ფეხბურთის საუკეთესო მეგობარი ლუდია და თუ ტელევიზორში გვიწევს საფეხბურთო მატჩის ყურება, მის გარეშე წარმოუდგენელია
ფეხბურთის საუკეთესო მეგობარი ლუდია და თუ ტელევიზორში გვიწევს საფეხბურთო მატჩის ყურება, მის გარეშე წარმოუდგენელია.

მაგრამ არის სნეკებიც და კერძებიც, რომლებიც სასიყვარულო სამკუთხედს კრავს და სრულ ბედნიერებას გვანიჭებს. თუ რა საკვებს ანიჭებენ თამაშის ყურების დროს უპირატესობას მსოფლიოში, ამას ჩვენს სტატიაში იხილავთ.

ამერიკელები სპორტული სანახაობის დროს ჰოთ დოგს მიირთმევენ. განსაკუთრებით პოპულარულია "ჩიკაგოს ჰოთ დოგი", რომელიც საკმაოდ ცხარე მდოგვით კეთდება.

თუ ქართველები ერთმანეთს ხინკლის ჭამაში ეჯიბრებიან, ამერიკელები ჰოთ დოგების რაოდენობასა და საწებლებით სავსე fast food-ის სუფთად ჭამაში.

იტალიელების მეგობარი ფეხბურთან ერთად პიცის ბაგელებია, რომელიც პიცის შემცირებული ვარიანტია. ამ პიცას სპორტულ პიცასაც ეძახიან, რომელსაც მოცარელათი, ორეგანოთი, პეპერონითა და ტომატის სოუსით ამზადებენ.

გერმანელებს, ამერიკელებისგან განსხვავებით, სოსისის დაფა ურჩევნიათ, სადაც სამი სახის სოსისი, მდოგვი, ცხარე საწებელი და წიწაკაა. რა თქმა უნდა, ფეხბურთი და ლუდიც ძალიან მაგარი აქვთ, საერთო ჯამში კი, ქართველისთვის სანატრელი პოზიციაა.

ესპანელებს ფეხბურთთან ერთად ეგზოტიკური კერძები იზიდავთ, ხოლო ზოგადად, მრავალფეროვანი მენიუ აქვთ საფეხბურთო დღესასწაულისთვის. განსაკუთრებულად მოსწონთ ლოკოკინები და მოლუსკები. პოპულარულია ასევე ყველი, ზეთისხილი, ლორი და ზღვის სხვა პროდუქტებიც.

ფრანგები წარმოუდგენელია ფრის გარეშე და რა თქმა უნდა, სასურველი კერძიც ესაა. საღამოობით ჩაუჯდებიან ფრანგი ლეგიონერების თამაშებს, აღნიშნავენ ბენზემასა და ლაკაზეტის გოლებს. ღვინის სიყვარულის მიუხედავად, ფეხბურთი და ღვინო სხვადასხვა სამყაროა მათთვის.

ინგლისელები ფეხბურთში მაგრები არიან, მაგრამ მათი კერძები სხვა ქვეყნებში ნაკლებად უყვართ. მათი მთავარი ინგრედიენტი ფეხბურთის ყურების დროს, "ქორნიშ პასთი", იგივე ბრიტანული ღვეზელია. ინგლისელებს საფეხბურთო სანახაობა არ აკლიათ და უფრო ხშირად სტადიონზე წასვლას არჩევენ, ვიდრე ტელევიზორში ყურებას.

საქართველოში ფეხბურთის ყურების დროს სხვადასხვა კერძზე აკეთებენ აქცენტს და ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს. თუ რა მოგწონთ თქვენ და რატომ, შეგიძლიათ კომენტარებშიც დაგვიწეროთ.

gurgenidze
ბობლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"