მეხიკო, 15-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
ბოლო დღეების განმავლობაში ქართველი მშვილდოსნები უკვე მეორედ გაემგზავრნენ შორეულ, ლათინურ ამერიკაში: სექტემბერ-ოქტომბრის მიჯნაზე არგენტინაში ჭაბუკები წავიდნენ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, ამ დილით კი, გამთენიისას, საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები მიუნხენის გავლით მიწისძვრით დაზარალებულ მექსიკაში გაფრინდა, სადაც დედაქალაქი მეხიკო, 15-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მასში ჩვენგან მხოლოდ ქალები გამოვლენ, რადგან ბიჭების გუნდის წაყვანა არასახარბიელო შედეგების გამო ფედერაციამ იუარა. ეგ კი არა, შერეული გუნდურისთვისაც არ წაიყვანეს თუნდაც ერთი მონაწილე, რადგან შედეგებიდან გამომდინარე, გუნდურის პერსპექტივაც არარეალურად მიიჩნიეს.

მეხიკოში ქალთა ნაკრები ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა. მასში ისევ შედიან ნაკრების სტაჟიანი წევრები, პირადში მსოფლიოს ფინალისტი, ხოლო გუნდურში - ევროპის თბილისელი ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და გუნდურში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ფედერაციის პრეზიდენტი, ხელვაჩაურელი ხათუნა ნარიმანიძე.

ამ დუეტს ამჯერად პარტნიორობას საქართველოს ჩემპიონი, ახალგაზრდა ციკო ფუტკარაძე გაუწევს, ვინც ნარიმანიძისა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძის შვილია.

დედა-შვილს უკვე ერთად ასპარეზობის გვარიანი სტაჟი დაუგროვდა, მაგრამ ეს დუეტი ამ რანგის პირველობაზე პირველად იასპარეზებს ერთ გუნდში. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში ფუტკარაძე არაერთხელ მოგვევლინა ნაკრების ლიდერად - სხვადასხვა შეჯიბრებაში დედაც რამდენჯერმე დაამარცხა და - ქრისტინე ესებუაც.

მეხიკოში 15 ოქტომბერს ოფიციალური ვარჯიში გაიმართება, პირველი საშეჯიბრო დღე კი 16 ოქტომბერია, როცა ჩატარდება საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა მხოლოდ ვაჟებში და მძიმე მშვილდში, ოლიმპიურ დისტანციაზე მოასპარეზე ქალები, ანუ ჩვენი სამეული ანალოგიურ შეჯიბრებას 17-ში გამართავს. საბოლოოდ სწორედ იმ დღეს გამოვლინდებიან პლეი-ოფის წყვილები პირად პირველობაში, აგრეთვე გაირკვევიან გუნდური შეჯიბრების მონაწილენი და შერეული წყვილები.

იმავე დღეს, ნაშუადღევს, დაიწყება პლეი-ოფის პაექრობები გუნდურში, რომელიც ნახევარფინალის ჩათვლით ჩატარდება და გამოვლინდებიან ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის წყვილები. ფინალური ასპარეზობები აქაც და უკლებლივ ყველა დისციპლინაში 21-22 ოქტომბერს ჩატარდება.

პირადი პირველობის პლეი-ოფები 18-19 ოქტომბერს გაიმართება, 20-ში კი შერეული წყვილები იასპარეზებენ.

იმედია, ჩვენი ქალები აცტეკების ქვეყანაში წარმატებით გამოვლენ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მათ ამ ტურნირის წინ შეკრება არ გაუვლიათ, სამივე პირად მწვრთნელებთან ერთად ემზადებოდა. არადა, ესებუა ჯერ კიდევ ბათუმში, საერთაშორისო ტურნირის მიმდინარეობისას ამბობდა, რომ შეკრება სჭირდებოდა, თუმცა ნაოლიმპიადევს როგორც სხვა ფედერაციებს, მშვილდოსნობასაც შეუმცირდა ბიუჯეტი. არადა, ოლიმპიადის წინ მათ ლამის ყველა ტურნირის წინ გაიარეს შეკრება, რაც შედეგებსაც დაეტყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...