"სოვეტსკი სპორტმა" რუბრიკაში "ფენტეზი ფუტბოლ" მკითხველს საბჭოთა კავშირის 2011 წლის სიმბოლური შემადგენლობა შესთავაზა
საბჭოთა კავშირი ისტორიამ სანაგვეზე კი მოისროლა, მაგრამ რუსები დღემდე მისტირიან იმპერიას. ამის მორიგ მაგალითად "სოვეტსკი სპორტში" 23 მარტს გამოქვეყნებული სტატია გამოდგება: რუსულმა გაზეთმა რუბრიკით "ფენტეზი ფუტბოლ" მკითხველს 2011 წლის საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები შესთავაზა.

არარსებული საბჭოთა კავშირის ნაკრების სათადარიგოთა შორის საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერი ჯანო ანანიძე დაასახელეს, ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთისა და უკრაინის ნაკრებებიდან შეარჩიეს, სომხეთის ნაკრებიდან სათადარიგოებში მოხვდა დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი გენრიხ მხითარიანი, ლიტვიდან კი მოსკოვის ცსკა-ს მარცხენა მცველი დევიდას შემბერასი. ავტორის "ობიექტურობაზე" კალაძის არდასახელება მიუთითებს.

გაცილებით სოლიდურად არიან წარმოდგენილი იუგოსლავიის სიმბოლურ ნაკრებში ჩვენი ხვალინდელი მეტოქის, ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები: ძირითად შემადგენლობაში რუსებმა ორი მათგანი დაასახელეს, დონეცკის "შახტარის" მარჯვენა მცველი დარიო სრნა და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, სათადარიგოებში კი - "ტოტენჰემის" მეკარე სტიპ პლეტიკოშა და მცველ ვედრან ჩორლუკა, "ბაიერნის" მცველი დანიელ პრანიჩი, კიევის "დინამოს" ნახევარმცველი ოგნიენ ვუკოევიჩი, "სევილიას" შუახაზელი ივან რაკიტიჩი და "ბაიერნის" თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი.

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე