ფიქრები ფანჯრებჩამსხვერულ მატარებელში
გამცილებლები ვართ. მატარებლის გამცილებლები. მგზავრებს ვაგონში ვხვდებით, თბილად ვიღებთ, საკუთარ ადგილს ვუჩენთ, ჩასვლისას კი კართან მივაცილებთ, წარმატებებს ვუსურვებთ და ვემშვიდობებით. ზოგი ევროპის ჩემპიონატზე ჩადის, ზოგიც - მსოფლიოზე. ჩვენ კი, მესამე ათწლეულია, ვდგავართ ვაგონის კართან და ნაძალადევი ღიმილით ხელს ვუქნევთ.

ამასობაში დაიჭექებს მატარებლის საყვირი, ხის ტარზე მიმაგრებულ ყვითელ დროშას ავწევთ, იმის ნიშნად, რომ ვაგონი წესრიგშია და მზადაა გასასვლელად. თუ წინა გაჩერება ევროპა იყო, შემდეგი მსოფლიოა.

შეიძლებოდა ზედა ორი აბზაცის შემდეგაც შემეწყვიტა წერა, გულისტკივილი მოკლედ, ზოგადად ვთქვი. მაგრამ სწორედ ამ ზოგადმა კონკრეტული მაგალითები ამოატივტივა გონებაში. თქვენს გონებაში არა?

თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მიმგზავრია ყველა ტიპის მატარებლით, ბრიუსელი-ლილის "ელვიდან" დაწყებული, თბილისი-ნიქოზის მინებჩამტვრეულით დამთავრებული.

მაგრამ, ბედნიერი სულაც არ ვარ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შედეგებით. ბავშვობიდან ვქომაგობ და ყველა წაგებას განვიცდი. რაოდენ დიდი სხვაობითაც უნდა ვაგებდეთ, მაინც ბოლომდე ვუყურებ თამაშს.

გულდასაწყვეტია, რომ სტაჟიანი გამცილებლებივით სულ ვაგონში ვართ და ერთხელაც არ დაგვიდგამს ფეხი მიწაზე. არადა, რაც დამოუკიდებლად ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, უამრავი გაჩერება გამოვიარეთ: ინგლისი, საფრანგეთი, ბელგია-ჰოლანდია, იაპონია-კორეა, პორტუგალია, გერმანია, ავსტრია-შვეიცარია, სამხრეთი აფრიკა, პოლონეთი-უკრაინა, ბრაზილია და ისევ საფრანგეთი...

არსად ჩავსულვართ. მხოლოდ ვაცილებთ. აგერ, მივაცილეთ სერბეთიც, თითქმის - უელსიც: თბილისიდან ოქროს 3 ქულა გავატანეთ, მაგრამ... ვაგონიდან ჩასვლისას ფეხი დაუცდა, შინ ირლანდიასთან წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

კიდევ რამდენი ასეთი მაგალითი გვაქვს... მახსენდება, ერთხელ ოზურგეთის ღამის მატარებელში ავედი. 90-იანი წლები იყო და ბილეთის აღებას გამცილებლისთვის გადახდა სჯობდა. უფრო იაფად გამოხვიდოდი. ავედი და გამცილებელი ქალი დამხვდა, სტაჟიანი უნდა ყოფილიყო, ადგილები არ არისო და თავის ოთახში შემიკედლა. ყავაც შემომთავაზა... მისი პატივისცემა 20 წლის შემდეგაც არ დამვიწყებია.

...არც მოლდოვასა და ყაზახეთს დაავიწყდებათ საქართველოს ნაკრების პატივისცემა. მათ ხომ ისტორიაში პირველი ქულები ჩვენთან აიღეს.

მწარედ გასახსენებელიც მაქვს. სწორედ იმ დროს, ბილეთის ყიდვას - გამცილებლისთვის რომ სჯობდა ფულის მიცემა.

ბათუმის მატარებლით მოკლე მანძილზე მივემგზავრებოდი. ტრადიციულად, მშვიდად ავედი და... გამცილებელმა - არაო. მშვიდადვე გამოვბრუნდი და სიგარეტის ბოლით დაბურულ ფოიეში დავდექი. ქსანს რომ მივუახლოვდით, გამცილებელი ორ გაბერილ მილიციელთან ერთად გამოვიდა, მატარებელი რომ გაჩერდა და კარი გაიღო, სამართალდამცავები მორაგბეებივით მომაწვნენ და ჩამომსვეს. ჩამომაგდეს!

არც საქართველოს ნაკრებია ყველასთვის კეთილი გამცილებელი. ხომ გახსოვთ, 2007 წელს თბილისში რა დღე დააწია შოტლანდიას - 2:0 მოუგო და ავსტრია-შვეიცარიისკენ მიმავალი მატარებლიდან ჩამოაგდო.

...ბრიუსელიდან საფრანგეთის ქალაქ ლილში მივემგზავრებოდი. მატარებლის ბილეთზე 13:01 საათი ეწერა. ცოტა კი გამიკვირდა, ეს ერთი წუთი რაღაა-მეთქი, მაგრამ ეგ ყოფილა, რაც ყოფილა. რკინიგზის სადგურში მატარებლები გერმანიის ნაკრების ფეხბურთელების სისწრაფით დაქროდნენ. ათწუთიან მონაკვეთში ხუთმა ჩამიქროლა, კიდევ კარგი, ერთი გულისხმიერი, თმებგაბურძგნილი აფრიკელი შემხვდა. რომ მიხვდა, ასეთ რიტმს მიჩვეული არ ვიყავი, ბილეთზე მიმითითა - აი, ზუსტად 13:01-ზე რომ შემოვა იმ მატარებელში ჩაჯექიო. მართლა 01-ზე მოვიდა!..

ფეხბურთშიც ასეა, თუ წამის მეასედში არ მიასწარი, გერმანელი კი არა, უელსელი ლოურენსი ელვასავით ჩაგიქროლებს და დარჩები... უქულოდ.

ასეთ სიტუაციაში, ყურებჩამოყრილს რომ გნახავს, უეფა შენნაირ ჩამორჩენილებთან ერთად ფარღალალა ვაგონში გიკრავს თავს - ისეთში, 90-იან წლებში რომ დადიოდა, ფანჯრებს მინები რომ არ ჰქონდა, საათობით იგვიანებდა... ანდორელი ბურბუშელას ჩამოატარებს, სანმარინოელი - ნუგას, მალტელი - გამოყვანილ თევზს...

მომავალი შესარჩევი ციკლიდან ასეთი ვაგონიც გვეყოლება, D ლიგა ერქმევა და მასში ევროპის ყველაზე სუსტი 16 ნაკრები ითამაშებს. უეფამ შესარჩევი ეტაპის სისტემა შეცვალა და ერთა ლიგა დაამატა. სხვადასხვა ხარისხის გუნდები ოთხ ლიგაში ერთად მოიყრიან თავს. საქართველო ბოლო, D დონეზე აღმოჩნდა.

მსგავს, დაბალი კლასის, მოკლე მანძილზე მიმავალ მატარებლებს 90-იანებში გამცილებლები არ ჰყავდათ, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით "პრავადნიკები", თუმცა სხვებთან შედარებით მდიდარი საფეხბურთო ისტორია გვაქვს და ღირსეულადაც უნდა მოვიქცეთ. თბილისი-ნიქოზის უფანჯრო მატარებელში ასეთი ხალხიც ბევრი იყო, მდიდარი წარსულის მქონე, ოღონდ, აწმყოში გაღატაკებული.

ერთ ზამთარს მინებჩამსხვრეულ მატარებელში გვარიან ჩხუბსაც შევესწარი: ერთმა დაიძახა - ამა და ამ რაიონელებს გვცემენო და უნდა გენახათ, როგორ წამოიშალა ხალხი. მატარებელი უახლოეს ბაქანს რომ მიადგა, ზოგი თვალჩალურჯებული ჩამოვიდა, ზოგს ფეხსაცმელი არ ეცვა, ზოგს საკუთარი მაისური მხარზე ჰქონდა გადაკიდებული, აღარაფრად ვარგოდა...

...ერთა ლიგის მატჩები რომ დასრულდება, შესაძლოა, აღარც ბუცი გვეცვას, მაისურიც შემოგვეხეს, მაგრამ მთავარია, ვაგონიდან პირველები ჩამოვიდეთ. D ლიგიდან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ხომ ერთადერთი გუნდი გადის...

თბილისი-ნიქოზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უცნობი (ვაგონი მიჰქრის)
ეეეეე!! ნეტა მაგ მატარებლებს ვინ მართავდა და როგორ მართავდა ისიც ჩამოგეწერა ბარემ და მეორე სტატია იქნებოდა!! თუ ევროპა ლიგის მატარებელზე გააგრძელებ დაწერას და მესამე გამოგივა ოღონდ ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ვინ მომართავს და როდის!! ასე რო დაელოდე ცოტა!! (ვაგონი მიჰქრის) უცნობი.
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]