ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პიკეს ცრემლები, ანუ რა იქნება კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ [VIDEO]

პიკეს ცრემლები, ანუ რა იქნება კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ [VIDEO]

შაყირის მოყვარული ჟერარდ პიკეს წარმოდგენა, თუ როგორ ტირის სიცილისგან, იოლია. აი, უბრალოდ მტირალი პიკეს ნახვა კი ძნელია, თუმცა 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ეს ვნახეთ. მან რამდენჯერმე ვერ შეიკავა ემოცია, თუმცა თავისი სათქმელი მან მაინც ბოლომდე ჩაამთავრა...

"ყველას აქვს ხმის უფლება. შეგიძლია, აირჩიო "კი", ან "არა", ან სულაც ცარიელი დატოვო ბლანკი. მთავარი კი ისაა, რომ შენ ამ ყველაფრის უფლება გაქვს. ესპანეთში ხალხს დიდხანს არ ჰქონდა ხმის უფლება. ახლა გვაქვს და ჩვენი ვალიცაა ამ უფლების დაცვა, - აქ პიკემ ცრემლი ვერ შეიკავა. - თავს კატალონიელად ვგრძნობ. ვამაყობ ჩემი ხალხით და იმით, რომ აგრესიის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. სამაგიეროდ კი, გამოგვიგზავნეს პოლიცია და ჯარი. მათ ასე მოქცევის უფლება არ ჰქონდათ".

ამის შემდეგ პიკეს სპორტიც გაახსენდა: "ვფიქრობ, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაში კიდევ შემიძლია. ვიცი, რომ ბევრი ესპანელი იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს. ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, ნაკრებში აღარ გავჩერდებოდი. მწვრთნელი ან ვინმე ხუნტიდან... ბოდიში, ფედერაცია უნდა მეთქვა, თუ იტყვის, რომ ჩემი თამაში ნაკრებში პრობლემაა - გავერიდები. 2018 წლის მუნდიალის მერე წავალ", - ეს ხმამაღალი განაცხადი პიკემ "ბარსელონა"-"ლას პალმასის" კინაღამ ჩაშლილი მატჩის შემდეგ განაცხადა. სხვათა შორის, პიკე იმათ რიგებში იყო, ვისაც მატჩის ჩაშლა სურდა.

"ნაკრებში თამაში პატრიოტიზმის საკითხი არაა. ნუთუ, გჯერათ, რომ ყველაზე პატრიოტები ნაკრებში თამაშობენ? არა, რა თქმა უნდა. ხშირად ნაკრებებში არიან ნატურალიზებული სპორტსმენებიც, რომლებიც იმასვე არ გრძნობენ, რასაც მათი გუნდელები. ეროვნული ნაკრები პატრიოტიზმის კონკურსში ნუ გეშლებათ", - თქვა "ბარსას" მცველმა.

რატომ დარდობს ასე?
კატალონიურ რეფერენდუმს არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდა იურიდიული ძალა. მეტიც, კატალონიის მცხოვრებთა უმეტესობა არ იყო გამოყოფის მომხრე, მაგრამ აქ ესპანეთის ხელისუფლება ჩაერია და ყველაფერი გაართულა. რეფერენდუმი კანონგარეშედ გამოაცხადეს, 14 კატალონიელი პოლიტიკოსი დაიჭირეს. კატალონიელებს ვერ გადაათქმევინეს და მოქმედებაზე გადავიდნენ. 300-ზე მეტი კატალონიელი დაშავდა რეფერენდუმის დღეს. დაშავდნენ ესპანელი პოლიციელებიც.

ჟერარდმა ხმის მიცემა შეძლო. იგი არავის უცემია ხმის მიცემის შემდეგ, მაგრამ ფეხბურთელმა შეიტყო, რა შეემთხვათ სხვებს. ცეცხლზე ნავთი დაასხა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისმა:

"რეფერენდუმი დიქტატორების იარაღია", - როგორ მოგწონთ? ან ეს - "კატალონიელები ნაცისტური ტაქტიკით მოქმედებენ, ეს არის ძალადობა დემოკრატიაზე".

ყველანაირი შეხედულება შეიძლება გქონდეთ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ, მაგრამ მინისტრის ამ სიტყვების შემდეგ თვით პიკეს გამონათქვამებიც კი წინასწარ აწონ-დაწონილი და მოზომილი მოჩანს.

რა ვერ შეამჩნია?
ძალადობა ბარსელონას ქუჩებში, რომლის ინიციატორები ხშირად სწორედ მომიტინგეები იყვნენ. ასობით კადრი გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ მისდევენ დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებითა და სხვა საგნებით შეიარაღებულები. ასე რომ, პროტესტი არც ისე მშვიდობიანი იყო, როგორც ამას "ბარსას" ვარსკვლავი წარმოგვიდგენს.

რეფერენდუმზე 2,5 მილიონი ადამიანი მივიდა, რომელთა 90%-მა ხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა. ეს კი ცოტაა, რადგან კატალონიაში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რა მოხდება მომავალში, არავინ იცის. პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი აცხადებს, რომ დიალოგის კარს ჯერ არ ხურავს, მაგრამ კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ მისმა ხალხმა მოიპოვა უფლება სუვერენიტეტზე.

რა შუაშია აქ ფეხბურთი?
...შუაში კი არა, თავშია. კრიზისის ფონზე, კითხვა - ითამაშებს თუ არა პიკე ესპანეთის ნაკრებში - მეათეხარისხოვანი ჩანს, მაგრამ რა ვთქვათ "ბარსელონას" ბედზე?

კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში ესპანეთი არა მარტო მძლავრად განვითარებულ მხარეს კარგავს, ლა ლიგა დაშლის პირას რჩება. ცალკე ფიფა აშინებს ფედერაციას, რომ არ გაბედოს "ბარსას" მოკვეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მუნდიალმა "ფურია როხას" გარეშე ჩაიაროს. თუმცა მადრიდში ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ "ბარსა" თავად წავა და მას ვერ დააკავებენ, მაგრამ დავუბრუნდეთ პიკეს...

დიახ, პიკე ჯერაც საჭიროა ნაკრებში, მაგრამ ამ იძულებითი ქორწინებიდან ორივე მხარემ ბევრი სარგებელი უკვე ნახა და მათი დაშორება დიდი ტრაგედია არ იქნება. პიკეს პოზიცია კი უკვე უცნაურად გამოჩნდება - ერთი მხრივ, ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდშია და მეორე მხრივ, ესპანეთის ნაკრებში თამაშს კატალონიელები ვეღარ გაუგებენ ფეხბურთელს. ჯერჯერობით, რბილია "როხას" თავკაც ხულიენ ლოპეტეგის პოზიცია, მაგრამ აი, სერხიო რამოსი კი უკვე აცხადებს, რომ პიკეს საქციელი ნაკრებს ორად გახლეჩს. "როცა გამოდიხარ და ხალხს რეფერენდუმზე მონაწილეობისკენ მოუწოდებ, მერე აღარ უნდა გიკვირდეს, რომ სტადიონზე გისტვენენ", - ამბობს "რეალის" ვარსკვლავი და ნაკრებში პიკეს მეწყვილე.

პიკეს "ტვიტერზე" რომ შეიხედოთ, იქ პოლიტიკას უფრო დიდი დოზით აღმოაჩენთ, ვიდრე ფეხბურთს. არც კი ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რა საქმიანობას მიჰყოფს ხელს ჟერარდი საფეხბურთო კარიერის შემდეგ. ის, ფაქტობრივად, უკვე არის პოპულარული პოლიტიკოსი. ახლა მხოლოდ ერთია საკითხავი, როდემდე შეუთავსებს იგი პოლიტიკოსობას ფეხბურთელობას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კაკა

"რეფერენდუმზე 2,5 მილიონი ადამიანი მივიდა, რომელთა 90%-მა ხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა. ეს კი ცოტაა, რადგან კატალონიაში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს" ასეთ რამეს რატომ წერთ? რამდენმაც შეძლო იმდენი მივიდა, თუ ოდნავ მაინც ერკვევით საკითხში უნდა იცოდეთ რომ უბნები დაარბიეს, ბიულეტინების წაართვეს და ასე შემდეგ და ამის შემდეგ ცინიკურად ამბობთ 2,2 მილიონი ცოტააო? 7 მილიონი რომ ცხოვრობს ყველა ხმის უფლების მქონე არაა და წესით ესეც უნდა იცოდეთ. მოკლედ იმდენი რამე უნდა იცოდეთ რაც "არ იცით" რომ ფრანკოს შთამომავალი უნდა იყოთ ...

• koka

კარგი სტატიაა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია

[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა

გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწია - "ბარსას" 3 ფეხბურთელი მძიმედ ტრავმირებულია

როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ჟერარ პიკე: მსაჯები "რეალს" ეხმარებიან

პიკე: არ ვიცი, გავხდები თუ არა "ბარსელონას" პრეზიდენტი

პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს მთავარი კონკურენტი დაასახელა

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

ჟერარდ პიკე პსჟ-სთან პირველი მატჩისთვის ვერ დაბრუნდება

სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა