ქართველი ჩოგბურთელი შანხაის "მასტერსის" ძირითადი ბადის პირველ წრეში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი პირდაპირ ვერ მოხვდა შანხაის "მასტერსის" ძირითად ბადეში, ამიტომაც საკვალიფიკაციო ტურნირის თამაში მოუწია. ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე იყო ნაკლებად ცნობილი ჩინელი, მსოფლიოს 494-ე ჩოგანი ფაინ სუნი, რომელმაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია კლასიფიკაციაში მასზე გაცილებით მაღლა მყოფ მეტოქეს. ბასილაშვილმა 6:3, 7:6 (3) იმარჯვა.

საკვალიფიკაციოს ფინალში ნიკა კანადელ ვასეკ პოსპიშილს ხვდებოდა. შეხვედრა დაძაბული და მარათონული გამოვიდა. პირველი პარტია თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა - ჩოგბურთელებმა ორ-ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავეს, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდნენ. ამასთან, პოსპიშილს მე-11 გეიმში სეტბოლი ჰქონდა. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც ბასილაშვილი მცირე უპირატესობას ფლობდა და მესამე სეტბოლზე მოიგო - 7:6 (9:7).

მეორე სეტში პოსპიშილმა გატეხა ნავსი და აიღო მეტოქის მოწოდება, რის შემდეგაც იოლად მოიგო პარტია - 6:2. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელიც პირველის მსგავსად, თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ვიდრე ბასილაშვილმა მერვე გეიმში ბრეიკი არ შეასრულა და შემდეგ მატჩზე არ ჩააწოდა. 2 საათსა და 8 წუთში 7:6, 2:6, 6:3 მოიგო.

ასე მოხდა ქართველი ჩოგბურთელი შანხაის "მასტერსის" ძირითად ბადეში, სადაც პირველ წრეში ურთულესი მეტოქე ელოდება - არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელსაც აქამდე პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრია. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
აშშ-ის ღია: სუპერმატჩი ახლოვდება
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
აშშ-ის ღია: ფედერერი-ნადალი არ იქნება
ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
აშშ-ის ღია: ზემოთ ნადალი, ფედერერი, დელ პოტრო, ქვემოთ ფავორიტი აღარ დარჩა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინდიან უელსის ტურნირი: ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი შეაჩერა
"მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა" - დელ პოტრო ფედერერს დაემშვიდობა