ევროპულ ზონაში გუშინდელ მატჩებს ნაკლები ინტრიგა ჰქონდა
ევროპულ ზონაში გუშინდელ მატჩებს ნაკლები ინტრიგა ჰქონდა. C ჯგუფში გარკვეული იყო პირველი და მეორე ადგილების ბედი.

E ჯგუფში პოლონეთს ქულა ჰყოფნიდა შინ მონტენეგროსთან მატჩში, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულიყო, ხოლო დანიას არ უნდა წაეგო სახლში რუმინეთთან მეორე ადგილის გასანაღდებლად.

სერიოზული ბრძოლა მხოლოდ F ჯგუფში იყო მოსალოდნელი და ისიც მეორე ადგილისთვის, რადგან ინგლისს გარანტირებული ჰქონდა ფინალური საგზური...

პოლონეთმა ცოტა იწვალა, 2:0-დან მეტოქეს შანსი მისცა და ბოლოს 4:2 მოიგო, რითაც თავისი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება. დანიამ კი სასურველ ფრეს მიაღწია რუმინეთთან მატჩში და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

პოლონეთის რიგებში ერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და 16 გოლით ისევ გახდა ამ შესარჩევი ციკლის საუკეთესო ბომბარდირი. ახლა ჯერი კრიშტიანო რონალდოზეა, რომელსაც 15 გოლი აქვს და ერთი თამაში რეზერვში - ხვალ, შვეიცარიის წინააღმდეგ.

დიდი ბრძოლა გაიმართა მეორე ადგილისთვის F ჯგუფში. სხვებზე უკეთეს მდგომარეობაში იყო შოტლანდია, რომელიც კონკურენტებზე არ იყო დამოკიდებული და მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილს ინაღდებდა.

ბრიტანელები იგებდნენ სტუმრად სლოვენიასთან, მაგრამ შემდეგ ორი გოლი მიიღეს გერმანული "დარმშტადტის" ფეხბურთელ რომან ბეჟიაკისგან.

შოტლანდიამ ბოლოს მაინც გაათანაბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, რადგან კონკურენტების ფრით კარგად ისარგებლა სლოვაკეთმა. მან მალტას დამარცხებით მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა არსებობს დიდი ალბათობა, რომ ეს გუნდი ცხრა მეორეადგილოსანს შორის უარესი აღმოჩნდეს და ვერ მოხვდეს პლეი-ოფში.

აღვნიშნოთ ერთი მიღწევა - ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში 21 მატჩია არ მარცხდება, რაც საკუთარი რეკორდის გამეორებაა. "ლომებს" ასეთი პერიოდი 1981-93 წლებში ჰქონდათ.

როგორც ვთქვით, C ჯგუფში ინტრიგა არ იყო. ამიტომაც აქ ჩატარებულ მატჩებზე დიდხანს არ შევჩერდებით.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გერმანიის ნაკრები გახდა მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 10-დან 10 მატჩი მოიგო. პირველად ეს ესპანეთმა გააკეთა 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში. თუმცა, გერმანელებმა აჯობეს ესპანელებს იმით, რომ უკეთესი ბურთების სხვაობა დააფიქსირეს - +39!

რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, დანიის მსგავსად, მასაც გარანტირებული აქვს პლეი-ოფში თამაში.

C ჯგუფი

გერმანია-აზერბაიჯანი 5:1

გოლები: 1:0 გორეტცკა (9), 1:1 შეიდაევი (34), 2:1 ვაგნერი (54), 3:1 რუდიგერი (64), 4:1 გორეტცკა (66), 5:1 ჩანი (81)

გერმანია (3-1-4-1): ლენო - კიმიხი, მუსტაფი (36. გინტერი), ზიულე (22. რუდიგერი) - ჩანი - ბრანდტი, გორეტცკა, მიულერი (69. იუნესი), სანე - შტინდლი, ვაგნერი.

აზერბაიჯანი (4-1-4-1): აგაევი - მირზაბეკოვი, ბ. ჰუსეინოვი, აბიშოვი, ხალილზადე - გარაიევი - ს. ჰუსეინოვი (69. ნაზაროვი), რიჩარდი, ამირგულიევი, იზმაილოვი (77. გურბანოვი) - შეიდაევი (87. ალასკაროვი).

იხილეთ ვიდეო

ნორვეგია-ჩრ. ირლანდია 1:0

გოლი: 1:0 ბრანტი (71-საკ. კარში)

ნორვეგია (4-4-2): ნილანდი - სვენსონი, ნორდტვეიტი, რეგინიუსენი, მელინგი - მ. ელიუნუსი (72. ტ. ელიუნუსი), ბერგე, ჰენრიკსენი (83. სელნესი), იოჰანსენი (88. ლინესი) - სორლოტი, სადერლუნდი.

ჩრ. ირლანდია (4-3-3): მაკგოვერნი - მაკლაჰლინი, მაკოლი, ჯ. ევანსი, ბრანტი - დევისი კ. ევანსი (79. ფერგიუსონი), ნორვუდი (46. სავილი) - მაგენისი, ვაშინგტონი (69. ლაფერტი), დალასი.

ჩეხეთი-სან მარინო 5:0

გოლები: 1:0 კრმენჩიკი (8), 2:0 კრმენჩიკი (23), 3:0 კოპიჩი (27), 4:0 ნოვაკი (71), 5:0 კადლეცი (83)

ჩეხეთი (4-4-1-1): კუბეკი - კადერაბეკი, კალაში, ლუფტნერი, ნოვაკი - კოპიჩი (63. სიკორა), დოჩკალი, დარიდა, იანკტო - ბარაკი (70. კადლეცი) - კრმენჩიკი (63. კლიმენტი).

სან მარინო (5-3-2): ა. სიმონჩინი - ბროლი, ვიტაიოლი (82. მ. ბერარდი), დელა ვალე, პალაცი, გრანდონი - ბატისტინი, ტოზი, რინალდი - ფ. ბერარდი (76. ბერეტი), ბერნარდი (63. ბორინი).

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 10 10 0 0 43-4 30

2. ჩრ. ირლანდია 10 6 1 3 17-6 19

3. ჩეხეთი 10 4 3 3 17-10 15

4. ნორვეგია 10 4 1 5 17-16 13

5. აზერბაიჯანი 10 3 1 6 10-19 10

6. სან მარინო 10 0 0 10 2-51 0

E ჯგუფი

დანია-რუმინეთი 1:1

გოლები: 1:0 ერიქსენი (60-პენ), 1:1 დეაკი (88)

დანია (4-3-3): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, დურმისი - კვისტი, ერიქსენი, დელეინი - პოულსენი (83. შიონე), ბენდტნერი (70. დოლბერგი), სისტო.

რუმინეთი (4-3-3): ტატარუშანუ - ბალასა, კირიკეში, გრიგორე, განეა - ჰობანი, ბალუტა (83. ტუკუდეანი), სტანჩუ - დეაკი, ანდონე (70. კესერუ), ბუდესკუ (66. ბანჩუ).

გაძევება: განეა (63. რუმინეთი)

ყაზახეთი-სომხეთი 1:1

გოლები: 0:1 მხითარიანი (26), 1:1 ტურისბეკი (62)

ყაზახეთი (5-2-3): ლორია - მიროშნიჩენკო, ლოგვინენკო, დმიტრენკო, ახმეტოვი, ტუნგიშბაევი (46. ხიჟნიჩენკო) - ტაგიბერგენი, ბაიჟანოვი (75. დარაბაევი) - ნურგალიევი, მურთაზაევი, ტურისბეკი.

სომხეთი (4-1-4-1): ბეგლარიანი - ამბარცუმიანი, მიკაელიანი (67. ანდონიანი), არონიანი, დაგბაშიანი - გრიგორიანი - სიმონიანი, მხითარიანი პიცელი (70. კორიანი), მალაკიანი (60. ოვანესიანი) - ადამიანი.

პოლონეთი-ჩერნოგორია 4:2

გოლები: 1:0 მაჩინსკი (6), 2:0 გროსიცკი (16), 2:1 მუგოსა (78), 2:2 ტომაშევიჩი (83), 3:2 ლევანდოვსკი (85), 4:2 სტოიკოვიჩი (87-საკ. კარში)

პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიშჩეკი (46. რიბუსი), გლიკი, პაზდანი, ბერეზინსკი - კრიხოვიაკი, მაჩინსკი (90+2. ვოლსკი) - ბლაშჩიკოვსკი, ზელინსკი, გროსიცკი (90. მაკუშევსკი) - ლევანდოვსკი.

ჩერნოგორია (4-2-3-1): პეტკოვიჩი - სტოიკოვიჩი, კლიმენტა, მიუშკოვიჩი, ტომაშევიჩი - შეკიჩი, ვუკჩევიჩი - იანკოვიჩი, ივანიჩი (67. ჰაკსაბანოვიჩი), იოვოვიჩი (77. მუგოსა) - ბეჩირაი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. პოლონეთი 10 8 1 1 28-14 25

2. დანია 10 6 2 2 20-8 20

3. ჩერნოგორია 10 5 1 4 20-12 16

4. რუმინეთი 10 3 4 3 12-10 13

5. სომხეთი 10 2 1 7 10-26 7

6. ყაზახეთი 10 0 3 7 6-26 3

F ჯგუფი

სლოვენია-შოტლანდია 2:2

გოლები: 0:1 გრიფიტსი (32), 1:1 ბეჟიაკი (52), 2:1 ბეჟიაკი (72), 2:2 სნოდგრესი (88)

სლოვენია (4-4-1-1): ობლაკი - სტრუნა (46. სკუბიჩი), მევლია, ჩესარი, იოკიჩი - რეპასი (46. ბეჟიაკი), კურტიჩი, როტმანი, ვერბიჩი - ილიჩიჩი, მატავჟი (89. ვეტრიჰი).

შოტლანდია (4-3-3): გორდონი - ბერა, მალგრიუ, რობერტსონი, ტირნი (80. ს. ფლეტჩერი) - მაკარტური (79. სნოდგრესი), დ. ფლეტჩერი, ბენანი - მარტინი (53. ენია), გრიფიტსი, ფილიპსი.

გაძევება: ჩესარი (90+2. სლოვენია)

სლოვაკეთი-მალტა 3:0

გოლები: 1:0 ნემეცი (33), 2:0 ნემეცი (62), 3:0 დუდა (69)

სლოვაკეთი (4-5-1): დუბრავკა - პეკარიკი, შკრტელი, შკრინიარი, ჰუბოჩანი (87. მაზანი) - რუსნაკი (87. მიჰალიკი), დუდა, ლობოტკა, ჰამშიკი, ვაისი - ნემეცი.

მალტა (4-4-2): ჰოგი - ბორგი, აგიუსი, კამილერი, ზაფარა - პისანი, პ. ფენეჩი (88. ბორგი), რ. ფენეჩი, გამბინი (76. ფალა) - ეფიონგი, შემბრი.

ლიტვა-ინგლისი 0:1

გოლი: 0:1 კეინი (27-პენ)

ლიტვა (3-2-4-1): სეტკუსი - გირდვაინუსი, ზულპა, კლიმავიჩუსი - ანდრუშკევიჩუსი, ბოროვსკი - სლივკა (90+1. ჩვედუკასი), ვერბიცკასი, ნოვიკოვასი, სერნასი (76. მატულევიჩუსი) - ჩერნიხი.

ინგლისი (3-4-3): ბატლენდი - კინი, სტოუნზი, მაგუაირი - ტრიპიერი, უინკსი, ჰენდერსონი, კრესუელი - ალი (81. ლინგარდი), კეინი, რეშფორდი (72. სტარიჯი).

იხილეთ ვიდეო

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 10 8 2 0 18-3 26

2. სლოვაკეთი 10 6 0 4 17-7 18

3. შოტლანდია 10 5 3 2 17-12 18

4. სლოვენია 10 4 3 3 12-7 15

5. ლიტვა 10 1 3 6 7-20 6

6. მალტა 10 0 1 9 3-25 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
ესპანეთი VS არგენტინა: ეპოქების გადაკვეთა ნიუ-ჯერსიში
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]