ფრანგულ ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ლელამ ოთხი შესაძლებლიდან 3 ქულას მოუყარა თავი
ფრანგულ ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე კვლავ შემართებით ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ლელა ჯავახიშვილმა (2437), რომელიც თეთრი ფიგურებით კონტინენტის 2002 წლის ჩემპიონს, პოლონელ ბართლომეი მაჩეიას (2619, მან ეს ტიტული 2002 წელს ბათუმში დაიმსახურა) ეთამაშებოდა. მეტოქეები 24-ე სვლაზე დაზავდნენ. ამდენად, ჯავახიშვილმა ვაჟებთან პაექრობაში ოთხი შესაძლებლიდან 3 ქულას მოუყარა თავი, რაც ამგვარ ტურნირზე მართლაც კარგი შედეგია.

ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის. ექს-ლე-ბენი (საფრანგეთი).

მეოთხე ტური

ლელა ჯავახიშვილი (2437) - ბარტლომიეი მაჩიეია (პოლონეთი, 2619) 0.5:0.5

ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2697) - თორნიკე სანიკიძე (2542) 0.5:0.5

დავით ლობჟანიძე (2489) - არმან პაშიკიანი (სომხეთი, 2642) 0.5:0.5

ლუკა პაიჭაძე (2487) - ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი, 2630) 0.5:0.5

ლევან ფანცულაია (2595) - იოვანკა ჰოუსკა (პოლონეთი, 2419) 1:0

ეკატერინი პავლიდუ (საბერძნეთი, 2204) - ბაადურ ჯობავა (2707) 0:1

ეილონ ნაკარი (ისრაელი, 2256) - სალომე მელია (2462) 0.5:0.5

დავით ზარქუა (2397) - ნიკოლას ბაკონი (საფრანგეთი, 2177) 1:0

სატურნირო მდგომარეობა

1. პოტკინი (რუსეთი, 2653) - 4.0 ქულა; 2. სავჩენკო (რუსეთი, 2616);.. 33. ფანცულაია (2595) - 3.0; 41. ჯავახიშვილი (2437) - 3.0; 107. ლობჟანიძე (2489) - 2.5; 136. სანიკიძე (2542) - 2.5; 152. პაიჭაძე (2487) - 2.5; 163. ჯობავა (2707) - 2.5; 201. ზარქუა (2397) - 2.0; 235. მელია (2462) - 2.0;

- დღევანდელ მეტოქეს იოლად ვძლიე, - მითხრა 2011 წლის საქართველოს ჩემპიონმა დავით ზარქუამ, რომელსაც გუშინ საფრანგეთში შევეხმიანე, - ისე, მე-2 ტურშიც უნდა ამეღო ქულა - ფინელ ტომი ნიბაკთან აშკარად უკეთესი პოზიცია მქონდა ორი კუს უპირატესობით, მაგრამ ერთ მომენტში უხეში შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. ვეცდები, მომდევნო ტურებში დანაკარგი ავინაზღაურო. ძალიან ძლიერი ტურნირია, ნახევარი ქულისთვისაც კი ურთულესი ორთაბრძოლებია. ჯავახიშვილის გარდა, ქართველებს ისეთი სტარტი არ გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა, მაგრამ ჯერ მთავარი პაექრობები წინ არის...

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე