საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს სერბეთის ნაკრებთან გასვლაზე ჩაატარებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ოქტომბერს "დინამო არენაზე" უელსს დაუპირისპირდება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 9 ოქტომბერს, სერბეთის ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს.

ჩვენს ნაკრებს თეორიული შანსებიც აღარ დარჩა გასვლის და ახლა მხოლოდ ლამაზი ფეხბურთი შეგვიძლია მოვითხოვოთ მათგან.

ერთეული იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ნაკრებს გასვლით თამაშებში დაჰყვება და გულშემატკივრობს. არადა, სულ სხვა "მუღამი" აქვს, როცა გასვლით მატჩებში გულშემატკივრობ შენს გუნდს და მთელი მოედანი თითქმის შენ წინააღმდეგაა.

ბელგრადში, რა თქმა უნდა, მარტო ნაკრების საყურებლად ჩასვლა არ ღირს, ძალიან ლამაზი ქალაქის დათვალიერებითაც შეგიძლია მიიღო სიამოვნება. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ გზებს ბელგრადში მოსახვედრად და რჩევებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ.

მატჩი "რაჟკო მიტიჩის სტადიონზე" გაიმართება, რომელიც "დინამო არენაზე" ცოტათი პატარაა - 51 755 ადგილი. სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზეა და მინიმალურია შანსი იმისა, რომ ეს პოზიცია დაკარგოს.

შესაბამისად, სტადიონზე ბევრი ხალხი მივა და საკვალიფიკაციოს დიდებულ ნოტზე დასამთავრებლად გულშემატკივრობას არ მოაკლებს. ბილეთი 10 ლარიდან 30 ლარამდე ღირს და უკვე გაყიდვაშია.

მგზავრობისთვის ორი ვარიანტი არსებობს: სტამბულიდან ორმხრივი ბილეთი 120 დოლარი დაგიჯდებათ და თბილისიდან 300 დოლარად შეგეძლებათ ბილეთების შეძენა. ასევე სერბეთს შეგიძლიათ მეზობელი ქვეყნებიდან ეწვიოთ, სადაც პირდაპირი რეისები საქართველოს ბევრად იაფად აქვს: უნგრეთიდან ან ბულგარეთიდან.

სერბული ვალუტაა დინარი, 100 დინარი დაახლოებით 2.45 ლარია.

ქალაქში თითქმის ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს: მეტრო, ავტობუსი, ტროლეიბუსი და ტრამვაი. ერთჯერადი მგზავრობის საფასური ჩვენს ფულზე დაახლოებით 2 ლარია, ხოლო თუ მთელი დღით ულიმიტო მგზავრობის ბარათს შეიძენთ - 6 ლარი. ტაქსით მგზავრობა დაახლოებით, ერთ გავლილ კილომეტრზე 1 ლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება ღამით დასარჩენ ადგილებს, საკმაოდ იაფია: ჰოსტელების ფასი 10 ლარიდან იწყება, ხოლო სასტუმროებში 30 ლარად შეგიძლიათ მოეწყოთ. ასევე, მდინარე დუნაის პირას არის კემპინგის სივრცეები, სადაც შეგეძლებათ კარავით დარჩეთ.

სერბეთის ნაციონალური კერძებია: პლეჟსკავიცა, ცევაპი და კარადორდევა - საშუალოდ ამ კერძების ფასი 5 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. ზოგადად, ქვეყანაში კვება ძვირი არ ღირს და მაღაზიებშიც საკვებს საკმაოდ იაფად შეიძენთ.

ხუთი რამ, რაც ბელგრადში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ:

ბელგრადის ციხე

ავალას მთა და ავალას კოშკი

ავიაციის მუზეუმი

გორდას კოშკი

წმინდა სავას ეკლესია

Georgian
გალაქტიონ ტყუილად გაქე და გადიდე მე შენ))) ვიზა როგორ გამოგრჩა? ყველაზე მთავარი..
niko
ყველაზე მთავარი გავიწყდებათ-სერბეთში ვიზის გარეშე ვერ შეხვალთ!
დიმიტრი
ცოტა დაგვიანებულია ეს სტატია. საქმე ისაა, რომ სერბეთში საჭიროა ვიზა, რომელსაც საქართველოში ვერ აიღებთ. შესაძლებელია უკრაინაში გაკეთება, მაგრამ არ მგონია ვადებში მოესწროს.
დავითი
გინდათ სახე გაგიხიონ გახარებულმა სერბმა ფანებმა? წადი ბელგრადში!
ლეონტი
ავტორს: რომელი გზამკვლევით ისარგებლეთ? 40 ევროზე ნაკლებად თუ ნახეთ სასტუმრო ბელგრადში,(ჰოსტელებზე არ ვამბობ), შემატყობინეთ. ვიზა გვინდა აქ ჩამოსასვლელად, მულტიშენგენით ან მულტი ამერიკის ვიზით არის საჭირო შემოსვლა
georgian
გალაქტიონ შენ ხარ პიროვნება. აი ეს არის სტატია, როგორც ასეთი. მსგავსი საინტერესო სტატიები ხშირად უნდა იდებოდეს. ბრავო და მადლობა.
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბრაზილია ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებს - "სელესაოს" მორიგი მარტივი გამარჯვება [VIDEO]
საქართველო-სერბეთი 0:0 - პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით
სერბეთმაც მოგვიგო, შესარჩევი მოგების გარეშე დავასრულეთ [VIDEO]
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია