Gigantes.com ამტკიცებს, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 18 წლის წევრი სულ მალე კარიერას NBA-ში გააგრძელებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 18 წლის წევრ გოგა ბითაძეს ახალ სეზონში სერბული "მეგა ბემაქსის" რიგებში დიდებული სტარტი გამოუვიდა.

სერბულმა გუნდმა ადრიატიკის ლიგა 2 მოგებითა და 1 მარცხით დაიწყო. ამ სამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე სწორედ ბითაძე იყო, რომელიც პირველ გუნდში ამ სეზონის წინ გადაიყვანეს და პროფესიონალებში პირველ სრულფასოვან სეზონს ატარებს.

Gigantes.com ამტკიცებს, რომ ქართველი კალათბურთელი, რომელიც ზაფხულში Adidas Next Generation-ის ტურნირში მონაწილეობდა, სულ მალე კარიერას NBA-ში გააგრძელებს.

"მისი გვარ-სახელი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ NBA-ს 2018 წლის დრაფტისათვის. მეტიც, სავარაუდოდ, მას პირველ წრეში აირჩევენ. 210-სანტიმეტრიანი სიმაღლის ცენტრი ფარქვეშ დომინირებს. მას შეუძლია სროლა ნებისმიერი პოზიციიდან, მათ შორის, სამქულიანებისაც", - წერს საიტი.

ბითაძე სეზონის პირველ სამ თამაშში საშუალოდ 16,3 ქულასა და 6,3 მოხსნას აკეთებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 18 ქულა "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ თამაშში.

აქვე გეტყვით, რომ Eurobasket.com გოგა ბითაძეს ევროპელ ტალანტებში მე-14 ადგილს ანიჭებს 1999 წელს დაბადებულთა შორის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურაბი,
ყოჩარ მაგარი ბიჭია იმედით ვართ განჭყობილი, ისე იქნებ ვინმემ იცოდეს და მიპასუხოს რატომ მოექცნენ ასე ცუდად ცქიტიშვილს , რატომ მოგვაკლეს ეს უდაოდ ტალანტი კალათბურთელი.
დათო
ნატალი მასწ. ხომ კარგად ხართ??? გავიგე ვაგონები ჩამოგსვლიათ...
ზაზა
არამგონია ჩვენზე ნაკლებად იცოდეს ამის ნბაში წამყვანმა კალათბურთი უბრალოდ ზოგი ეწყობა ნბას და ზოგი ვერა.ძაან ბევრი ძლიერი მოთამაშე ბრუნდება ხოლმე ევროპაში იქედან ვერ ეწყობიან სიტუაციას და მეტი არაფელი.ვუსურვებ ფაჩულიას გზა გაევლოს და დიდი კალათბურთი ეთამაშოს.
Chaachi
ძალიან დიდი ტალანტია გოგა, მის თამაშს ვბალეშიკობ, მთავარია წინსვლა გააგრძელოს და nba აუცილებლად იქნება, იოკიჩის ვამსგავსებ..
GEO
ადრეა თუ არა ეს ჩვენზე კარგად იმ ხალხმა იცის ვინც ირჩევს კალათბურთელებს და თუ გოგა ამერიკაში წაიყვანეს ესეიგი არ ყოფილა ადრე. ასე რომ წარმატებები გოგას.
ჩემბერლენა
ნატალია, კორექტულად რომ იკამათო და ჩამომდგარ ვაგონებზე არ ილაპარაკო,არ შეგიძლია? ამ უზრდელმა ტროლებმა ყველგან როგორ უნდა აამყრალოთ სიტუაცია?
ჩემბერლენა
ნატალია, კორექტულად რომ იკამათო და ჩამომდგარ ვაგონებზე არ ილაპარაკო,არ შეგიძლია? ამ უზრდელმა ტროლებმა ყველგან როგორ უნდა აამყრალოთ სიტუაცია!
ნატალი
დათო, აბა რას ბრძანებ. რა თავში უნდა აუვარედს თუ ძმა ხარ!!! ნბა ხომ ყველა კალათბურთელის ოცნებაა. გოგა კალათბურტელია, ფეხბურთელი კი არა... ასე რომ მასწავლებლებზე.....ვაგონია სადგურზე.
დათო
მართალია, ცოტა ადრეა ჯერ NBA, მაგრამ თუ მართლა გადავიდა, მეორეს მხრივ კარგიც იქნება, და რაც ყველაზე მთავარია - თავში არ უნდა აუვარდეს და ისევ ისე, მთელი გულით, სულით და მონდომებით გააგრძელოს ვარჯიში და სპორტული ზრდა სრულყოფილებისაკენ. მთელი გულით და სულით ვუსურვებ წარმატებას ამ დიდ გზაზე !!!
kobaki
მოჩქარეს მოუგვიანდესო. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ საქართვეკლოს ეროვნული ნაკრების მომავალი ლიდერია. მთავარია არ იჩქაროს და ყველაფერი თავის დროზე მოვა. წარმატებები გოგას!!!
gigi
ვფიქრობ, რომ ადრეა, კარგ საკალათბურთო ქვეყანაში თამაშობს, რამდენიმე წელი რო გაჩერდეს უფრო მოძლიერდება და დაიხვეწება, წარმატებებს უსურვებ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი ტალანტია.

ძალიან ადრეა..
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
გოგა ბითაძის პერსონალურებით "ცრვენა ზვეზდამ" ისარგებლა და "მეგა ბემაქსს" მოუგო
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
ჯილდო NBA-ს ვარსკვლავისგან - გოგა ბითაძე სერბეთის ჩემპიონატის MVP გახდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
გოგა ბითაძე "ფიგაროა" - აშშ-დან დროებით დაბრუნდა და "ტამისს" 13 წუთში 19 ქულა (6-დან 5 სამქულიანი) ჩაუგდო
გოგა ბითაძემ
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
გოგა ბითაძემ NBA-ს სკაუტებს თავისი კლასი აჩვენა - 26 ქულა და 15 მოხსნა "პარტიზანთან"!
გოგა ბითაძის ბანერი "მეგა ბემაქსის" ე.წ. დიდების დარბაზში გამოფინეს [PHOTO]
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო