მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "რედ ბულის" გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა მომავალ ჩემპიონატზე საკუთარი და კონკურენტების შანსები შეაფასა
სეზონის წინ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა ინტერვიუ მისცა გერმანულ გაზეთ "ბილდს", რომელშიც მომავალ ჩემპიონატზე საკუთარი და კონკურენტების შანსები შეაფასა.

- სებასტიან, ამ არდადეგებზე რამდენჯერ გაწმინდეთ საჩემპიონო თასი? და რა საპატიო ადგილი უკავია მას თქვენს სახლში?

- რამდენჯერმე გავაკეთე ეს. ამ მომენტისთვის ის სამზარეულოში დგას.

- არაფერი გექნებათ იმის საწინააღმდეგო, რომ ეს თასი კვლავაც თქვენი ინტერიერის საგნად დარჩეს. რამდენად იოლი იქნება ბრძოლა ჩემპიონის რანგში? ბოლიდზე "ნომერი 1" დამატებითი მოტივაციაა თუ მძიმე ტვირთი?

- დიახ, ძალიან მინდა, რომ თასი ჩემთან დარჩეს. შესაძლოა, საჩემპიონო ტიტული დამატებით დამაჯერებლობას გმატებს, მაგრამ სეზონის წინ ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. ასე რომ მანქანაზე "ნომერი 1" ამ მხრივ არანაირ უპირატესობას არ მომიტანს.

- წლევანდელ ჩემპიონატში თქვენ უკვე სხვების სამიზნე იქნებით და არა სხვებზე მონადირე. შეცვლის თუ არა ეს თქვენს მიდგომას, სტრატეგიას, ტაქტიკას?

- ჩემი სამუშაო არ განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. ახალ სეზონს ყველა ნული ქულით იწყებს და ბრძოლა რთული იქნება.

- შეუძლია თუ არა "რედ ბულს" 2011 წელს დომინირება? ვის მიიჩნევთ მთავარ მოწინააღმდეგედ?

- იმედი მაქვს, რომ კარგი შეგრძნებები მექნება. "ფერარი", "მაკლარენი" და ალბათ, "მერსედესი" იქნებიან ძლიერები. შესაძლოა, გარკვეული სიუპრიზებიც გველოდება წინ. მაგალითად, "რენოსგან" ან "ტორო როსოსგან".

- თქვენი მეწყვილე მარკ უებერი უფრო დამხმარე იქნება თუ მოწინააღმდეგე? როგორი ურთიერთობა გაქვთ? თქვენს შორის შორის უკვე იყო უთანხმოება.

- ის დამხმარეც იქნება და მეტოქეც. ჩვენს შორის პროფესიული დამოკიდებულებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტრასაზე მის მიმართ ისევე ვიმოქმედებ, როგოც ნებისმიერი კონკურენტის წინააღმდეგ.

- "რედ ბულის" ბოსმა დიტერ მატეშიცმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არ ეშინია თქვენი გუნდიდან წასვლის. მანვე ისიც განაცხადა, რომ არ აპირებს ძალით თქვენს დატოვებას და "რედ ბულში" მხოლოდ იმ შემთვევაში დარჩებით, თუ გუნდი კონკურენტუნარიან ბოლიდს შემოგთავაზებთ. ბოსი სიმართლეს ლაპარაკობს?

- პასუხი საკმაოდ მარტივია: პილოტს ყოველთვის სურს უსწრაფესი მანქანა ჰყავდეს. მაგრამ, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია კარგად იგრძნო გუნდში თავი. "რედ ბულში" კომფორტულად ვარ, ეს საჯინიბო ერთი დიდი ოჯახივითაა.

- რაში მდგომარეობს "რედ ბულის" წარმატების საიდუმლო?

- ეს არის ძალიან მოტივირებული ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც ყველა პოზიცია ძლიერი აქვს.

- არ გხიბლავთ ერთხელ მაინც "ფერარიში" ან "მერსედესში" გამოსვლის პერსპექტივა? "მერსედესის" ბოსთან ნორბერტ ჰაუგთან ხანგრძლივი და კარგი ურთიერთობა გაქვთ...

- ცხოვრებაში ბევრი პერსპექტივა არსებობს. მიყვარს იტალიური კერძები, თავად იტალია, პადოკში ბევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს... მაგრამ მთავარია იჯდე სწრაფი მანქანის საჭესთან. "რედ ბულში" მაქვს ასეთი შესაძლებლობა.

- ვისთან გაქვთ ფორმულა 1-ში საუკეთესო ურთიერთობა? ვინმესთან მეგობრობთ?

- ჩვეულებრივ ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარი ყველას ჰყავს. ფორმულა 1-ში მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება რთულია, რადგან ყველას ერთი მიზანი აქვს და ერთმანეთის მეტოქეები არიან. თუმცა ჩვენ კარგად ვეწყობით მიხაელ შუმახერს.

- რას ელოდებით მიხაელისგან ამ სეზონში? შეძლებს თუ არა ის რბოლების ან თუნდაც ჩემპიონატის მოგებას? თუ როსბერგი ისევ დაამარცხებს ვეტერანს?

- დარწმუნებული ვარ, რომ მიხაელს თავისი გამოცდილებისა და ოსტატობის ხარჯზე ყველაფერი შეუძლია. სხვა პილოტების მსგავსად, მასაც ძალუძს ჩემპიონის ტიტულის მოგება, ოღონდ კარგი მანქანის პირობებში.

- რას ელით "პირელის" ახალი საბურავებისგან? ტესტებზე მათი გამძლეობა აშკარად მოიკოჭლებდა.

- ჯერჯერობით ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - რბოლაში ორზე მეტი პიტსტოპი იქნება.

- კარგი იდეაა თუ არა KERS-ის სისტემის დაბრუნება და მოძრავი უკანა ანტიფრთის შემოღება, რათა გასწრების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას?

- ყველა ერთ პირობებში ვიქონებით. ვნახოთ როგორ იმოქმედებს ეს სიახლე რბოლის მიმდინარეობაზე.

- ხომ შეიძლება ეს სახიფათო იყოს? პილოტს ათასგვარი სისტემის ასამოქმედებლად ღილაკებზე თითის დაჭერა მოუწევს და ამან შეიძლება კონცენტრაცია დაუკარგოს უშუალოდ პილოტირების დროს.

- არა მგონია. საკითხია მხოლოდ იმაშია, რა სიამოვნებას მიიღებენ ამისგან პილოტები.

- 2011 წელს ჩემპიონობის გარდა ნებისმიერი შედეგი იმედგაცრუება იქნება?

- თუ მეცოდინება, რომ მიზნის მისაღწევად ძალების მაქსიმუმი გავიღე, კმაყოფილი დავრჩები. თუ ეს ტიტულის მომიტანს - მით უკეთესი.

- ფორმულა 1-ის გარდა კიდევ რა სურვილები გაქვთ?

- მინდა მეტი დრო მქონდეს ოჯახისთვისა და მეგობრებისთვის.

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა