"ბორჯღალოსანმა" ლაშა ლომიძემ ინგლისის ავივა პრემიერშიპში პირველად ითამაშა
"ბორჯღალოსანმა" ლაშა ლომიძემ ინგლისის ავივა პრემიერშიპში პირველად ითამაშა. "ლონდონ აირიშის" მესამეხაზელი შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა.

მე-6 ტურში ლონდონელები "ლესთერ თაიგერსს" მასპინძლობდნენ და 63-ე წუთისთვის 13:28 აგებდნენ. დარჩენილ დროში "აირიშმა" 2 ლელო გაიტანა, ორივე გარდასახა და მინიმალური მარცხისთვის ერთ სატურნირო ქულას გამორჩა - 27:28.

ლომიძემ 17 წუთში 4-ჯერ შეუტია და ჯამში 7 მეტრი მოიგო, 3 პასი და 1 ოფლოუდი გააკეთა, დაცვაში კი 2 ბოჭვა შეასრულა.

ლომიძე "ლონდონ აირიშში" ამ სეზონში გადავიდა და აქამდე მხოლოდ კლუბის A გუნდში (დუბლიორთა შემადგენლობაში) უწევდა თამაში. წინა ტურში მან სრულად ითამაშა A შემადგენლობაში "ექსეთერის" წინააღმდეგ და ორი ლელოც მიითვალა. ამის შემდეგ მას კლუბის სამწვრთნელო შტაბი ენდო და მისი დებიუტიც შედგა პრემიერშიპში.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მე-7 ტურის შეხვედრებში მოედანზე 10 ქართველი ვიხილეთ.

"ტულონი" "ბორდოს" ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 27:30 დამარცხდა, თუმცა, თამაშიდან გამომდინარე, 1 ბონუს-ქულაზე მეტს იმსახურებდა. სტუმართა შორის გამორჩეულად კარგები იყვნენ ქართველი ლეგიონერები. მამუკა გორგოძემ მოედანზე 70 წუთი გაატარა - ის 53-ედან 63-ე წუთამდე გასინბინებული პირველხაზელის შესაცვლელად გაიყვანეს. ამ პერიოდში მასპინძლებმა 2 ლელო გაიტანეს და სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი.

გორგოძე ჩვეულად იბრძოდა და ბოლომდე დაიხარჯა. ლევან ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა ტრავმირებული თანაგუნდელი მე-11 წუთზე შეცვალა და მას შემდეგ მეტოქის ბურჯებს შავი დღე აყარა. ის კარგი იყო შავი სამუშაოს შესრულებისას და ღია თამაშში.

მხოლოდ მიხეილ ნარიაშვილმა ითამაშა "სტად ფრანსესა" და "მონპელიეს" დაპირისპირებაში. ქართველი ბურჯი სტუმართა ძირითადში იყო და მოედანზე 73 წუთი გაატარა. თამაში პარიზელებმა 31:20 მოიგეს.

"ბრივმა" "კასტრი" მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ამაში წვლილი ორ ჩვენებურს მიუძღვის და ორივემ შეცვლაზე ითამაშა: ბურჯი კარლენ ასეიშვილი მოედანზე 49-ე, ხოლო 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

ორმა ქართველმა ითამაშა "აჟენის" შემადგენლობაშიც, რომელმაც "ლიონს" უმასპინძლა და 6:25 დამარცხდა. თამაზ მჭედლიძე მწვრთნელმა ძველ პოზიციაზე დააბრუნა და პირველიდან 54-ე წუთამდე ათამაშა. თადარიგში იყო გიორგი თეთრაშვილი: მან პირველ ტაიმში 25-იდან 33-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 54-ე წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

56-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა "რასინგის" ბურჯმა ვასილ კაკოვინმა. მისი "რასინგი" "ლა როშელს" ეწვია და 9:16 დამარცხდა.

"კლერმონის" რიგებში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა ბექა კაკაბაძემ. "ტულუზთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ის შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ზირაქაშვილი, რომელიც მე-3 წუთზე დაშავდა, 10 წუთით შეცვალეს და მერე 51-ე წუთამდე ითამაშა. "ტულუზმა" მატჩი 28:18 მოიგო.

ახლა ფრანგულ კლუბებს ევროთასების ორ-ორი მატჩი ელით.

პრო დე 2

პრო დე 2-ის მე-7 ტურში, "ორიაკმა" "ბაიონს" ნახევარ საათში ორი ლელო გაუტანა და 11 ქულას უგებდა (17:6), თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ნუგეშის ბონუსს დასჯერდა - 20:24. ტრადიციულად, მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა, შუამარბმა მერაბ შარიქაძემ. თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა ქართველების კიდევ ერთი გუნდი "კარკასონი". ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ (10:10), ის 67-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 17:13 დაწინაურდა, თუმცა უკანასკნელი შეტევა ვერ მოიგერია და ლელო გაუშვა - 17:18. მასპინძლები სამჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით. სინბინში 10 წუთი გაატარა ბურჯმა მირიან ბურდულმა, თუმცა მასთან ერთად ყვითელი ბარათი მეტოქე გუნდის ბურჯმაც იხილა.

ბურდული შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა და ყვითელი ბარათი 61-ე წუთზე მიიღო. თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო "ბორჯღალოსანი" კვაჭი შალვა მამუკაშვილი, თუმცა 73-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა.

"ნარბონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა "ბორჯღალოსანმა" მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ. მისი გუნდი ლიდერ "გრენობლს" ეწვია და 9:31 დამარცხდა.

"მონ-დე-მარსანს" ეწვია და 12:38 დამარცხდა "ანგულემი". სამწუხაროდ, მხოლოდ 11 წუთი ითამაშა შალვა სუთიაშვილმა. ის ძირითადში იყო, მაგრამ მალევე დაშავდა.

შეცვლაზე 19 წუთი ითამაშა "ვანის" მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ. მისი გუნდი "კოლომიესთან" სტუმრად 19:40 დამარცხდა.

"დაქსი" "პერპინიანს" ეწვია და პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ 25:51 დამარცხდა. სტუმართა შორის შეცვლაზე 23 წუთი ითამაშა ელიზბარ ყუფარაძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის "რასინგ 92" და "კლერმონი" იბრძვიან
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ - "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია კუმაგაიაში
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]