საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე შეკრებაზე მეოთხე ვარჯიში ჩაატარა - გამარჯვების გოლი კვლავ სირაძისაა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე შეკრებაზე მეოთხე ვარჯიში ჩაატარა და მესამე გაზონზე შეაბიჯა - შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ გუნდი თავდაპირველად “ბასაზე” ავარჯიშა, ორჯერ ნაკრების ფეხბურთელები ეროვნულ სტადიონს ეწვივნენ, გუშინ კი წვრთნა გლდანში, “ამერის” სტადიონზე გაიმართა.

გუშინდელმა ვარჯიშმა საათზე მეტს არ გასტანა, შესაძლოა, იმიტომ, რომ გლდანში ძლიერი ქარი ქროდა და საწვრთნელ პროცესს ძალიან უშლიდა ხელს. ერთხელ ქარმა გადასატანი კარი წააქცია და კიდევ კარგი, იმ მომენტში მის სიახლოვეს არავინ ყოფილა.

თავიდან ქეცბაიამ გუნდი ოთხ ნაწილად გაყო. მეკარეები მამუკა აბუსერიძის განკარგულებაში გადავიდნენ და აქტიურად იმუშავეს, სამად განაწილებულმა წინახაზელებმა კი ჩვეულებრივი “კვადრატი” ითამაშეს.

უფრო საინტერესო იყო ორმხრივი თამაში, რომელიც ნახევარ მოედანზე გაიმართა. ქეცბაიამ გუნდი თითქმის სწორედ ისე გაყო, როგორც წინა დღით, მხოლოდ მეკარეებს შეუცვალა გუნდები.

“ყვითლების” შემადგენლობა ასეთი იყო: ლორია, სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე, დაუშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა, იაშვილი, გელაშვილი, დვალიშვილი.

“წითლები”: რევიშვილი, ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია, კანკავა, კობიაშვილი, გურული, მოდებაძე, მარცვალაძე, სირაძე.

ისევე, როგორც წინა დღეს, ალექსანდრე კოშკაძემ “ნეიტრალური” ფეხბურთელის როლი შეასრულა და ორივე გუნდს ეხმარებოდა, მეკარე როინ კვასხვაძეს კი თამაშში მონაწილეობა არ მიუღია და ვარჯიში აბუსერიძესთან ჩაამთავრა.

თამაში ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და “წითლების” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. პირველ ტაიმში აკაკი ხუბუტიამ გიორგი ლორიას არაზუსტი პასი მისცა, ბურთი დავით სირაძემ ჩაჭრა და ანგარიში გახსნა. ქარი ორმხრივ ბურთაობაშიც აქტიური “მოთამაშე” იყო. “ყვითლებს” გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბუბა დაუშვილმა ბურთი ძელს გაარტყა.

ქეცბაია მთელი ვარჯიშის განმავლობაში აქტიური იყო და ფეხბურთელებს თითქმის ყველა არასწორ გადაწყვეტილებაზე ენერგიულად მიუთითებდა. განსაკუთრებული შენიშვნები თავდამსხმელთა მიმართ ჰქონდა და მათგან კარში დროულად დარტყმას მოითხოვდა. თამაშისას ერთი-ორჯერ ხისტადაც ითამაშეს, რაც ქეცბაიამ შეგირდებს კატეგორიულად აუკრძალა.

გუშინდელმა ვარჯიშმა განსაკუთრებული დასკვნების გაკეთების საშუალება არ მოგვცა, თუმცა ერთი აშკარაა, ხორვატიასთან უმეტესად ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომელთაც ვარჯიშზე ყვითელი გადასაცმელები ემოსათ. “ყვითლებშივე” უნდა გვეგულებოდეს დაცვის მთლიანი ხაზიც, მაგრამ მოვლენებს წინ მაინც ნუ გავუსწრებთ...

ჯანო ანანიძე გუშინდელ ვარჯიშზე საერთოდ არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, მისი თამაში ხორვატიასთანაც გამოირიცხა და ისრაელთანაც.

დღეს საქართველოს ნაკრები ეროვნულ სტადიონზე 17 საათიდან ივარჯიშებს. ვარჯიშის საწყისი 20 წუთი ღია იქნება.

m.a.r.g.v.e
ყველა მიყვარხართ. დღეს 17:00, ანუ 5 საათზე ვესწრებით ნაკრების ბოლო ვარჯიშს. გავამხნევოთ ბიჭები. საქართველო!!! დემე, შენთან ვართ!

დემე დემე დემე
bb king
858 900 285 შეგვეხმიანეთ უკვე ორი კაცი ვართ, მაგრამ ჩვენ ვერ ვეყოფით ამ საქმეს. არ მოგერიდოთ და არ დაგეზაროთ, გელოდებით. ინტერნეტში ვეღარ ვიქნები ცოტა ხნით ამიტომ ნომერზე შევეხმიანეთ. ბანერის დასაბეჭდად 100 ლარი გვინდა ჯერ სადღაც 25ლარი გვაქ. დაგვიკავშირდით.
tusaghi
დემე, შენთან ვართ! სტადიონის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ყველას ვაცნობოთ: ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. პრაიმ თაიმია, ასე ვთქვათ. 1 სრული წუთი! ახლავე ვიწყებთ ინფორმაციის გავრცელებას. ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...