თვის ბოლოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თბილისურ შესარჩევ ციკლს იწყებს
თვის ბოლოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თბილისურ შესარჩევ ციკლს იწყებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიის, ჩერნოგორიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

ცოტა ხნის წინ, ქართველმა ჭაბუკებმა გენერალური რეპეტიცია ბელარუსთან თბილისურ ამხანაგურ შეხვედრებში გაიარეს. ორივე თამაში 1:2 წავაგეთ, მაგრამ ამ ეტაპზე, შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, როგორ ფორმაში ხვდება ჩვენი გუნდი შესარჩევ ციკლს.

"ლელო" ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა და სიტუაციის შეფასება სთხოვა...

"ორი შეხვედრა ჩავატარეთ ბელარუსის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან და ორივეში დავმარცხდით. რა თქმა უნდა, შედეგი ფეხბურთში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი სხვა რამ იყო - მინდოდა, მენახა, როგორ ფორმაში არიან ტურნირის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ჩვენი ფეხბურთელები...

უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ ამ ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გამოასწორონ მდგომარეობა. დიდი იმედი მაქვს, შესარჩევი ციკლის დაწყებისთვის ყველა მოთამაშე ბოლომდე მზად იქნება...

ჩვენ, როგორც იცით, ბოლო მატჩები წარმატებით ჩავატარეთ. ტურნირიც მოვიგეთ. ალბათ, ბელარუსთან წაგებული ამ ორი მატჩის შემდეგ მიწაზე დავეშვებით. ხანდახან, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოვლენებს საღი თვალით შეხედო...

ამ ეტაპზე თითქმის არ გვაქვს ტრავმები და ძალიან მინდა, ასე გაგრძელდეს შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. აქ არ ვგულისხმობ მიკროტრავმებს, რომელიც ფეხბურთელის მუდმივი თანმდევია. ერთადერთი, ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ჯანგიძე ვერ დაგვეხმარება. ძალიან კარგი მცველია, მისი დიდი იმედი გვქონდა, თუმცა უცბად აიყარა ტანი, ტკივილები აწუხებს წელის არეში და ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, როგორც იცით, იტალიას, ჩერნოგორიასა და ლატვიას უნდა ვეთამაშოთ. ვერ ვიტყვი, რომ ამ დროისთვის მათზე ამომწურავი ინფორმაცია მაქვს, თუმცა ყველა მათგანს ნორმალურად ვიცნობ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი შესარჩევი ბარიერის დაძლევაა. ამისთვის გუნდი ყველაფერს გააკეთებს", - გვითხრა გიორგი ნემსაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

iuve
ვის მოუგო ამ ნაკრებმა? რომელი ტურნირის მოგებაზე ლაპარაკობს ეს კაცი?
kako
ვუყურებდი ამ ასაკობრივთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ირანი გერმანიის ნაკრებების მატჩს, რომელიც ირანის ნაკრებმა მოიგო 4-0, სიამოვნება იყომათი ყურება ესენი კი ბელსრუსის ან მოლდოვის ნაკრებს ვერ უგებე და რაზეა ლაპარაკი?
ebbe sandi
მე მოლდოვას ან გიბრალტარს ავირჩევდი უფრო ძლიერია
999
ამდენი გამარჯვების შემდეგ დაეშვებოდით აპა რას იზამდით
სახელსაც აზრი არ აქვს
თუ იმედები გაგიცრუეს ისევ ის სასტავი აგყავს!? მაგრამ რას იზავ ბევრჯერ შეგაწუხეს ზარებით! ცოდოა ეს კაცი უარს ვერ ეუბნება!!!!

ანუ რას ამბობს, კიდევ კარგი წავაგეთ თორე ამდენი გამარჯვებებით თავბრუ გვქონდა დახვეულიო. ჰა ჰა ბაზა, მგონი ბელაია დ აეწყო ამ საცოდავს , ხმამაღლა მეცინება
ლევანი
საშა ჩივაძის, ძოძუაშვილის, გუცაევის, ცხონებული ყიფიანისგან მწვრთნელობისას სუსტი შედეგები რატომ უნდა აგვეტანა მეტ-ნაკლებად მესმოდა - ფეხბურთელობისას მაინცა გაგვახარეს და ლეგენდები იყვენენ. ესენი არც მაშინ ვარგოდნენ და არც ახლა. კალაძის ძმაკაცობის გამო ვიტანთ?
Giguha
პილოტი ხომ გვაყვავს, ყოჩაღი?ჰააა.,,პასადკა ნა კოჯორი''.. მაგის მეტი არ გაფრინდეთ. ფეხბურთია ფედერაციავ.. მთელი ფეხბურთელებიანათ.,,ვაი, თქვენს პატრონს???''მარა....სადაააააა?
niko
კონსულტანტად 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი დანიშნეთ.კარგად იცის ზედიზედ სამი თამაში როგორ წააგოს.
უპაწტრონოები
ამდენ ხანს სად იყავი რო?
faketi
თქვენი დაშვებული და ნათამაშები არ გაიშვა,სამარცხვინოები.ბიუჯეტიდან თქვენზე 1 თეთრი არ უნდა დაიხარჯოს.....და გადაუნაწილდეს პენსიონერებს და მოჭიდავეებს.
ml
ასეთი უვიცები როა მწვრთნელებათ იმიტო ვართ კარგათ.
gela
მიწაზე დაეშვი?ნეტა აქამდე სად იყავი?მგონი მიწის ქვემოთ ხართ
ლაშა
ხო აბა,ბელორუსის მომგები გუნდი არ შექმნილა ჯერ და ჩვენ ვინ ვართ:):)რა ქნას ნემსომ ხელფასი უნდა და რამე ხომ უნდა თქვას.
andro
საბურთალოს და დინამოს აკადემიას არ გაცდეთ ნაკრებისთვის ფეხბურთელების შეკრებაში და არ გაგიჟდეთ! ვაი თქვენს პატრონს! ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, სამტრედიაში, ზუგდიდში ერთი 17 წლის ბიჭი თუ არაა ვინც 20 კაცში მოხვდება თავის ასაკში მაშინ ავკრძალოთ ფეხბურთი საქართველოში საერთოდ!
ზურა
უბედურებოოო ბელორუსია და ფარერები ძალიან ძლიერი ნაკრები რომ გგონიათ სხვაზე რაღა უნდა თქვათ, ვის გინდათ რომ ეთამაშოთ საერთოდ თუ არსებობს დედამიწაზე თქვენი მოსაგები გუნდი ვერ წარმომიდგენია
სცილასა და ქარიბდას შორის მყოფი რაინდი
ბელორუსი არ არის საკმაოდ ძლიერი ნაკრები
Vasili
Oeeeee feolaaa, shen sustebi ufro gainteresebs xoo?????? Azrzee ara xar Ra... wadi sheechide sxva rames, qatmebis an zroxebis an bankshi daiwye mushaoba, an dustributoradd, ki Ar texavs.../ xo xedavt ro ver dadet shedegi verc fexburtelobis dros da verc axla, vercertma tan, da rodemde unda agenibinot tavebi am xalxs?! Bolobolo ojaxebi gyavt, shvilebi , dedebi ....
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
U17. თორნიკე კვარაცხელიამ თურქეთს გაუტანა - საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია