საფრანგეთი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისი-სტამბოლი-პარიზი-ნანტის ავიარეისით დანიშნულების ადგილამდე ჩაფრინდა და ელიტრაუნდის სასტარტო მატჩისთვის ემზადება.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ნანტის სიახლოვეს დაბინავდა, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ნანტის “ლა ბოჟუარზე” საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს. შეგახსენებთ, ელიტრაუნდის ჯგუფებიდან სერბეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებულები გავლენ და, შესაბამისად, დღეს მარცხის

უფლება არ გვაქვს.

საფრანგეთი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება ანასტასიოს სიდიროპულოსის მეთაურობით.

ბუნებრივია, ჩვენი ნაკრები ხანგრძლივმა მგზავრობამ გადაღალა, მაგრამ ბიჭებმა ძალების აღდგენა უკვე მოასწრეს, ივარჯიშეს კიდეც და სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულია, რომ ფრანგების წინააღმდეგ გუნდი სრულად დაიხარჯება. ბაჩანა არაბულის არყოფნას დიდ დანაკლისად მიიჩნევენ, მაგრამ მისი სრულფასოვნად შეცვლის იმედი მაინც აქვთ.

უკვე ნაკრებთან ერთადაა ორი ლეგიონერი - მიუნხენის “ბაიერნის” საყრდენი ლუკას ჰუფნაგელი და ბელგიური “ბეერსხოტის” თავდამსხმელი ნიკა ტარყაშვილი.

dato
მიდით, ბიჭებო, მიაწექით! სანერვიულო არაფერია. მაგრები ხართ. მოუსმინეთ მწვრთნელს, შეასრულეთ დავალებები მშვიდად, მუდმივად იფიქრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ და შედეგი მოვა. დემე ჩვენი სიხარულია! იყო და იქნება! 26-ში ეგრევე ჰიმნების მერე ვიწყებთ: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით. ყველა მართალ კაცს გაუმარჯოს!
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა