესი (70), 3:0 მესი (77)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - ა. ვიდალი (46. ინიესტა), ბუსკეტსი, პაულინიო (46. რაკიტიჩი) - დ. სუარესი, მესი, ლ. სუარესი

ვალენსია-ბილბაო 3:2

გოლები: 1:0 ძაძა (27), 2:0 პარეხო (34-პენ), 2:1 ადურისი (59), 3:1 როდრიგო (66), 3:2 რაულ გარსია (76)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, გარაი, გაია - ა. პერეირა (71. მაქსიმოვიჩი), პარეხო, სოლერი, გედეში (83. ლატორე) - როდრიგო (73. მინა), ძაძა

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე, ვესგა - სუსაეტა, სან ხოსე (46. ადურისი), კორდობა - ვილიამსი (60. რაულ გარსია)

ვილიარეალი-ეიბარი 3:0

გოლები: 1:0 ბაკამბუ (25), 2:0 ბაკამბუ (52), 3:0 ბაკამბუ (76-პენ)

რეალი-ესპანიოლი 2:0

გოლები: 1:0 ისკო (30), 2:0 ისკო (71)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - ჰაკიმი, ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი (82. სებალიოსი), კაზემირო, კროოსი (69. ლ. ვასკესი) - ისკო (90. მაიორალი), რონალდო, ასენსიო

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 6 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 5 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), მაქსი გომესი (სელტა).

მომდევნო ტური

13 ოქტომბერი: ესპანიოლი-ლევანტე;

14 ოქტომბერი: ბილბაო-სევილია, ხეტაფე-რეალი, ალავესი-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-ბარსელონა;

15 ოქტომბერი: ეიბარი-დეპორტივო, ჟირონა-ვილიარეალი, მალაგა-ლეგანესი, ბეტისი-ვალენსია;

16 ოქტომბერი: ლას პალმასი-სელტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს