მახაჭყალის "ანჟის" 29 წლის ფეხბურთელს ტრავმა აქვს და ამჟამად თბილისში მკურნალობს
29 წლის ჯაბა ლიპარტია "ანჟიში" ამ სეზონის დასაწყისში მივიდა და მაშინვე გახდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ბოლო დროს ის დაღესტნურ კლუბში აღარ თამაშობდა. მიზეზი ტრავმაა. ახლა ლიპარტია თბილისშია და მკურნალობს.

ის ქართველ ფეხბურთელთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, წლების განმავლობაში სტაბილურად რომ თამაშობს. კარგა ხანს ის შეუცვლელი მოთამაშე იყო ლუგანსკის "ზორიასთვის". მასთან ერთად, ლუგანსკური კლუბი გაიზარდა და ევროპალიგის ჯგუფშიც მოხვდა.

ლიპარტიასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ...

- იძულებით უქმობთ ტრავმის გამო. ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მარცხენა ფეხის წინა კუნთი გავიგლიჯე. სავარაუდოდ, კიდევ ორი კვირა დამჭირდება იმისთვის, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. ნემსი გავიკეთე და საბოლოო პასუხსაც მეტყვიან, თუ როდის შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. ამ ეტაპზე, სავარაუდო დრო ორი კვირაა.

- რა ვითარებაში დაშავდით?

- ვლადივოსტოკში გავფრინდით სათასო მატჩზე, "ლუჩ ენერგიასთან" სათამაშოდ. ტრავმა წინასამატჩო მოთელვისას მივიღე. საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ... სადაც ფეხბურთია, იქვეა ტრავმებიც.

- თქვენი გუნდისთვის მიმდინარე სეზონი როგორია?

- ფაქტია, ძალიან ცუდად დავიწყეთ სეზონი. მერე გუნდში მწვრთნელი შეიცვალა. ვადიმ სკრიპჩენკომ თავისი ხედვა და იდეები მოიტანა. თამაში გამოვასწორეთ. თუნდაც ორი მატჩი რომ ავიღოთ, "ზენიტთან" და "სპარტაკთან", რუსული ფეხბურთის გრანდებთან, შეიძლება თამამად ვთქვა, უფრო დავკარგეთ ქულები, ვიდრე მოვიპოვეთ. ორივე შემთხვევაში ვიგებდით და მერე გაგვითანაბრეს. ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. მეტი ქულის დაგროვება შეიძლებოდა თუნდაც ამ ორ შეხვედრაში.

- "ანჟის" მიზანი, ალბათ, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება...

- კი, ასეა. უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ.

- და შესწევს გუნდს საამისო ძალა?

- ჩემი აზრით, ამ შემადგენლობით პრემიერლიგაში უნდა დავრჩეთ და დიდი იმედი მაქვს, გადავჭრით ამ პრობლემას.

- ახალი მწვრთნელი რას გეუბნებათ?

- პირდაპირ ვუთხარი - თუ არ გჭირდებით და გუნდში ვერ ხედავთ ჩემს ადგილს, ავდგები და წავალ-მეთქი. მითხრა, რომ ძალიან ვჭირდები ჩემი გამოცდილებით. მაგრამ ხომ გითხარით, ტრავმა მივიღე და ამან შემაფერხა.

დიდი მოტივაცია მაქვს, რომ დავბრუნდე და სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო გუნდისთვის. მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა, ეს ფაქტია, ახლა კი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ზოგადად, რუსულ პრემიერლიგაზე რას იტყვით?

- აღარ არის ისე, როგორც ადრე იყო - თითქოს, აქ მხოლოდ ძალისმიერი ფეხბურთია და მეტი არაფერი. არიან გუნდები, რომლებიც გამართულ ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ და ეს ნათლად გამოჩნდა ევროთასებზე. ყველა თამაშში ბოლომდე თუ არ დაიხარჯე, ისე არაფერი გამოვა. საკმაოდ მაღალი დონის პირველობაა.

- "ანჟიში" გიორგი ლორიას მოსვლა ძალიან გაგახარებდათ...

- რა თქმა უნდა. გიორგიმ ხელის ტრავმა მოიშუშა და, ჩემი აზრით, მალე ძირითადშიც ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roma
სად მიდიხარ მჭირდები სკამზე შენს მეტი ვინმეს არ ვანდობო.
ჯაბა ძმა
სად მიდიხარ კაცო, იხუმრა არისტოფანემ
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
ღმერთმა გვიმრავლოს - ლა ლიგაში უკვე მინიმუმ ოთხი ლეგიონერი გვყავს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
გიორგი ლორია მახაჭყალის "ანჟიში" იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
გიორგი ლორია კარიერას რუსეთის პრემიერლიგის კლუბში გააგრძელებს
ჯიმი ტაბიძის შეცდომა "უფას" "ანჟისთან" წაგებად დაუჯდა [VIDEO]
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
სამუელ ეტო'ო: მეგონა, "ანჟი" პსჟ-სავით სუპერკლუბი გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებდა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი ლორია ტრავმირებულია და შესაძლოა საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა