"სოვეტსკი სპორტმა" რუსეთის ნაკრების კავკასიური შეხვედრები გაიხსენა და აღმოაჩინა, რომ ერთადერთი მატჩი საქართველოსთან წააგეს
რუსეთის ნაკრები დღეს ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდს ხვდება. მატჩამდე "სოვეტსკი სპორტმა" საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ნაკრების კავკასიური შეხვედრები გაიხსენა და აღმოჩნდა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსებმა წააგეს - 1998 წლის 30 მაისის ამხანაგური შეხვედრა 1:1 დასრულდა, 2003 წლის 30 აპრილს კი მალხაზ ასათიანის გოლით 1:0 მოვიგეთ. სომხებთან 1999 წელს 3:0 მოიგეს, 2009 წელს კი ბაქოში აზერბაიჯანელებს დაუზავდნენ - 1:1.

მატჩები ნაკრების მაშინდელმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს, რომელთა კომენტარები უცნაურად მოგეჩვენებათ - რუსები სტუმრობას თბილად კი იხსენებენ, მაგრამ დღემდე ფიქრობენ, რომ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია და რომ ინგლისის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების საქართველოში ჩამოსვლის მიუხედავად, დიდი ფეხბურთი რუსეთის ნაკრების სტუმრობამ დაგვიბრუნა.

პირველ მატჩზე ვლადიმირ ბესჩასტნიხმა ილაპარაკა: "ეს იყო ზეიმი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხს დიდი ფეხბურთი მოენატრა და სტადიონი შეივსო. საქართველოში მძიმე დრო იდგა, ბევრ ქალაქში არ ჰქონდათ შუქი, ქუჩებში ბნელოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან თბილად დაგვხვდნენ. მოვიდნენ ნაცნობები, რომლებთან გასაუბრებაც სასიამოვნო იყო. ნაკრები კი ძლიერი ჰყავდათ - არველაძე, ქინქლაძე, ჯანაშია... სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მასპინძელთა შევიწროება ვერ შევძელით."

2003 წელს წაგებული შეხვედრა კი ეგორ ტიტოვმა გაიხსენა: "იმ დროს საქართველოში პოლიტიკური ვნებები არ იგრძნობოდა და ყველაფერი გულწრფელი იყო, ქვეტექსტების გარეშე. მაშინ მათ ნაკრებში კალაძე თამაშობდა, რომლის გვარიც მთელს ევროაპაში ქუხდა და მეც პატივისცემით ვუყურებდი. სწრაფი გოლი გავუშვით და თამაში ვერაფრით დავალაგეთ. შესვენებაზე ვალერი გაზაევმა რამდენიმე ფეხბურთელს შორის ისე უხეშად გაიარა, მე და დიმიტრი ალენიჩევი ერთმანეთს გაოგნებული ვუყურებდით.

მატჩის შემდეგ კი ავიდა ავტობუსში, უხმოდ დაჯდა, ვერავის ამჩნევდა და ერთ ადგილს უმზერდა. შეგვეცოდა, ჩვენც ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით. მაშინ საქართველოს ნაკრებს სერიოზულ მეტოქედ არავინ აღიქვამდა და წაგება ძალიან მტკივნეული გამოდგა."

ეს წარსულია და იქნებ აღაც არის საინტერესო, მაგრამ ახლაც დაახლოებითი მსგავსი ვითარებაა: მიუხედავად შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების კარგი სტარტისა, ხორვატები თბილისში მოსაგებად მოდიან და სერიოზულ მეტოქედ მაინც არ მიგვიჩნევენ. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ 26 მარტს მატჩის შემდეგ ხორვატების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩიც ავტობუსში გაზაევივით უხმოდ იჯდება და ერთ ადგილს მიაჩერდება.

paatakopala
მადლობა უფალო!გენაცვალეთ ქართველებო !!!
REzIA Robakidze
მთავარია სხვაგან არ დაჯდეს და...
kopala
ბილიჩ სად გაგედოოო
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე